კანაფის გენეტიკები “Kush”

სიტყვა “კუში” ინდიკა შტამის ქვე-ჯგუფების დასახელებაში გამოიყენება.  ეს შტამები ადგილობრივი მცენარეებიდან მოდის , რომლებიც ავღანეთში , პაკისტანსა და ინდოეთში იზრდებიან.

ამ შტამების უმეტესობა ჰინდუკუშის მაღალმთიან რეგიონში იზრდება,  სწორედ ამ ადგილიდან მოდის მათი სახელები .

კუშის კანაბისის მრავალი სახეობის შტამი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970-იან წლებში შევიდა, სადაც ისინი ახალი ჰიბრიდების შესაქმნელად შეინახეს და შეაჯვარეს სხვა შტამებთან . ამ შტამზე დაყრდნობითაა შექმნილი სხვა ასე თუ ისე ცნობილი შტამებიც : ოჯი კუში, ბუბა კუში და სხვა.

ჩამოგითვლით რამდენიმე ცნობილ კუშ შტამს:

კრიტიკალ კუში

თუ თქვენ კუშის ძლიერ სახეობას ეძებთ , რომლის გაზრდასაც შეზღუდულ სივრცეში შეძლებთ და უხვ მოსავალსაც მიიღებთ, ნუ გააგრძელებთ ძებნას. ჩვენი კრიტიკალ კუშის მთავარი ფასეულობა ა-კლასის მოსავალია.

ეს ინდიკა-დომინანტი ჰიბრიდია , რომელიც სადღაც შუაშია კრიტიკალსა და ოჯი კუშს შორის . იზრდება 60 სმ-დან მაქსიმუმ 1,4 მ-მდე. მოსავალი 550გრ/მ²-ს იწონის . საუკეთესო შემტხვევაში ყვავილობას 7 კვირა ჭირდება.

THC დონე 20%-ს შეიძლება აცდეს, შესაბამისად ძლიერი შტამია , რომელსაც ხანგრძლივი თრობა ახასიათებს. თუმცა გამოცდილი მომხმარებლის უფუნქციო მდგომარეობაში ჩასაგდებად რა თქმა უნდა არ გამოგადგებათ. რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ დარჩეთ აქტიურები და სოციალურები , პროდუქტიულებიც კი.

კრიტიკალ კუში იზრდება როგორც შენობაში ისე ღია სივრცეში.

ბაბლ კუში

ბაბლ კუში შედგება 80% ინდიკა და 20% სატივასგან, THC დონე დახლოებით 19%. ეს შტამი ჩვენი გამოირჩევა ყველაზე უხვი მოსავლით.

მცენარე იზრდება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს. შენობაში გაზრდილი ბაბლ კუში 550-600 გრ/მ² მოსავალს მოგცემთ, ღია სივრცეში გაზრდილი – 650 გრ/მ². ყვავილობას 7-8 კვირა ჭირდება.

სახელიდან გამომდინარე, ბაბლ კუშის ყლორტები განუმეორებელი არომატით და საღეჭი რეზინის გემოთი ხასიათდება. ინდიკა-დომინანტი შტამი თქვენს ძლიერ ფიზიკურ თრობას უზრუნველყოფს. თუ ბაბლ კუშის მოწევას აპირებთ, იცოდეთ, რომ ღრმა რელაქსაციის შეგრძნება სკამს მიგაჯაჭვებთ.

ოჯი კუში

ოჯი კუში ყველა დროის ერთერთი ყველაზე ცნობილი შტამია . “High Times”-მა ყველა დროის საუკეთესო ოცდახუთეულში პირელი ადგილი მიანიჭა, ამ ბიჭებმა კი ნამდვილად იციან კანაბისის გარჩევა.

ამ შტამის ზუსტ წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი ეჭვი არსებობდა, თუმცა უმრავლესობას ჩემდოგის შთამომავლად მიაჩნია. ოჯი კუშმა კანაბისის მრავალი საერთაშორისო ჯილდო აიღო და დღემდე ყველსთვის საყვარელ სახეობად რჩება.

ამ შტამის ყლორტები, როგორც წესი საკმაოდ კომპაქტურია და დაფარულია კრისტალების სქელი ფენით. ყლორტები საკმაოდ მყარია , შეიძლება მათი დაშლა გაგიჭირდეთ კიდეც. ოჯი კუშს მწარე, მაგრამ “ფრეშ” არომატი აქვს.

ღია სივრცეში დარგული ოჯი კუშის სიმაღლე შესაძლოა 2 მეტრს აცდეს. მოსავალი საშუალოდ შეადგენს 500გრ/მ²-ს. ყვავილობას კი დაახლოებით 7-9 კვირა ჭირდება.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.
%d bloggers like this: