
მოწეულზე საკითხავი: შვილები კი არ გვიყვარს, ჩვენი თავი გვიყვარს.
– რაზე ვგიჟდები იცი?! – მეკითხება საბა.
– რაზე?
– იმ დღეს მირეკავს მამაჩემი, ამოდი, ვახო და ბიჭები არიან ცოლებით, ვქეიფობთ და რამეო. ძაან მთხოვა და მივხვდი მაგრად გაუსწორდებოდა თავის ძმაკაცებთან ერთად მეც რო ვყოფილიყავი სახლში სუფრაზე. მთელი ძალები მოვიკრიბე და დავიწყე გამზადება, არადა ისეთი მოწეული ვიყავი მესიკვდილებოდა განძრევა.
ავედი, ზიან ჯიგრები და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისვრიან სადღეგრძელოებად. ბევრი რო არ გავაგრძელო, ბედის ირონია იყო თუ რაც იყო, იმ მომენტში შევედი ქართველი დედის სადღეგრძელოს სვამდნენ, განსაკუთრებული აქცენტი იმენა ქართველობაზე კეთდებოდა თორე დედის ფენომენი ისედაც გასაგებია, მაგრამ ამათ თითქოს მხოლოდ დედის ფენომენი არ ყოფნით და იმენა ქართველი დედის კულტს ხოდავდნენ.
მე ვუთხარი, გავხალისდეთ მეგობრებო, გინდათ ვიკამათოთთქო? დავაი რა გინდაო. მეთქი , თქვენს მშობლებს არ ვიცი თუ უყვარხართ ან უყვარდით მაგრამ თვითონ თქვენს თაობას როგორც მშობლებს სიყვარული არ შეუძლიათქო. ავიღე ჭიქა, და მეთქი ამ ჭიქით მინდა ვისურვო რო იქნებ ჩემმა თაობამ შეძლოს და შვილის სიყვარული ისწავლოსთქო.
კამანდა გამოყლევდა როგორო.
მეთქი აი ერთი სიტყვით ან ერთი წინადადებით მითხარით ყველამ რას ინატრებდით თქვენი შვილისთვის, გასაგებია რო არაფერი გენანებათ და ყველაფერი კარგი გინდათ მაგრამ აი ერთი და უმთავრესი რო გქონდეთ ასარჩევი რას უსურვებდით თქვენს შვილსთქო? გაიჩითა ვერსიები, ზოგმა წარმატებასო, დიდხანს სიცოცხლესო, რას ქვია რას ვუსურვებდი, რა თქმა უნდა საუკეთესოსო და ასე შემდეგ, რაღაც აბსტრაქტიკაში გადაიჭრა შეზარხოშებული აუდიტორია. მოიცადეთ, მომისმინეთ რას გეკითხებითთქო და უფრო დაწვრილებით გადავეცი რა მინდოდა. ბოლო-ბოლო უფრო კონკრეტული სურვილებიც გამოვაშვებინე, ზოგმა ლამაზ ოჯახსო, ორ-სამ შვილს მაინცო, ერთმა მაგარი ფეხბურთელი რო გამოვიდესო.
ეგრევე თვალწინ დამიდგა თორმეტი წლის დათუჩა, ბავშვი რაც ვიცნობ მოტოციკლეტებზე აბოდებს და ფეხბურთზე დაყავთ ძალით.
ვეკითხები მამაჩემს, შენ გიოცნებია ფეხბურთელობაზეთქო, მამაჩემმა ხო იცი რო არაო, მართლა არ უყვარს მამაჩემს ფეხბურთი. მერე დედაჩემს ვკითხე შენ გინდა ან გინდოდა შენი შვილი ფეხბურთელი ყოფილიყოთქო? არაო. მეც ჩემი აზრი დავაფიქსირე, მამენტ არც მე არ მინდა დიდად ფეხბურთელი შვილი.
ეხლა ამას ვეკითხები, ხედავ როგორ განვსხვავდებით ადამიანები, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ფეხბურთი, საკუთარი შვილისთვის პირველი და უპირველესი ეგ გაგახსენდათქო, აგერ ოთახში კიდე ნახევარ ხალხს ფეხბურთი არ გვაინტერესებს, მაშინ რა გარანტიაა რო დათუჩას უყვარდეს ფეხბურთი, იქნებ ეგეც ჩემსავითაათქო.
აქედან ვუხსნი რო თქვენ თქვენი შვილები კი არა თქვენი თავი გიყვართ და მაგას ეძახით შვილის სიყვარულს, შვილს რა უნდა ის არც იცი, შენი თავიდან გამოდიხარ და ეგ გინდა შვილისთვისაც, არადა სხვა ადამიანია ხო? რა იცი, იქნებ არ ევასება ბურთის კენწვლა ბლიად, კაცია და გუნება ხო?
მერე ქალებს მივუბრუნდი, მეთქი დედებო, აი მითხარით, ბავშვს რო საჭმელს უმზადებ, ლოგინში თუ ტახტზე თუ სადაც მიართმევ, მერე დესერტი, მერე ისა, ესა, სიყვარულია აბა რა არის ხო?! უვლი, ზრუნავ, სხვა რა არის სიყვარული აბა? მაგრამ გამახსენდა ჩემი რუსულის მასწავლებლის მოყოლილი ისტორია თავის შვილზე:
თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში შესული. მისი შვილი გივიკო თუ მერაბიკო არ მახსოვს, ზუსტად ესე მზრუნველობაში, მოვლასა და ალერსში, ხელის გულზე გაიზარდა ქართველი ბებია-ბაბუების და ბიძა-მამიდების ხელში.
ეს ქალი რუსი იყო მაინც და ეგრევე დამოზგა ეს ბავშვი უსუსური არ გამეზარდოსო და დანიაში გადაწყვიტა სასწავლებლად გაშვება, რაზეც ტრადიციულმა, ქართულმა ოჯახმა რამის ჯვარზე აცვა და „აი რუსის ჯიში მაინც, შვილს აგდებს“ და ეგეთი ტექსტების მოსმენის და ატანის ხარჯზე ამ მაგარმა ქალმა და მაგარმა დედამ მაინც იბრძოლა და ეს ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გივიკო გაუშვა დანიაში.
გივიკო, თვრამეტი წლის კაცი, ჩავიდა და პირველივე საღამოს რეკავს დანიიდან: „დედა, ჩაიში შაქარი რამდენი მიყვარს“-ო?
ეს არის შვილის სიყვარული?! რო ჩაგრავ და უსუსურ არსებად აყალიბებ?!
ერთი ნაცნობი ბიჭი მეუბნება ერთხელ, მამაჩემსო, ცხონებულსო, ფული ხო ყოველთვის ჰქონდაო და ისე ვუყვარდიო და ისე ეშინოდა და ზრუნავდაო, რაც თავი მახსოვს მძღოლი მყავდა ბავშვობიდანო და მაგიტო არ ვიცი მანქანის ტარებაო. მეთქი, შეჩემისა, ოცდაათი წლის კაცი ხარ და ტარება არ იცი, ეგ არის გაზრდა და ეგ არის სიყვარული?!