გროუინგის ყველაზე ხშირი შეცდომები

კანაფი საკმაოდ გამძლე მცენარედ მიიჩნევა. ის კლიმატის თავისებურებების მიუხედავად წარმატებით ხარობს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამის გამო ბევრი თვლის, რომ მისი მოყვანა ადვილია. მაგრამ მარიხუანა, რომელსაც დღესდღეობით მოვიხმართ, ძალიან განსხვავდება ნეპალის მთებში ამოსული, ველური კანაფისგან (Hemp).

თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად კანაფს უტარდება ქიურინგი, არ იკეთებს თესლს, აქვს მსხვილი, პოტენტური და არომატული ყვავილედები. ასეთი შედეგის მიღწევა საკმაოდ მძიმე შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, ზრდის პროცესში კი შესაძლოა შეცდომებიც დაუშვათ. ჩვენ მოგიყვებით იმ 5 საშიშროებაზე, რომელთაც თავიდან აირიდებთ წინასწარი მომზადებითა და მუდმივი მონიტორინგით.

სასუქების გადაჭარბებული გამოყენება

სასუქით მცენარის ჭარბად მომარაგება დამწყები მებაღის კლასიკური შეცდომაა. ხედავთ, ყოველდღიურად როგორ იზრდება თქვენი კანაფის ფოთლები და კონცენტრირდებით იმაზე, რომ ყვავილედები ასეთივე სიჩქარით არ ვითარდება. ცხოველების მსგავსად, ინსტინქტურად ჩვენც გვგონია, რომ ზრდა კვების ეკვივალენტურია, მაგრამ ზედმეტ კვებას არც ჩვენთვის და არც მცენარეებისთვის სარგებელი არ მოაქვს. კვება ყოველთვის არ უწყობს ხელს ზრდას. პირიქით, ზოგ შემთხვევაში უკუეფექტი აქვს: ზედმეტ სასუქს შეუძლია გაანადგუროს თქვენი ბაღი.

არსებობს სასუქების ორი ფორმა: ორგანული და არაორგანული. ორგანული სასუქები მიიღება ნეშომპალის, ნაკელის და მიწაში არსებული მინერალების გადამუშავებით. მორწყვისას ნელა იხსნებიან ნიადაგში და ზედმეტი რაოდენობის შემთხვევაში მცენარე სრულად არ შეიწოვს მათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული სასუქები ყველაზე უსაფრთხო გზაა სასუქის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, რაკი ორგანული სასუქებით დაუყოვნებლივ შედეგს ვერ მიიღებთ, შესაძლოა გამოიყენოთ არაორგანული დანამატები. ჰიდროპონკაში ზრდის შემთხვევაში კი თხევადი არაორგანული სასუქები. ეს პროდუქტები, პატარა ბოთლებში, შეიცავს მაღალი კონცენტრაციის მქონე სასუქს, ამიტომ გამოყენებისას აუცილებელია ზუსტი გაზომვა. ამასთანავე, მცენარე მათ სწრაფად შეიწოვს. ეს კი, ზედოზირებისას გამოიწვევს კანაფის „დაწვას“, რაც გაანადგურებს თქვენს მოსავალს.

სასუქის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება

სასუქის გამოყენება უნდა დაიწყოთ ნელ-ნელა და მცირე დოზებით. მიყევით ინსტრუქციას და გამოიყენეთ მითითებულზე მცირე დოზა. დააკვირდით თქვენს კანაფს ყოველდღიურად და რჩევებისთვის მიმართეთ სასუქების ადგილობრივ მაღაზიას. ნუტრიენტები დაგეხმარებათ, გაზარდოთ მაღალი ხარისხის კანაფი, მაგრამ მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გმართებთ.

ზედმეტი მორწყვა

კანაფის ბაღის მოვლისას კულტივატორები მუდამ ფიქრობენ, იღებენ თუ არა მათი მცენარეები წყალს საკმარისი რაოდენობით. მაგრამ სასუქის გადაჭარბებით გამოყენების მსგავსად, ზედმეტ წყალს შეუძლია დააზიანოს ან სულაც მოკლას მცენარე.

წყლის დიდი რაოდენობა დააზიანებს ფესვებს და საბოლოოდ დაალპობს მათ. როგორც კი ფესვის ღერო გაიჟღინთება, სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი გახდება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ. ამის თავიდან ასარიდებლად დარწმუნდით, რომ ნიადაგი მშრალია ზედაპირიდან ერთ-ორ სანტიმეტრზე, ან აწიეთ ქოთანი, რათა მისი წონით მიხვდეთ საჭიროა თუ არა მორწყვა. თუ მაინც ვერ დარწმუნდებით, შეგიძლიათ მოიცადოთ მანამ, სანამ მცენარეს მცირე ჭკნობას შეატყობთ და მერე მიაწოდეთ წყალი.

გაზომეთ რა რაოდენობის წყალს უსხამთ კანაფს და აწარმოეთ ცხრილი. მცენარის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ გაზარდოთ წყლის რაოდენობაც, თუმცა დიდი სიფრთხილით და ყურადღებით.

