მოწეულზე საკითხავი: აღარ უნდა ეტყობა და პირდაპირ ვერ მეუბნება

–        ხო შეიძლება, თორე მართლა გავრეკე უკვე. მოსაწევი-ფიქრი, მოსაწევი-ფიქრი, მეტი არაფერი და ტვინი ამიდუღდა უკვე რა.

–        ვიცი, ვიცი ძმაო და არ შეიძლება ეგრე, როდემდე უნდა იჯდე სახლში და იფიქრო წარსულზე? რაც მოხდა, მოხდა! იმ წარსულიდან დაიტოვე მხოლოდ მოგონებები რაც გახსოვს და გემახსოვრება, მაგრამ თავი დაანებე წარსულზე ემოციურ მიჯაჭვას, ემოციური მახსოვრობა დიდი დედამოტყნული რამეა რო იცოდე და არ შეიძლება მაგასთან თამაში. ბევრ რამეში შეგიშლის ხელს, აგერ ხო ხედავ უკვე გიშლის შეჩემა, ორი თვეა გასართობად აღარ გამოდიხარ, ჩემთან თუ მოხვალ და აქაც რა? ვეწევით და ვსო, ვიძინებთ.

–        ბიჭო, ვიცი, მართალი ხარ ასი პროცენტით, ეგ თეორიულად ვიცი მაგრამ ძაან ძნელია რა, დილით რო ვიღვიძებ პირველი ეგ მახსენდება, მერე რაღაცაზე გადავერთვები ხო ვთქვათ, ან კინოს ჩავრთავ ან რაღაცას ვაკეთებ და მავიწყდება ხო, მერე უცებ როგორც კი გავჩერდები ისევ მოდის დედამოტყნული აზრები, მაგარი ყლეობაა.

–        სამი რაღაც იცოდე რა; ერთი რაც გითხარი უკვე რო წარსულზე ჩაჭიდება, ისევ წარსულზე ფიქრი, წარმოდგენა, რაღაც სცენარების დადგმა შენს თავში, ან შენი თავის დადანაშაულება რო ესე უნდა გექნა, ისე უნდა გექნა, არაფერს არ მოგიტანს. წარსული აღარ შეიცვლება და აღარ შეიცვლება იმიტო რო წარსული რეალურად არ არსებობს, ერთადერთი ადგილი სადაც შენი წარსული არსებობს არის შენი გონება, ისევ შენს თავშია ეგ ყველაფერი თორე ფიზიკურად არ არსებობს, ფიზიკურ და მატერიალურ სამყაროში აღარ არსებობს ის მოცემულობა რომელსაც შენ მისტირი, აქედან გამომდინარე დაანებე თავი და დაიწყე მოცემული მომენტით ცხოვრება, წამოდი და ისწავლე ცურვა, წადი, გაერიე უცხოებში და დალაშქრე რამე, ან ვარჯიში დაიწყე ან ხატე, რავი შენი კარგიც მოვტყან რამის ნიჭი ხო გექნება, მთავარია ცადო ახალი რაღაცეები და რაც მთავარია შეეგუე ახალ მოცემულობას: ცოლი აღარ გყავს. ეგრეა?

–        …

–        ხო ეგრეა?!

–        კი.

–        ხოდა როგორც წარსულზე არ უნდა იფიქრო, ისე დაანებე თავი მომავალზე ფიქრს. ხო ვიცი არა ეხლა რა ფიქრებშიც იქნები, უეჭველი ათას სცენარს წარმოიდგენ როგორ მიდიხარ ეკუნასთან ათასნაირი სურპრიზით და თხოვ რო შეგირიგდეს და ისიც გირიგდება და არიქა ბრუნდება ბედნიერება. არ არის ეგრე?

–        კი.

–        ხოდა შეეშვი მაგას, მომავალში ცხოვრება წარსულში ცხოვრებაზე უარესი თუ არა, არც უკეთესია. რატო კარგავ უამრავ დროს იმაზე ფიქრში რაც არასდროს არ მოხდება?! ამ დროს ცხოვრება გადის, სანამ შენ შენს თავში ზიხარ, ხალხი გარეთ ერთობა, ახალ საქმეს იწყებს, ზოგი რას სწავლობს, ზოგი ფულს შოულობს, ზოგი ახალ პროექტს იწყებს, ზოგი პოპულარული ხდება, რავი რა გითხრა, შენ კიდე ზიხარ და ანძრევ.

