
მოზრდილთა კანაფის ლეგალიზაციის კანონი ევროპაში: საბოლოო შეხვედრები იწყება

ა.შ.შ-ში რეკრეაციული მოხმარების კანაბისის ლეგალიზაცია იზრდება.
14 ივლისს, სენატის მაჟორიტარულმა ლიდერმა ჩაკ შუმარმა გამოაქვეყნა კანონპროექტის სამუშაო ვერსია რომლის დაკანონების შედეგად, მარიხუანა აშშ-ში ფედერალურად ლეგალური გახდება. ამ წლის დასაწყისში ნიუ იორკი შეუერთდა შტატბის იმ მზარდ რაოდენობას, სადაც რეკრეაციულად მოსახმარი კანაბისი სრულიად ლეგალურია.
გასულ ივნისს, მექსიკის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა რეკრეაციული მიზნებით კანაბისის მოხმარება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიოში კანაბისის ინდუსტრიის ლეგალურ ბაზრად გადაქცევაში.
რა სიტუაციაა ევროპაში? დღსდღეობით იგი ისევ უკანაა, რადგან ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში კანაბისის წარმოება, კომერციალიზცია და რეკრეაციული მოხმარება არ არის ლეგალური. თუმცა, ლეგალიზაციის დადებითი ტალღა, ძველი კონტინენტებისკენაც მოდის.
რადგან, რამდენიმე მთავრობა საინიციატივო ნაბიჯებს დგამს ზრდასრულებში რეკრეაციულად მოხმარების მიზნთ კანაბისის ლეგალიზაციისკენ. (დაასაწყისისთვის საცდელი პერიოდით). ივნისში პორტუგალიის ორმა პოლიტიკურმა პარტიამ- მარცხენა ბლოკმა და ლიბერალურმა ინიციატივამ- წარადგინეს შეთავაზება რეკრეაციული კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ. პარლამენტში ხმის მიცემამდე ორივე კანონპროექტი გადაგზავნილია ჯანმრთელობის კომიტეტში, 60 დღიანი განხილვისთვის. ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ღია მოსმნების ჩატარება და ჩასწრებების გაკეთება.
ლუქსემბურგი ,შვეიცარია და ნიდერლანდებიც ჩაერთვნენ ლეგალიზაციის პროცესში.
შვეიცარიის და ნიდერლანდების ახალი კანონის მიხედვით ნებადართულია საცდელ პერიოდში კანაბისის ლეგალურად მოყვანა, იმორტირება და დარეგისტრირებული მომხარებლებისთვის დისტრიბუცია. ეს საცდელი პროექტები დაწყებულია და პროდუქტი თაროზე ერთ-ორ წელიწადში გამოჩნდება.
თუ ლეგალიზაციის პროცესი მოლოდინის შესაბამისად გაგრძელდება, მაშინ პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია და მალტა დაადგებიან იმ გზას რომელიც რამდენიმე წელიწადში კანაბისის ზრდასრულებისთვის რეკრეაციულად მოხმარების სრულად ლეგალიზაციით დამთავრდება.
რა შედეგები მოჰყვება ლეგალიზაციას?
კანაფის ლეგალიზაციის პოტენციური ეფექტები ევროპაში, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა ევრი რამის გარდამქმნელიც იყოს
კომერციული ბუმი
პირველ რიგში, მოდით განვიხილოთ კანაფის ლეგალიზაციის პოტენციური კომერციული გავლენა ევროპაში. მარტივად რომ ვთქვათ, ზრდასრული მოხმარების კანაფის პოტენციური ბაზარი უზარმაზარია. ათი ევროპელიდან ერთი ყოველწლიურად მოიხმარს კანაფს, ხოლო ადამიანების მეოთხედი აღიარებს, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოუყენებია კანაფი. კანაფის შავი ბაზრის წლიური გაყიდვები კი, დაახლოებით 11 მილიარდ ევროს შეადგენს.
სავარაუდოდ, მრავალი ევროპული ქვეყანა კანაფის შიდა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ეს არის კურსი, რომელსაც შვეიცარია და ნიდერლანდები ადგენენ, რათა მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპის მკაცრი მეთვალყურეობა უზრუნველყონ და გაზარდონ საგადასახადო შემოსავლების ოდენობა.
მიუხედავად იმისა რომ, დანაწევრებული კანონმდებლობა გარკვეულწილად შეაფერხებს ბაზრის სრული პოტენციალის მიღწევადობას, თუმცა ზრდასრულთა მოხმარების ეტაობრივი ლეგალიზაცია ინდუსტრიის მკვეთრი შემობრუნება იქნება და შედეგად წარმოიქმნება შესაძლებლობები.
როგორც The European Cannabis Report-შია ნავარაუდევი, ზრდასრუთაი მოხმარების კანაფის გაყიდვები 2023 წლისთვის 200 მილიონ ევროს, 2025 წელს კი 800 მილიონ ევროს მიაღწევს.
ეს ციფრები რომ შევაჯამოთ: როდესაც კანაფი კანადაში დაკანონდა, შავი ბაზრის მოცულობა 800 მილიონი ევრო იყო. სულ რაღაც ორ წელიწადში, ლეგალურმა კანაფის ინდუსტრიამ შავი ბაზრის წილის ნახევარი წაიღო.
პროდუქტის დიფერენციაცია იქნება ბუნებრივი შედეგი, როგორც აშშ -სა და კანადაში. კანაფის მოხმარების მრავალი გზა არსებობს რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელთაგან ბევრი ამჟამად აკრძალულია.
ამ დივერსიფიკაციამ კი, შესაძლოა კანაფის მოხმარების სპექტრი გააფართოვოს – დღეას ხომ ბიზნესის უკანონობით უამრავი უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ადამიანია.სწორედ მათი მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა იქნება სხვადასხვა სექტორის გამოწვევა. ეს ძირითადად – სამომხმარებლო პროდუქტს, საკვებისა და ჯანდაცვის ინდუსტრიებს შეეხება. ძალიან მალე, ხელმისაწვდომი გახდება მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობები არსებითად ნულიდან მოქმედი ღირებულების ჯაჭვის შესაქმნელად.
სამედიცინო მოხმარების მრავალი გზა
კანაფის ლეგალიზაცია მთელს ევროპაში არა მხოლოდ შექმნის ახალ ბაზარს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინდუსტრიის სამედიცინო მხარეზე. ამ ორ სეგმენტს შორის ურთიერთობა მართლაც ყოველთვის საკამათო იყო.
აშშ-ში სამედიცინო კანაფი ზოგჯერ გამოიყენება, როგორც საფუძველი უფრო ფართო არგუმენტებისათვის ზრდასრული მოხმარების კანაფის ლეგალიზაციის შესახებ.
თუმცა, სიტუაცია ევროპაში ძალზე განსხვავებულია, სადაც სამედიცინო და ზრდასრული მოხმარების კანაფი დღემდე ცალკ-ცალკე საკითხებად განიხილება. კანაფის გამოყენება ნებადართულია ბევრ ქვეყანაში სამედიცინო მიზნებისთვის, ხოლო რეკრეაციული გამოყენება კვლავ სტიგმას ატარებს და მისი შოვნა მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი.
თუმცა, მოსალოდნელა, რომ ზრდასრულთა მოხმარების კანაფის ლეგალიზაცია გავლენას მოახდენს ევროპის სამედიცინო კანაფის ბაზარზე. ამის ერთ-ერთი სავარაუდო ეფექტი – კანაფის ბაზრების მზარდი მედიცინაა. პაციენტები და ექიმები სულ უფრო და უფრო შორდებიან მცენარეს და მისგან დამზადებულ ექსტრაქტებს, საკვებს და დახვეწილი ფარმაცევტული პროდუქტებს მოიხმარენ.
ეს არის კანაფის ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებისთვის ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი, სამკურნალო კანაფს დასჭირდება მისი შეთავაზების დიფერენცირება. მსგავსი ტენდენცია უკვე ჩანს უფრო განვითარებულ ბაზრებზე – როგორიცაა კანადა, სადაც ზრდასრულთა კანაფის მაღაზიების გახსნამ რეგისტრირებული პაციენტების საერთო რაოდენობა დაღმავალ ტენდენციად აქცია.
სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები
და ბოლოს, კანაფის რეკრეაციული ლეგალიზაცია თითქმის გარკვეულწილად მოიტანს კანაფის შემდგომ ნორმალიზებას და მთელს მის სოციალურ მიღებას. ის დაიპყრობს ბაზარს დაუახლოეს რამდენიმე წელიწადში ექსპონენციურად გაიზრდება. ნელნელა დაიმსხვრევა სტიგმაც, რადგან მისი არსებობა ძირითადად აკრძალვებიდან გამომდინარეობს.
სავსებით შესაძლებელია, რომ ქვეყნებმა ასევე დაიწყონ ლეგალიზაციის პოლიტიკური და საკანონმდებლო სარგებლის დანახვა.
ქვეყნები, რომლებიც ლეგალიზაციის გზას დაადგებიან, ძალიან მალე იგრძობენ უზარმაზარ სარგებელს პირდაპირი შემოსავლებიდან, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება სასამართლო სისტემაზე ზეწოლა.
კოლორადომ – შტატმა ნორვეგიის ზომის ეკონომიკით, 2020 წელს 1,6 მილიარდი დოლარის ლეგალური კანაფი გაყიდა. კანაფის ინდუსტრია, ასევე უამრავი სამუშო ადგილის შექმნის საშუალებას იძლევა.
რასაკვირველია, ლეგალიზაცია ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება და ვერც ასევე ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლება ბაზარი. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ქვეყნები თანდათან მიიღებენ ჰიბრიდულ გადაწყვეტილებას ან ეტაპობრივად განახორციელებენ ახალ კანონმდებლობას.
