
მაიკ ტაისონის – კანაფის პლანტაციები
„რკინის მაიკიდან“ „მწვანე მაიკამდე“ – კრივის ლეგენდა 53 წლის მაიკ ტაისონი მარიხუანას ბიზნესში აქტიურად არის ჩართული. სპორტსმენი საკუთარ პლანტაციებში მოჰყვანილ მოსაწევს პირადი მოხმარების გარდა, ყიდის კიდეც. როგორც ტაისონმა თავის გადაცემა „Hotboxin with Mike Tyson“-ში ისაუბრა, იგი პირადად, თვეში 40.000 დოლარის კანაფს მოიხმარს. სპორტსმენი განმარტავს, რომ ამით ერთგვარ სიამოვნებას იღებს, პრობლემებს ივიწყებს და დუნდება.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მოკრივემ მარიხუანას ბიზნესი გასულ წელს ოფიციალურად დაიწყო. ტაისონმა 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უდაბნოში შეიძინა და იქ მარიხუანას დიდი პლანტაცია მოაწყო. მისი აგარაკი ლოს – ანჟელესიდან 180 კილომეტრში, ‘’სიკვდილის ველის’’ (Death Valley ) ნაციონალურ პარკთან მდებარეობს. აქ კი მას ლაბორატორია და სასათბურე მეურნეობა აქვს.

როგორც ტაისონი აცხადებს, მას სურს, უკეთესი ხარისხის კანაფი მოიყვანოს და სუფთა მაღალი ხარისხის პრემიუმ პროდუქცია გაიტანოს ბაზარზე. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონისუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC ვერსიით საკუთარ პლანტაციებში მოყვანილ მარიხუანას კალიფორნიასა და ნევადაში ყიდის. ტაისონის პროდუქციას აფთიაქები სხვადასხვა სახის მედიკამენტების დასამზადებლად იძენენ. როგორც ცნობილია, მოკრივე თვეში დაახლოებით, 450 000 დოლარის მოსაწევს ყიდის. კანაფის მოყვანა-წარმოებაში იგი თავადაც აქტიურად არის ჩართული.
კალიფორნიაში მარიხუანის მოყვანა-მოხმარება 2018 წლიდან ნებადართულია. მარიხუანის ბიზნესში სხვადასხვა სახით ტაისონი მისი ბოლო ბრძოლის შემდეგ არის ჩართული, რომელიც 2005 წელს გაიმართა.

სპორტში „რკინის მაიკმა“ მაინც ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზაცია. მისი მწვრთნელი კასა დ’ამატოს გარდაცვალების შემდეგ მაიკი მორალურად მოტყდა. მისი დამარცხება „ბასტერ“ დაგლასის მიერ 1990 წელს დღემდე ითვლება კრივის ისტორიაში უდიდეს სენსაციად. თავად ტაისონმა აღიარა, რომ მისი კარიერა კრივში დაგლასთან დამარცხებით დასრულდა. ტაისონი თავისი სპორტული ასპარეზის განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვა. ის ორჯერ ციხეშიც კი მოხვდა.