მშweedობიანი ხალხის სამალავი

თუ ამას კითხულობ, სავარაუდოდ მწეველი ხარ, ჩემსავით. თუ არ ხარ, კითხვა აღარ გააგრძელო, ტყუილად დაკარგავ დროს 🙂

გავაგრძელოთ ის სცენარი, სადაც შენც ჩემსავით მწეველი ხარ. ალბათ ჩემსავით გაქვს მოსაწევისთვის საჭირო აქსესუარები: შუშის, რკინის, რეზინის, etc. ფაიფები, გრაინდერები და მაკრატელები, ქაღალდები და ტრაკები, ჯოინთის ჩასადებები და ჯოინთში მოსაწევის ჩასატენები.

ალბათ ჩემსავით, ეს ყველაფერი ხან “პეჩენიის” რკინის ყუთში გაქვს თავმოყრილი, ხან სიგარის ყუთში, ხან ნებისმიერ მუყაოს ყუთში.

აქამდე თუ არა, ეხლა მაინც ჩემსავით დაფიქრდები, რომ გაგისწორდებოდა რამე უფრო კონკრეტულად მოსაწევზე მორგებული ყუთი. თუ ეხლაც არ დაფიქრებულხარ, აღარ გააგრძელო კითხვა.

სცენარს ვაგრძელებთ აქამდე დაფიქრების ან ამიერიდან დაფიქრების შემთხვევაში.

ალბათ ჩემსავით ეძებდი ინტერნეტში რამე ხოშიან შესანახს და ჩემსავით იპოვე ხის ყუთი, სპეციალურად მოსაწევის აქსესუარებისთვის შექმნილი.

ალბათ ჩემსავით გამოიწერე, ჩაალაგე შიგნით ყველაფერი, დახურე და სახლის ახალ, საყვარელ აქსესუარად აქციე. 

მაგრამ… მაგრამ… როგორც მწეველი, რომელსაც უნიკალური რაღაცები უყვარს, ალბათ ჩემსავით დაფიქრდი და მიხვდი, რომ ასეთი ყუთი ასიათასობით მწეველს აქვს, შენ კი შენთვის უნიკალური გინდა.

აქ იმედია ჩემსავით აღარ მოიქცევი და შენც იგივეს არ იზამ :))) მე დავიწყე ხატვა ილუსტრატორში, კოლაჟების კეთება ფოტოშოპში, საკაიფო, მოსაწევის თემატური პოსტერების შექმნა. სხვებს ისედაც რა უჭირთ და ბარემ ქართული პროდუქცია გავაძროთთქო, ვიფიქრე. ჩემ მეგობართან ერთად ხის ყუთების გაკეთება დავიწყე, ამ ყუთებზე კი ილუსტრაციები გავუშვი. ყველა ილუსტრაცია უნიკალურია – არ არსებობს ორი ერთნაირი ყუთი. 

მე ვარ მწეველი, საკმაოდ მევასება ჩემი თავი და შესაბამისად მევასება ყველა მწეველი ადამიანი. ვფიქრობ რომ უნიკალურ რაღაცებს ვიმსახურებთ ცხოვრებაში, რადგან მშweedობიანები ვართ.

ხოდა თუ აქამდე ჩემსავით იყავი, ალბათ ეხლაც იგივე მაინდსეტზე ხარ და გთავაზობ სამალავს – მშweedობიანი ხალხისთვის. 

სად და როგორ შეიძინო სამალავი?

სამალავების დათვალიერება შეგიძლია აქ www.samalove.ge

Instagram: sa.ma.lo.ve

Facebook: სამა • Love

ღირს 50 ლარი და +5 ლარად მოგვაქვს სახლში, სამსახურში, ლანჩზე კაფეში და ასე შემდეგ. 

თუ დაგევასება და შეიძენ, ყუთში იპოვნი ბარათს QR კოდით, რომელსაც შემოყავხარ სამალაველების სამალავში. მაგას კი სერიოზული დანიშნულება აქვს – დავანგრიოთ მწეველებზე შექმნილი, საკმაოდ უსამართლო სტერეოტიპები. პირველი დასანგრევი სტერეოტიპი – ქეში მოუწესრიგებელია. არავართ მოუწესრიგებლები, ყველაფერი ერთ ყუთში გვაქვს მშweedად და წყნარად 🙂 

თან გვაინტერესებს, რამდენი ვართ, რა ხალხი ვართ, რა მოგვწონს და არ მოგვწონს ყუთში, რისი გაუმჯობესება და რისი ჩამატება შეგვიძლია 🙂 

მოკლედ, თუ აქამდეც ჩემსავით ხარ, მოდი, გამესაუბრე 🙂 

მე – ამ სტატიაში ვართ ცოლ-ქმარი, უბრალოდ დავაjointეთ ჩვენი ამბები და მხოლობითში გესაუბრებით 🙂 

შენთან თუ დავjointდით, ბევრი საინტერესო რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. 

აბა მშweedობით და მალე შეხვედრამდე, ჩემო მშweedობიანო მეგობარო 🙂

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.