მოწეულზე საკითხავი: აღარ უნდა ეტყობა და პირდაპირ ვერ მეუბნება

პაზიკას და ლიზიკო მაგარი როჟაა. ჩვენზე 2 წლით დიდია, ჩვენთან ერთად გაიზარდა, სულ ბიჭებში. ეზოში ჩვენთან ერთად თამაშობდა, ქალა-ბიჭაო რო იტყვიან მაგაზეა ზედგამოჭრილი. ბავშვობაში ჩვენი უფროსი ძმასავით იყო. ერთხელ გვერდით ეზოელმა ბიჭმა სიყვარული აუხსნა, მაშინ ალბათ ცხრა-ათი წლისები ვიქნებოდით, ლიზიკო გაბრაზდა და გარაჟის სახურავზე, სადაც სიყვარული აუხსნა ეგრევე ხელი კრა და გადააგდო საწყალი. ბიჭი გადარჩა, არაფერი მოუტეხია, მაგრამ მეორე სართულის მეზობელი მარინა იყურებოდა ფანჯრიდან, დაინახა რაც მოხდა და ლიზიკოს მშობლებს ყველაფერი მოუყვა. საწყალი ლიზიკო დასაჯეს და ერთი კვირა გარეთ არ უშვებდნენ, მაგრამ „პატიმრობიდან“ პაზიკას პირით შემოგვითვალა ეგ მარინა დღეიდან „ნასედკა სასედკად“ იწოდებოდესო და ბავშვებმაც ავიტაცეთ მარინას ახალი სახელი. თვითონ როცა დაბრუნდა ეზოში, ისევ ის ბიჭი გადმოიყვანა გვერდით ეზოდან და თუ გიყვარვარ დამიმტკიცეო და ისე მოუყომარა რო ბურთი ასროლინა მარინას ფანჯარაში და ჩაამტვრევინა შუშა.

–        კაი, ღადაობ?! ლიზიკო?! რაო მერე? – გულწრფელად გამიკვირდა.

–        რავი არც არაფერი რა, ხან იქიდან მივუდექი ხან აქედანო და იტოკში ვერაფერი ვერ ამოაღერღინა ვერც ლიზიკომ.

–        ვახ ჩემი.

–        ჰოო და კაროჩე ესეთი ყლეობა რა, ხანდახან ვფიქრობ რო მერჩივნა საერთოდ არ ვყოფილიყავით ერთად, ვიდრე ესე დასრულებულიყო.

–        მაგას ნუ იტყვი, რატო ატრაკებ, შვიდი წელი იყავით ხო თითქმის ერთად?

–        ჰო.

–        მერე ძმაო ცუდი დრო გაქვთ ერთად გატარებული? რამდენი კაი რაღაც ერთად გაქვთ ნანახი, რამდენი კარგი მოგონება, საერთოდ არ ყოფილიყო რას ნიშნავს?! ატრაკებ!

–        ჰო მარა რავი, ისე ყლეურად ვარ, ამას ყველაფერი მირჩევნია.

–        ბიჭო, სხვა კუთხიდან შეხედე რა, ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში მოდის იმისთვის რო რაღაც გვასწავლოს, რაღაც შეცვალოს, რაღაცაზე დაგვაფიქროს. ცხოვრებაც რა არის? მუდმივი განვითარება ხო? წარსულზე ტირილს და ტვინის ტყვნას ჯობია დაფიქრდე იმაზე რა გასწავლა ეკუნას მოსვლამ და წასვლამ შენს ცხოვრებაში, რა დაგიტოვა, რა შეგიცვალა. ცხოვრება კიდე გრძელდება და კაცმა არ იცის კიდე რა მოხდება, მომავალ წელს ამ დროს შეიძლება ისევ ერთად იყოთ ან არ იყოთ მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო როგორც არასდროს. ეს ეხლა გინდა, უბედურად რო გრძნობ თავს, იმიტო რო არ წარმოგიდგენია სხვანაირად შენი ცხოვრება, შვიდი წელი მართლა სხვა მხარეს არ გაგიხედია, ეგ იყო შენი ცხოვრება, ეხლა ფაქტიურად ცოლი კი არა ცხოვრება დაკარგე, ხო მართალი ვარ?

–        ასპროცენტიანი.

–        ხოდა არ იცი რა ქნა, რა იქნება, როგორ იქნება, მომავლის გეშინია. ამიტომ დაანებე თავი წარსულზე ფიქრსაც და მომავალზე ფიქრსაც, გამოდი გარეთ და იცხოვრე დღევანდელი დღით. წადი ძმაო და ახალი რაღაცეები სცადე, რაც აქამდე არ გიცდია. ამხელა კაცი ხარ შეჩემა და ცურვა არ იცი, გაგანია ზაფხულია, წამოდი აუზზე ვიაროთ, ხელის მოსმას მაინც გასწავლი, მზეს დაენახე, ცივი კოქტეილი დალიე. ან უფრო მაგარს გეტყვი, ფეისბუქზე დასერჩე, ათასი ტურებია მთაში, დარეგისტრირდი და გაყევი სადმე, რამე დალაშქრე.

–        რა დავლაშქრო შეჩემა, მე რა უნდა დავლაშქრო.

–        ე ბიჭო, იოლი ტურებიც არის, მთამსვლელი კი არ უნდა იყო, ქალებიც დადიან იქ და ბავშვებიც, მთავარია უცხო ხალხში გაერიო, სიახლე გჭირდება შენ ეხლა. ახალი გამოცდილება, ახალი ხალხი. მეც წამოგყვებოდი მარა დამიჯერე ჯობია სულ მარტო წახვიდე, იქ რო არ იცნობდე არავის, დამიჯერე.

კითხვის გასაგრძელებლად გადადი შემდეგ გვერდზე

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.