
სუპერ ნიადაგი – მარტივი რეცეპტი თქვენი კანაფისთვის
კარგი ნიადაგი მცენარისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც საქმე მცენარისთვის განკუთვნილ ნიადაგს ეხება, ბიომრავალფეროვნება გადამწყვეტი საკითხი გახლავთ. ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმები მრავალფეროვნებისგან ყვავიან. კანაფის გასაზრდელად განკუთვნილი ნიადაგის მომზადებისას, არის რამოდენიმე კომპონენტი რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
როგორ გავაუმჯობესოთ ორგანული ნიადაგი?
ორგანული ნიადაგის გაუმჯობესება/გამდიდრება მხოლოდ რამოდენიმე ინგრედიენტითაც შეიძლება, როგორებიცაა:
- კომპოსტი;
- ორგანული ფუნდამენტი როგორიცაა ქოქოსის ე.წ “თმა” ან ხავსი;
- გამნიავებელი აგენტი, როგორიცაა პერლიტი ან ვერმაკულიტი;
ნიადაგის გაუმჯობესებისთვის ბევრი მსგავსი უბრალო კომბინაცია არსებობს და საუკეთესო არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოითხოვს თქვენი მცენარე.
მაგალითად, ბევრი ამჯობინებს მხოლოდ ვერმიკომპოსტის გამოყენებას (ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ორგანული მასის ნარჩენი). ზოგიც კი იყენებს მიქსს რომელიც შედგება ქოქოსის “თმისგან”, ტორფისგან, პერლიტისგან, წინად ნახსენები ვერმიკომპოსტისაგან, ღამურის გუანოსგან (იგივე ნაკელი) და სხვა რამეებისგან. შემდეგ კი უმატებს კიდევ რამოდენიმე სასარგებლო ორგანულ მატერიალს რათა წაახალისოს ბიომრაბალფეროვნება და უზრუნველყოს კანაფი იმ ნუტრიენტებით და სასარგებლო ორგანიზმებით, რომელიც მას სასაზრდოოდ სჭირდება.
აუცილებელი არაა გაზრდა წინასწარ გამზადებული მიქსით დაიწყოთ, საკმარისია აიღოთ თქვენი საყვარელი კომპოსტი, ფუნდამენტი, გამნიავებელი აგენტი 1:1:1 პროპორციით და ერთმანეთში აურიოთ კარგად. თუმცა ურიგო არ იქნება კიდევ სხვა რამდენიმე სასარგებლო კომპონენტის დამატება.
- დაიწყეთ საბაზისო მიქსით
ერთნაირი პროპორციით აიღეთ კომპოსტი, ორგანული მატერიალი და გამნიავებელი აგენტი. რაოდენობა დამოკიდებულია საჭიროებაზე. გასათვანისწილებელია, რომ ბაზა უნდა შეადგენდეს მთლიანი მიქსის 20%-ს.
ამ რეცეპტის ერთ-ერთი ცნობილი ფორმულაცია არის ასეთი:
- კომპოსტი, არჩევნის მიხედვით
- ხავსი/ქოქოსის “თმა”
- პერლიტი
პროპორცია(1:1:1)
2. ჩამოაყალიბეთ სოკოვანი პოპულაცია
თქვენი ნიადაგის მრავალფეროვნება დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, ხოლო საკვების მიწოდება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანმრთელი სოკოვანი პოპულაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოკოვნებს უყვართ და სჩვევიათ მიკოროზული ურთიერთობის ჩამოყალიბება ფესვების სისტემასთან, რაც სასრგებლო არის მცენარისთვისაც და სოკოსთვისაც. ამიტომ, სოკოს პოპულაციისთვის საჭმელის მიწოდება საკმაოდ მნიშვნელოვანია და დაეხმარება სოკოს და მცენარეს სიმბიოზური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
შედეგი? სოკო მიაწვდის თქვენს კანაფს საკვებს რათა უფრო დიდი და ჯანმრთელი გაიზარდოს.
აქ არის რამოდენიმე კარგი დანამატი, იმისათვის, რომ შეძლოთ სოკოვანი პოპულაციის წამოწყება:
- გამომხმარი წყალმცენარეების ფხვნილი (¼ ჭიქა ყოველ 20 ლიტრ მოცულობაზე)
- ჰუმუსური მჟავა (¼ ჭიქა ყოველ 20 ლიტრზე)
- მიკოროზული ინოკულტანტი (¼ – ½ ჩაის კოვზი ყოველ ლიტრზე)
3. ჩამოაყალიბეთ ბაქტერიების პოპულაცია
ისინი არიან ისევე მნიშვნელოვანი როგორც სოკოები. ბაქტერიულ პოპულაციებს შეუძლიათ დაშალონ რთული შაქრები და გადაამუშავონ ისინი მარტივ მიკრო და მაკრო ნუტრიენტებად თქვენი კანაფის გამოსაკვებად. ისინი ასევე ეხმარებიან თქვენ მცენარეს ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს იმუნური სისტემა, რაც მცენარეს ეხმარება ებრძოლოს სხვადასხვა მავნებლებს, დაავადებებს და უფრო გამძლეს ხდის ცუდი გარემო-პირობების მიმართ.
შემდეგი ინგრედიენტები ეხმარება ბაქტერიულ პოპულაციას ჩამოყალიბებაში:
- ვერმიკომპოსტი (უნდა შეადგენდეს მთლიანი მიქსის 20%-ს)
- ღამურის გუანო (იგივე ნაკელი) (უნდა შეადგენდეს მიქსის 5%-ს)

4. გაამყარეთ მიქსი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით
კანაფი, როგორც ნებისმიერი სხვა მცენარე, მუდმივად მოითხოვს საკვებს იმისათვის, რომ აყვავდეს და ძლიერი გაიზარდოს. ხშირ შემთხვევაში, ეს საკვები მიწოდებულია სასუქის მიერ. თუმცა, ორგანული სუპერ-ნიადაგების შემთხვევაში, ისინი თავიდანვე ჩაყოლებული არიან საბაზისო მიქსში და გადამუშავებული იქნებიან დროთა განმავლობაში.
ჩამონათვალში არის პოპულარული დანამატების სია, რომლებიც შეგიძლიათ ჩააყოლოთ მიქსში და ის მიკრო/მაკრო ნუტრიენტები რომლებსაც ისინი შეიცავენ (ყველა ფხვნილის სახით):
- სისხლის ფხვნილი (აზოტი)
- ძვლის ფხვნილი (ფოსფორი, კალციუმი)
- ფოსფატი (ფოსფორი)
- მარილები (მაგნიუმი)
- კიბოსნაირნი (აზოტი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი)
- დოლომიტი (მიკრონუტრიენტები)
- ხის ნახშირი (კალიუმი)
აღსანიშნავია, რომ სუპერ-ნიადაგის მოსამზადებლად ბევრი რეცეპტი არსებობს და ხშირ შემთხვევაში, დამწყები მებაღეებისთვი, მათთვის გამოსადეგი რეცეპტის პოვნა გამოცდილების და დროის საკითხია. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, და იგრძენით თავი თავისუფლად, რომ რაიმე შეცვალოთ თუკი ფიქრობთ, რომ თქვენ მცენარეს დაეხმარება. ხოლო თვითონ მცენარე კი მადლობას მოგვიანებით გადაგიხდით დიდი მოსავლით და შესანიშნავი სუნით!
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში