
მოწეულზე საკითხავი: აღარ უნდა ეტყობა და პირდაპირ ვერ მეუბნება
გავაფხვიერეთ, თუთუნი დავაყარეთ, დავამუშავეთ და ორ-ორი ნაპასი მიყოლებით ვგლიჯეთ. დავარტყი თუ არა ეგრევე თვალებში გამინათა და შემაბარბაცა, ხელი მაგიდას მოვკიდე და თვალები დავხუჭე, რამოდენიმე წამი გავჩერდი და დავჯექი.
– ჰა რა იყო, დაგაბაბანა ეგრევე? – ჩემს შემხედვარეს გაეცინა პაზიკას.
– აუ, ეს რა არის ტო?!
– კაი მოსაწევია, კაი.
– არა, ეს პირველადი ეფექტია, პროსტა მაგრად მოიტანა, ეგრევე ტვინში მგლიჯა.
– ჰო, ნუ გეშინია, იჯექი ეხლა, პრიატნიში გადაგიტანს, წვენი რა უყავი რო ამოვიტანე?
– მაცივარშია. მიდი დაასხი, ეგერ ჭიქები, მე ამდგომი აღარ ვარ კაი ხანი.
– იჯექი, იჯექი, მოიცა დაგისხა.
პაზიკამ წვენი ჩამოასხა და ჭიქა გამომიწოდა, გამორთმევა გამიჭირდებოდა და უხმოდ ვანიშნე დადგითქო. დამიდგა და თვითონაც მოუჯდა მაგიდას.
– ჰა, რა გჭირს?!
– არაფერი, გადაიარა. ეს რა იყო ტო, პირველი შემორტყმა მაგრად შემომარტყა.
– ეგ არაფერი, ეხლა როგორ ხარ?
– საკაიფოდ, შენ?
– მეც საკაიფოდ, გუშინ მოვწიე ეს პლანი, არ არის ისეთი არაფერი, ესე პლავნად დაიჭერს და ესე იქნება.
– ძაან კარგი. მოყევი ერთი რას ყვებოდი აბა?
პაზიკამ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და დაიწყო:
– აუ, რავი ვატო, რა უნდა მაგ გოგოს მე ვერ გავიგე რა. რატო მშორდება ეგ ვერ გამაგებინა და რაზე ველაპარაკო საერთოდ? ბოლო დროს ვჩხუბობდით, ისეთ პონტში, პატარა რაღაცეებზე, ხო აზრზე ხარ როგორც არის. ვჩხუბობდით-ვრიგდებოდით. ისეთი არაფერი მარა პატარ-პატარა უთანხმოებები რა. პროსტა თუ ძგაფ და დამშორდებოდა რას წარმოვიდგენდი, ჩხუბი ჩხუბია, უთანხმოების გარეშე რომელი ოჯახი გინახია?! აბა თუ არ ჩხუბობთ, ზნაჩიტ არც გიყვართ ერთმანეთი, ყლეზე თუ გკიდია საჩხუბარიც არაფერია, არ არის ეგრე? რავი, მე ეგრე მესმის.
– და რაო, თვითონ რას გეუბნება?
– ბიჭო, ვითომ პაუზა ავიღოთო და რაღაც რიჟა ბაზარი რა, კი არ ვკვდებიო, რა იყოო, ისევ თბილისში არ ვარო? პროსტა გადავალ ჩემებთანო, მარა მე არ ვიცი ეგ ყლებაზარი? აღარ უნდა ეტყობა და პირდაპირ ვერ მეუბნება, პაუზა არა შმაუზა. არაფერი რო არ მომხდარა ისეთი და არაფერი პრობლემა არ დგას, რა პაუზა რის პაუზა? პროსტა მობეზრდა რა.
– რა მობეზრდა კაცო?
– მობეზრდა რა, ურთიერთობა.
– ბიჭო, წელიწადნახევარია სულ ცოლ-ქმარი ხართ რა მობეზრდა? ან შენ თუ მობეზრდი, მანამდე ხუთი წელი შეყვარებულები იყავით და მანამდე არ მობეზრდი?
– არ ვიცი ვატო, რა გითხრა აბა? ეგ არი რაც გითხარი, რამე ისეთი არ მომხდარა არაფერი, შენ კი იცი არ მიღალატია, სხვისკენ არ გამიხედავს და არაფერი ისეთი არ მიქნია, ეგ მაგიჟებს კაკრას, გვეჩხუბა მაინც ან რამე დამეშავებინა და წივილ-კივილით მაინც წასულიყო ტო, ესე მშვიდად და უჩხუბრად წასვლა რა უბედურებაა? მოვბეზრდიმეთქი მაგიტო ვამბობ, სხვა რას დავაბრალო აბა?!
– ბიჭო, მაგარი ყლე შეკითხვაა მარა ვინმე ხო არ ყავს? გაქვს რამე ეჭვები?
– ვის, ეკუნას? არა, ხო არ ღადაობ. არ იცნობდე მაინც. – ჩაეცინა პაზიკას.
– რა მოხდა შეჩემა?
– არა ბიჭო, შანსი არაა, დაივიწყე, მაგაში არაა საქმე.
– რა იცი?
– ბიჭო ვიცი რა, დამიჯერე.
– ხო რავი, შენ უფრო შეატყობდი რამე რო იყოს.
– კი, კი, შევატყობდი და არაფერი ეგეთი არ შემიტყვია.
– ვაა, აბა რა უნდა ტო, რა ჭირს…
– რავი ვატო, ხო გეუბნები გამაგიჟა, მართლა ვერ ვიგებ რა უნდა ან რატო აღარ უნდა, ვინ აღარ მივუგზავნე, დაქალები, ანანია ცალკე ებაზრა, დაჟე ლიზიკო ბიჭო! დაჟე ჩემი და მივიდა და ელაპარაკა…