Mulching – მულჩირება, ის რაც ბუნებამ თავად გვასწავლა

დღესდღეობით, როდესაც მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების დაზოგვა, შხამქიმიკატების გამოყენება და შრომითი დანახარჯების შემცირება, სულ უფრო მეტი ფემერი მიმართავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ერთერთი ასეთი მეთოდია მულჩირება, რომელიც აქტიურად გამოიყენება მოწინავე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში, განსაკუთრებით ბოსტნეულისა და კენკრის წარმოებაში.

მულჩი ეს არის მასალა, რომლითაც იფარება ნიადაგის ზედაპირი. მისი ორი ძირთადი სახეობა არსებობს არაორგანული და ორგანული. მულჩირება საშუალებას იძლევა: შევამციროთ წყლის აორთქლება და მინიმალურამდე დავიყვანოთ ის, ეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, რომლებიც კულტურული მცენარეების აქტიური ვეგეტაციის პერიოდში განიცდიან წყლის დეფიციტს (მაღალი ტემპერატურებისა და საირიგაციო წყლის სიმცირის გამო), მულჩირება აჩერებს ნიდაგის ერეზიის პროცესებს არეგულირებს ნიადაგის ტემპერატურას (დილით იგი თბება უფრო ადრე, ხოლო საღამოს ცივდება უფრო გვიან, დღე-ღამის მანძილზე ნიადაგის გათბობისა და გაცივების პროცესი ხდება უფრო თანაბარი), აჩერებს სარეველების განვითრებას.

მულჩირება / მაგალითი #1

ორაგნული მულჩი ამდიდრებს ნიადაგს საკვები ელემენტებით და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ჭიაყელების ცხოველქმედებისათვის, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს ჰუმუსით. მულჩირება აფერხებს ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას და მის დატკეპვნას. მულჩირებულ ნაკვეთზე, კულტურული მცენარეები ივითარებენ უფრო მძლავრ ფესვთა სისტემას, ვიდრე მულჩირების გარეშე.

მრავალი ფერმერი იყენებს სპეციალური შავი ფერის პოლიეთილენის ფირს, რომლის სისქე მერყეობს 20 მიკრონიდან 50 მიკრონამდე. ერთწლოვანი კულტურის წარმოებაში მიმართავენ თხელი 20-30 მიკრონიანი პლასტიკური ფირის გამოყენებას, რომლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6-8 თვიდან ერთ წლამდე.

მულჩის დაგებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფირის კიდეების მიწით თანაბრად დაფარვას, თუ რაიმე მიზეზის გამო (ტენიანი ნიადაგი, დამრეცი ნაკვეთი, ნიადაგის მძიმე სტრუქტურული შემადგენლობა, ქარიანი ამინდი და ა.შ.) ფირის კიდეები რამდენიმე ადგილას არ დაიფარა ქარიან ამინდში შექმნება საშიშროება რომ ქარმა ააძროს ფირი, ან დააზიანოს მასზე გადარგული მცენარეები.

მულჩირება / მაგალითი #2

მულჩირების ფირს ჩითილების გადარგვის წინ ამოჭრიან დანით ან მაკრატლით, ამოჭრილი ნახვრეტი უნდა იყოს ზომიერი, მცირედით უნდა აღემატებოდეს გადასარგავი ჩითილის სუბსტრტის დაიმეტრს, წინაამღდეგ შემთხვევაში შიქმნება იმის საფრთხე, რომ დიდი ნახვრეტიდან კულტურული მცენარის განვითარებამდე ამოაღწიონ სარეველებმა და მათი მოშორება დამტებით შრომით დანახარჯებს გამოიწვევს.

მცირე და საკარმიდამო ნაკვეთებში უფრო მნიშვნელოვანია და უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ორგანული მასალებისაგან დაზადებული მულჩირების მასალის გამოყენებას. ამისათვის შეიძლება გამოვიყეონოთ თივა, კარგად გადამწვარი ნაკელი, ბალახის განათიბი, მოთიბული სარეველები (ისინი უნდა მოითიბოს თესლების წარმოქმნამდე), ნახერხი ან ხის ბურბუშელა, კარდონი და მუყაო და ა.შ.

გარდა ამისა, ორგანული მასის გახრწნის შემდეგ გამოიყოფა დიდი რაოდენობით CO2, რაც თითქმის სასუქის მიცემის ტოლფასია მცენარისათვის დღის განმავლობაში.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.