ჰიდროფონიკა – როგორ გავზარდოთ კანაფი წყალში
ჰიდროფონიკის სისტემა მცენარეების ნიადაგის გარეშე გაზრდის …
მეტი მოსავლის მიღების 10 გზა
აქ მოცემულია 10 დადასტურებული რჩევა კანაფის …
მწვანე დრაკონი
რა არის "მწვანე დრაკონი"? "მწვანე დრაკონი" …
გასახვევი ქაღალდების ტიპები
კანაფის მწეველების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა სახის …
HIGH Stress ტექნიკა და Monster Cropping
სანამ უშუალოდ ტექნიკების მიმოხილვაზე გადავალთ, ორიოდე …
კალციუმი/მაგნიუმი/რკინა (Ca,Mg,Fe) ყველაზე ხშირი პრობლემა ოთახის მცენარეებისთვის
კალციუმი/მაგნიუმი/რკინა (Ca,Mg,Fe) სწორედ ამ სამი ელემენტის …

შეუსაბამო კლიმატი

მნიშვნელობა არ აქვს ოთახის პირობებში ზრდით კანაფს, ღია ცის ქვეშ თუ სათბურში, მუდამ უნდა აკონტროლებდეთ ტემპერატურასა და ტენიანობას. მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ხარისხიანი კანაფის განვითარებისთვის.

დავიწყოთ ტემპერატურით. ზედმეტი სიცხის ან სიცივის პირობებში თავს იჩენს გვერდითი ეფექტები. დაბალი ტემპერატურა შეაფერხებს მცენარის ზრდას, ძალიან დაბალი კი მოკლავს მას. მაღალი ტემპერატურის პირობებში კანაფს განუვითარდება სიცხის სტრესი. ფოთლები დაიხვევა, თითქოს მზისგან დამალვას ცდილობენ. მცენარე გახდება სუსტი და მყიფე. ცხელ კლიმატში დიდხანს ყოფნისას კანაფი იქნება მუდმივ სტრესში, საბოლოოდ კი მოკვდება ან გამოისხამს არაჯანსაღ ყვავილედებს.

კანაფს შეუძლია გაუმკლავდეს ექსტრემალურ კლიმატს, მაგრამ არა დიდი ხნით. სასურველია შეინარჩუნოთ 24°C ტემპერატურა. თუ გაგიმართლებთ და გარეთ ზრდის პირობებში ღამით ტემპერატურა არ ჩამოცდება 13-15°C-ს, აღმოაჩენთ, რომ თქვენი მცენარე იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე წარმოიდგენდით.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბაღის ტენიანობა შეინარჩუნოთ დაბალ ნიშნულზე. ნესტი ხელს უწყობს ობის განვითარებას, რომელიც შესაბამის კლიმატურ პირობებში მუდამ ეძებს გამრავლების საშუალებას. ნერგებს სჭირდება შედარებით მაღალი ტენიანობა, მაგრამ მისი ნიშნული უნდა შეამციროთ მცენარის ზრდის უკუპროპორციულად. სასურველია დაიწყოთ 60%-იანი მაჩვენებლით და ნელ-ნელა შეამციროთ 40%-მდე. ტენიანობის გასაკონტროლებლად გამოიყენეთ შემავალ-გამავალი ვენტილაცია, გახსენით სათბურის ფანჯრები, რათა გაანიავოთ ნესტიანი ჰაერი და გამოიყენეთ დეჰუმიდატორები.

კანაფისთვის შეუსაბამო მჟავიანობის მქონე წყლის გამოყენება

თუ თქვენ იყენებთ წყალს, რომელშიც მჟავიანობა ძალიან მაღალი ან დაბალია (ტუტე), სერიოზულ პრობლემებს დაუპირისპირდებით. საუკეთესო ვარიანტში pH უნდა იყოს 5.5 – 6.5 ნიშნულებს შორის. ამგვარად კანაფი ადვილად აითვისებს მისთვის საჭირო მინერალებს. სხვა შემთხვევაში შეამჩნევთ ნუტრიენტების სიმცირეს, ვინაიდან შეუსაბამო pH-ს მქონე წყალი ვერ „გახსნის“ მათ.

მუდმივად შეამოწმეთ მჟავიანობის დონე. შეგიძლიათ შეიძინოთ ფილტრები კონკრეტული ნიშნულის შესანარჩუნებლად, ან გამოიყენოთ დამატებითი ხსნარები საჭიროებისამებრ – მჟავიანობის ასაწევად ან შესამცირებლად.

ასევე ნახეთ: რა არის ph და ppm? როგორ გამოვიყენოთ და გავაკონტროლოთ ისინი სწორად.

უხარისხოდ დამონტაჟებული ელექტრო სისტემები

რომელ ელექტრო სისტემასაც არ უნდა იყენებდეთ თქვენს ბაღში, ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორად იყოს დამონტაჟებული. უსაფრთხოებისა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული დეტალების გამო ბევრი გროუერი თავად აკეთებს ელექტროობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, გყავდეთ პროფესიონალი ელექტრიკოსი, რომელიც დაგეხმარებათ მუშაობაში.

მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, სანდო სისტემა დაგიზოგავთ დროს და აგარიდებთ ბევრ თავის ტკივილს. მოკლე ჩართვები, დაზიანებები და არასრულფასოვნად მომუშავე სისტემები სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს თქვენს სიცოცხლესა და კანაფის ხარისხს.

დაგიშვიათ შეცდომები, რომლებსაც მძიმე შედეგებამდე მიუყვანიხართ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა