მოსავლის მკურნალობის მალავური მეთოდი

მოსავლის აღების შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად გაშრობასა და მკურნალობას. გაშრობა არის ეტაპი, როდესაც ყვავილედები გარედან გამოშრება, ტოტები ტკაცუნით ტყდება და მცენარე ერთი შეხედვით მზადაა მოსაწევად. მაგრამ ყვავილედები ამ დროს მხოლოდ გარედანაა გამომშრალი და სიღრმეში ისევ დიდი რაოდენობით ტენია , რომელიც ჩვეულებრივ პირობებში რამოდენიმე თვე ვერ გამოვა გარეთ.

უმაღლესი ხარისხის ყვავილედების მისაღებად აუცილებელია მათი მკურნალობა. ამ დროს მცენარის კვამლის გემო და არომატი ბევრად უკეთესი ხდება, იხვეწება და თავის სპეციფიურ თვისებებს ავლენს. მოქმედების ეფექტი კი მატულობს და მისი ხანგრძლივობაც იზრდება.

მკურნალობა ნიშნავს ყვავილედების შიგნიდან გამოშრობას. ამას მებაღეები ყვავილედების შუშის ქილაში მოთავსებით ახერხებენ. ამ დროს ქილაში იქმნება ანაერობული გარემო, მატულობს ტენიანობა და ნესტი ყვავილედების ცენტრიდან ნაპირებისკენ ინაცვლებს. ქილის დღეში რამდენჯერმე გახსნით ჩვენ გარედან ვაშრობთ ყვავილედებს და ნელ-ნელა მთელი ნესტის გამოდევნას შევძლებთ. ეს პროცესი შეიძლება, 2-4 კვირამდე გაგრძელდეს.

მალავი არის ქვეყანა აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში. ამ რეგიონში იზრდება უამრავი ლენდრეისი და ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით. აქ ასობით წელია ადგილობრივი მოსახლეობა ამ მცენარეს იყენებს და თავიანთი ინდივიდუალური დამოკიდებულებაც გააჩნიათ. ერთ-ერთი მეთოდი გულისხმობს გამშრალი ყვავილედების მკურნალობას სიმინდის ტაროს ფუჩეჩში.

ეს მეთოდი იძლევა ისეთ ყვავილედებს, რომლის შენახვაც წლობის განმავლობაში უპრობლემოდ შეიძლება ვაკუუმიან პაკეტში. ამისათვის საჭიროა ავიღოთ გამშრალი ყვავილედები, მაგრამ არც ბოლომდე გამომშრალი. გარედან გამშრალი უნდა იყოს, ხოლო შიგნიდან ისევ ტენიანი. ვათავსებთ სიმინდის ტაროს ფუჩეჩში და ვახვევთ მჭიდროდ.

5-7 დღეში ვხსნით, ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი წესრიგშია და არსად არ განვითარებულა დაავადება. ამის შემდეგ ისევ მჭიდროდ ვკრავრავთ და კიდევ ერთი კვირა ვინახავთ. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს დაბალი ტენიანობის პირობებში.

ამ დროს ყვავილედები გარედან კარგად გაშრება. გული კი შედარებით ტენიანი ექნება. მთლიანი მასა გადაიქცევა ქვასავით და მის დასაჭრელად და მოსაწევად ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. ამ დროს ყვავილედები ასრულებენ დამწიფებას და იძენენ კარგ გემოს, არომატსა და თვისებებს. პროცესის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, ყვავილედები გაახვიოთ ქაღალდში და ისე შეინახოთ მშრალ ადგილას.

ამ ყვავილედის ტრიქომები მკურნალობამდე უმეტესად თეთრი ან დაბურული იყო. ახლა კი, როგორც ხედავთ, ისინი ქარვისფერია, ანუ ბოლომდე დამწიფებული და მოსაწევად ვარგის მდგომარეობაში.

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.