
მთვარის გავლენა და კანაფი
დედამიწაზე ცხოვრება ბევრად განსხვავებულ იქნებოდა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გარეშე. ყველა აღიარებს და ეთანხმება აზრს, რომ მთვარის ზრდადობას და კლებადობას, ასევე ფაზებს განსხვავებული ეფექტი აქვს ოკეანეებსა და ზღვებზე. მიუხედავად ჯერ-ჯერობით ფართო ვერაღიარებისა, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ მთვარე ასევე გავლენას ახდენს წყლის ნაკადის მოძრაობაზე მცენარეებში, მაგალითად: მცენარის წვენი უფრო ენერგიულად მოძრაობს მთვარის აღმავალი ფაზის პერიოდში სავსე მთვარეობამდე, რომლის შემდეგაც, დაღმავალი მთვარის პერიოდში, ეს პროცესი თანდათანობით ნელდება.
პერუჯიის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, რომელიც იკვლევს მცენარეებისა და ცხოველების ცნობიერებას, რიტმებს და მათ ინტეგრაციას ეკოლოგიურ პატერნებში, იზაბელა გერინი აკვირდებოდა მცენარეებში წვენის ნაკადის გადაადგილებას. დაკვირვებების შედეგად, აღმოჩნდა, რომ წვენი უფრო ძლიერად მიედინებოდა მცენარეში მთვარის შევსების პერიოდში, ხოლო მთვარის კლების პარალელურად ნელდებოდა წვენების მოძრაობაც.
როგორც იზაბელა განმარტავს, ამ დაკვირვებამ შესაძლოა მნიშვნელოვანად განსაზღვროს მცენარეთა ზრდასა და სხვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რადგან თუ კი მცენარე სავსე მთვარესთან მიახლოებულ პერიოდში მოიჭრება, გაისხვლება ან ავიღებთ მოსავალს, თუნდაც სრულიად ჯანსაღი და სასიცოცხლო ენერგიით სავსე მცენარეებისგან, ეს უკანასკნელნი შესაძლოა დაზიანდნენ, რადგან, პირველ რიგში, წვენის გაჟონვა მცენარეს უქმნის საშიშროებას დაავადებისა და მავნებლების შეჭრისკენ.
უფრო მეტიც, მოჭრილი მცენარის წვენი, რომელიც უკვე გადმოღვრილია პირველადი გამტარი ქსოვილიდან, ავსებს პატარა არხებს, რომლებმაც გვერდითა ტოტებზე განვითარებული ახალი კვირტები უნდა მოამარაგონ, მაგრამ უკვე დახშული პატარა არხები იწვევს კვირტების დაღუპვას (ეს ფენომენი ასევე ცნობილია, როგორც “მთვარის დამწვრობა”, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად შეიმჩნეოდა სავსე მთვარიეობის პერიოდში). თუმცა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და ნაკლებად წვნიანი მცენარეებისთვის, მაგალითად, როგორებიცაა: სამულჩე და საგაზონე ბალახები ან ვაზი, პირიქით, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს გასხვლა, როდესაც წვენის ნაკადი ძლიერია: ეს ხელს შეუწყობს გვერდითი ამონაყარების განვითარებას და ხელს შეუწყობს მცენარის დაბუჩქვას.
ცხადია, მათთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს მცენარეებთან, შესამჩნევია ის სხვაობები, რაც გამოწვეულია ტენიანობისგან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. არაერთი კვლევის ავტორი განიხილავს მთელ რიგ იმ ტრადიციულ პრაქტიკებს, რომლებიც დაკავშირებულია მთვარის ფაზასთან, დაწყებული, სამშენებლო საქმიანობით და მოსავლის აღებით, კულტურების დარგვით, მედიკამენტებისთვის საჭირო ნედლეულის შეგროვებით და სხვ.
ზოგიერთი თანამედროვე კვლევის მიმოხილვისას, მკვლევრები აღწერენ მცენარეთა ქიმიური შემადგენლობისა და სითხის ბალანსის განსხვავებებს სეზონურ და ცირკადულ (დღის განმავლობაში) რიტმებზე დაყრდნობით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის რიტმების შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები არც ისე ბევრია.
იზაბელა კი აღნიშნავს, რომ თავის პირად ექსპერიმენტებში ის ეთანხმებოდა შეხედულებას, რომ გემოს, არომატისა და ფიტოქიმიური ვარიაციების ცვალებადობა თანხვედრაშია და შეგვიძლია განვიხილოთ სეზონური ციკლების ნაწილად, მაგრამ ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ტენიანობა (მაგალითად, ნალექების ცვალებადობა) მჭიდროდ არის დაკავშირებული მთვარის ციკლთან. დამატებით, მცენარეულ საკვლევ ნიმუშებში წყლის მოცულობების პროცენტულობებს შორის სხვაობა, სავსე მთვარის წინა დღეებსა და ახალ მთვარის წინა კვირის დღეებს შორის, ერთმანეთისგან შეიძლება მერყეობდეს 10% -მდე.
ამის პარალელურად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტყეში ნაძვისა და წაბლის ხეებს, რომლებიც მთვარის ციკლის ბოლო კვირას იქნა მოპოვებული, ჰქონდათ წყლის ყველაზე დაბალი პროცენტული შემცველობა, შესაბამისად, მათ გამოშრობასაც ნაკლები დრო სჭირდებოდა. ამბობენ, რომ ხის მასალა, რომლითაც ვენეცია აშენდა, სწორედ, მთვარის ციკლის ბოლო დღეებში მოიჭრა: ნაკლები წყალი და მკვრივი ბოჭკოები კი ბუნებრივად ნიშნავს მეტ გამძლეობას მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, შესაბამისად მასალაც არ ფუჭდება.

დამაინტრიგებელი ჰიპოთეზა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მთვარის შუქმა შეიძლება ხელი შეუწყოს ელექტრომაგნიტურ ეფექტებს, რომლებიც ცვლის წყლის ზედაპირულ დაძაბულობას, ეს კი გამოავლენდა ზოგიერთ მიკროსკოპულ ეფექტს, რაც დასტურდება ექსპერიმენტულად. ჯერ კიდევ 1970-იანი წლების კვლევებით დასტურდება, რომ მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს ყველა მცენარე განსხვავებულად იზრდება, რასაც ასევე მოწმობს სულ ახლახანს მიკროსკოპულ დონეზე ჩატარებული დაკვირვებები ფესვების ზრდის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ მთვარის შუქი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჰგავს მზის შუქს, ოდნავ გადადის ინფრაწითელისკენ და ასევე აქვს გარკვეული ნაპრალები/ხარვეზები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნატრიუმის არსებობასთან მთვარის “ატმოსფეროში”. ეს კი ქმნის მთვარის შუქს, რომელიც მზის სინათლესთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურია – რაც გარკვეულწილად წარმოადგენს თვისობრივ განსხვავებას. დოქტორი გერინი (Guerrini) კი ვარაუდობს, რომ მთვარის შუქის რიტმული და დამატებითი დასხივება წარმოადგენს მნიშვნელოვნად დამხმარე ფაქტორს ჯანსაღი მცენარეების ზრდისა და მეტაბოლიზმისთვის: ჩვენ დავინახეთ სხვაობები არა მხოლოდ მცენარეების ზრდასა და ფოთლების მოძრაობაში, ასევე სახამბლის დაგროვებასა (ყველაზე მაღალი რაოდენობა იყო მილევადი ფაზის პერიოდში) და გამოყენებაში (ყველაზე მეტად სავსე მთვარეობის წინა დღეებში). ეს ეფექტები, იმუნური სისტემის დეფიციტის წინასწარი დოკუმენტაცია და მთვარის შუქს მოკლებული მცენარეების ჭრილობების ცუდი შეხორცებები, გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მთვარის შუქი არის მნიშვნელოვანი ნაწილი მცენარეების საერთო ”გამოკვებაში”. საინტერესოა, რომ ეს “გამოკვება” უფრო ბიოელექტრული აქტივობის მოდულაციაა, ვიდრე ფოტოსინთეზის ენერგიის წყარო.
როგორც ჩანს, მცენარეების უმეტესობას ესაჭირდება მთვარის შუქის რიტმული ზემოქმედება სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ან სავსემთვარეობის პერიოდში მაინც სრულად ოპტიმალური იმუნიტეტისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, რეგენერაციისა და ზრდისთვის. მოსავალს აღებისას სასურველია გავითვალისწინოთ მთვარის ციკლი არა მხოლოდ წყლის დაბალი შემცველობის გამო, არამედ იმიტომ, რომ, მაგალითად, ბევრ მცენარეს (განსაკუთრებით ძლიერად ზრდადი) ახასიათებს უკეთესი აღდგენადობა მთვარის ციკლის ბოლო კვირის განმავლობაში.
როგორც ვხედავთ, მთვარის სინათლემ შეიძლება იმოქმედოს ცოცხალ უჯრედებზე არა მხოლოდ წყლის ქცევისა და ინტერაქციის საფუძველზე, ასევე იმოქმედოს მათზე ბიოელექტრული მექანიზმების მეშვეობით. როგორც ძველი მითებიდან ვგებულობთ, მთვარე არის ძლევამოსილი ძალა, რომელიც არეგულირებს უხილავ, ინის მსგავს პროცესებს დამალულს საგნების ზედაპირქვეშ და ღრმად არის დაკავშირებული
წყალთან და ტენიანობასთან.

მცენარის ფოთლების მოძრაობა ნაწილობრივ შეიძლება კონტროლდებოდეს მთვარის გრავიტაციული მიზიდულობით, ისევე როგორც ოკეანეების მიმოქცევა.
ზოგიერთი მცენარის ფოთლები იზრდება და იშლება დღეღამური ციკლის განმავლობაში და რეგირებენ განათებაზე მათი საცხოვრებელი გარემოდან გამომდინარე, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიბნელეში გაზრდილ მცენარეებს აქვთ ერთმანეთის მსგავსი ცირკადული რიტმები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მცენარეებსაც შეიძლება ჰქონდეთ შიდა ცირკადული საათი, თანაც გენეტიკური ფაქტორით რეგილურებადი და ის ისევე მოქმედებდეს, როგორც ცხოველებსა და ადამიანებში.
შემდგომი კვლევისთვის, პიტერ ბარლოუმ, დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტა, რომ თვალი გადაევლო იმ ინფორმაციისთვის, რომელზეც აღბეჭდილი იყო ლობიოსა და სხვა მცენარეების ფოთლების მოძრაობაზე დაფიქსირებული მონაცემები 1920-იანი წლებიდან მოყოლებული. მან ერთმანეთს შეედარა ექსპერიმენტის ლოკაციები და კომპიუტერული ვარაუდები მთვარის გრავიტაციული გავლენის შესახებ.
იმისდა მიუხედავად, რომ არ მოიძბნებოდა ერთმანეთის იდენტური ორი მონაცემი, ბარლოუ ამბობდა, რომ არსებობდა კანონზომიერება მთვარის ფაზის ცვლილებასა და ფოთლების შემობრუნებას შორის: ”ჩვენ გვაქვს გრავიტაციის ცვლილების ნულოვანი მაჩვენებელი, რაც, როგორც ჩანს, მცენარის უჯრედებში სითხის მოძრაობის გამომწვევი ფაქტორია, თუ კი საკმარისად დავაკვირდებით ამ კორელაციურ კავშირს, თითოეული მათგანი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ გვჯეროდეს ამ მიზეზშედეგობრიობის.”
მართალია, ბარლოუსთვის ზუსტად არ იყო ნათელი, თუ როგორ შეეძლო მთვარეს გავლენა მოეხდინა აღნიშნულ ცვლილებაზე, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო წყლის გადაადგილებასთან მცენარის შიგნით, რადგანაც ოკეანის ტალღები წარმოიქმნება მზისა და მთვარის მიზიდულობისა და დედამიწის ბრუნვის კომბინაციით, რაც ქმნის პლანეტის მოპირდაპირე მხარეს წყლის ამობურცულობებს. მცენარეების შემთხვევაში კი ბარლოუს მოსაზრებით, მცენარეებში წყლის მოძრაობაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს პულვინუსი (სახსარი, სადაც ფოთოლი ღეროს უერთდება) და მცენარის სხვა მუხლები თუ მუხლთაშორისი სივრცეები.
ზოგიერთი სამებაღეო ფოლკლორი გვთავაზობს მთვარის ფაზების მიხედვით მცენარეების დარგვას უკეთესი მოსავალიანობისათვის, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება და კვლევა არ არსებობს. ”რაც ნამდვილად არ არის მიღებული მეინსტრიმ მეცნიერებაში”, – ამბობდა ბარლოუ, თუმცა ასევე იმასაც იმედოვნებდა, რომ თავისი ნაშრომი სულ მცირედ მაინც წაახალისებდა დაინტერესებულ ხალხს ამ იდეის გადაფასებისკენ.
2015 წლის დასაწყისში, შვედეთის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარმა კატარინა რიდინმა (Catarina Rydin) აღმოაჩინა ის იშვიათი მცენარე – ცხენისკუდა (Ephedra foeminea), რომლის დამტვერვაც სავსე მთვარეზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი მკვლევარი აღნიშნავდა, რომ მეცნიერება საკუთარი სკეპტიციზმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დასცინოდა მოსაზრებას მზისა და მთვარის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ბიოლოგიურ სისტემებზე „ამიტომაც კარგად გამართული და დადასტურებული, მსგავსი საინტერესო ნაშრომები ძალიან მნიშვნელოვანია“.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიციზმი ჯერაც არსებობს. შვეიცარიის ლოზანის უნივერსიტეტის მკვლევარი რისტიან ფანჰაუზერი (Christian Fankhauser) კი ამბობდა: „ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ მთვარისა და მზის გრავიტაციულმა ეფექტმა შესაძლოა, რომ გავლენა მოახდინოს ამ წყლის მიმოქცევასა და მოძრაობაზე“, მაგრამ ასევე იმასაც აღნიშნავდა, რომ სხვა ძალას, მაგალითად, როგორიცაა ტემპერატურა, შეუძლია დაძლიოს ეს ეფექტი და, დამატებით, ასევე არსებობს გენეტიკური მტკიცებულება ცირკადული საათისა და რიტმების შესახებ.
სტატია მომზადებულია newscientist მასალებზე დაყრდნობით