–        …

–        ეხლა მეორე, დარწმუნებული ვარ ესეა და არ მითხრა ეხლა არაო თორე დაგბრიდავ.

–        რა?

–        რა და ხო ვიცი, ხანდახან მაგარი გაბრაზებული იჩითები და ათას ისეთ ყლეობასაც წარმოიდგენ როგორ მიდიხარ ეკუნასთან და სამაგიეროს უხდი, ამწარებ ან გულს ტკენ როგორც თვითნ გატკინა, ხო არის ეგრე?!

–        კი, ხანდახან იასნად ეგეთი ფიქრებიც მაქვს.

–        დაივიწყე! ხო გაგიგია ის ფრაზა: „ბრაზი, წყენა და ზიზღი არის საწამლავი, რომელსაც შენ სვამ და იმედი გაქვს რომ სხვა მოიწამლება.“ ისევ შენ შეგჭამს ეგ ფიქრები და ისევ შენ მოგიტყნავს ტვინს ამიტომ იფიქრე როგორ აპატიო, მარტო ეგ გაგათავისუფლებს. ერთი მაგარი ვიდეოა მაგაზე, მერე ჩაგიგდებ და უყურე. ერთი ებრაელი ქალი იყო, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების ბანაკში გაიჩითნენ ეგ და თავისი ტყუპისცალი. იტოკში რა აღარ უქნეს, ექსპერიმენტები ჩაატარეს ამ ტყუპ დებზე და მოკლედ მაგრად აწამეს. ორმოცდაათი წლის შემდეგ, ტიპშა ადგა და წარმოიდგინა ვითომ ის ტიპი ვისი ბრძანებითაც აწამებდნენ და ვინც ედგა ამ ექსპერიმენტებს სათავეში, ვითომ იქვე იყო ოთახში და დაუწყო წარმოსახვითად საუბარი და უთხრა რო მიპატიებია ყველაფერი რაც გააკეთეო. ადგა და ხმამაღლა აპატია. ხოდა, უცებ ვიგრძენიო როგორ გავთავისუფლდიო, როგორ მომეხსნა გულიდან სიმძიმე და ავმაღლდიო, გავძლიერდიო, ვიგრძენი როგორ დავდექი ნაცისტ გენერალზე მაღლაო. ცადე შენც, იმის მაგივრად სულ ნეგატივზე იფიქრო და აბა როგორ გადაუხადო სამაგიერო და გაამწარო, მაგის მაგივრად აპატიე, დაემშვიდობე და დაივიწყე. ვაბშე თუ გინდა დაწერე, მე ეგრე ვაკეთებ, წერილებს ვწერ, კი არ ვუგზავნი მაგრამ ვწერ ჩემთვის და მეხმარება ძაან, ვთავისუფლდები, ვმჩატდები, მეხსნება ეგრევე ტვირთი.

–        …

–        და მესამე, რაც უნდა მეთქვა: იცოდე რო ადამიანები იმის ნახევარსაც არ ფიქრობენ ჩვენზე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. შენი სანაცნობოს ნახევარი ალბათ წელს სულ ვერ გაიგებს ამ ამბავს და მეორე ნახევარიც დამიჯერე ერთი-ორჯერ გაიფიქრებს „ვახ, როგორ დაშორდნენ“-ო და მორჩა, ეგ არის და ეგ. შენ კი გგონია რო სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და თქვენი დაშორებით დრო გაჩერდა მარა დამიჯერე ყველას ყლეზე კიდია, ასე რომ თუ რამე სირცხვილის მაგვარი გრძნობა გაქვს და გიტყდება რო ოჯახი დაგენგრა, მინდა გითხრა რო უკვე დაავიწყდა ეგ ამბავი ყველას.

არ ვიცი რამდენად დამიჯერა და მოეწონა ჩემი ნათქვამი მარა დაბოლილზე რაც შევძელი ეგ იყო.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.