Outdoor Grow: მცენარის დაცვა ჭიანჭველებისგან

კანაფის აუთდორ გროუინგის დროს ყველაფერი არ არის დამოკიდებული მიწაზე, წვიმების სიხშირეზე და ქარზე. არსებობენ პატარა ორგანიზმები რომლებიც ასევე დიდ გავლენას მოსავალაზე. ერთ-ერთი მათთაგანი არიან ჭიანჭველები.

მცენარეები რომლებიც გარეთ იზრდებიან, იმყოფებიან მუდმივი რისკის ქვეშ რომ მათ მწერები შეჭამენ, კანაფიც ამ მცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება. როდესაც რაიმე მწერი მის ფოთოლს ჭამს, კანაფს მზისგან ენერგიის ათვისების უნარი ეკარგება რადგან, იგი სწორედაც რომ ფოთოლს იყენებს ამისთვის. ენერგია კანაფს ესაჭიროება გასაზრდელად და საყვავილოდ.

ჭიანჭველები მიეკუთვნებიან ამ მწერთა სიას. ეს საყვარელი არსებები რომლებიც ფლობენ უნიკალურ “კოლექტიურ გონებას” და აქვთ რთული იერარქია, პრობლემებს უქმნიან მცენარეებს როდესაც თავიანთ კოლონიას მათ ფესვებთან აშენებენ.

ჭიანჭველების მცენარესთან ყოფნის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არის მათი ბუგრების გამოყენების უნარი. ბუგრები არიან ძალიან მცირე ზომის მწერები, მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა ხანდახან ჭირდეს კიდეც. ისინი იკვებებიან მცენარის წვენით, ხოლო შემდეგ კი გამოყოფენ თავისებურ სითხეს, რომელიც მდიდარია შაქრით – ჭიანჭველებს კი როგორც მოგეხსენებათ შაქარი უყვართ.

ზამთრისთვის ჭიანჭველები მალავენ ბუგრების კვერცხებს, მათი გამოჩეკის დროს კი მცენარეზე ათავსებენ და იცავენ მტაცებლებისგან, ბუგრების ბუნებრივი მტაცებელების სიაში შედიან: ჭიამაიები, ოქროსთვალასებრნი, და ზოგიერთი ტკიპის სახეობა. ჭიანჭველების დაცვის ქვეშ ყოფნისას ბუგრები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ერთ მდედრს დღეში შეუძლია 12-მდე კვერცხი დადოს! ჭიანჭველების კოლონიის ზრდასთან ერთად, იზრდება ბუგრების რაოდენობაც, ჭიანჭველებს ასევე შეუძლიათ ბუგრები ერთი მცენარიდან მეორეზე “გარეკონ”, რის შემდეგაც ისინი პირდაპირი მნიშნველობით ანადგურებენ მცენარეს.

რამოდენიმე ხერხი ჭიანჭველების კოლონიებისგან თავის დასაცავად:

დარიჩინი

ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა მცენარის გარშემო დაავადების აღმოსაჩენად, სანამ ის ზედმეტად არ განვითარდა. თუ კოლონიის მშენებლობა ახალი დაწყებული აქვთ და მცენარის გარშემო მხოლოდ 1-2 ხვრელი აქვთ, მაშინ აიღეთ სუფრის კოვზით დარიჩინი და ამ ხვრელებში ჩაყარეთ. დარიჩინის მძაფრი სუნი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჯერ განუვითარებელმა კოლონიამ მალევე დატოვოს თქვენი მცენარე და ზრდა აცადოს.

თუკი ჭიანჭველები გაჯიუტდებიან, ან უკვე დიდი კოლონია აქვთ გაკეთებული და სულაც არ ეტყობათ თქვენი მცენარისთვის თავის განებების სურვილი, მაშინ ცოტა მკაცრად მოგიწევთ მოთხოვნების წაყენება. იგივე რაოდენობის წყალში რომლითაც მცენარეს რწყავთ, გახსენით რამოდენიმე სუფრის კოვზი დარიჩინი და მორწყით მცენარის გარშემო. დარიჩინიანი წყალი მიწაში ჩააღწევს რაც ნამდვილად არ ესიამოვნებათ თქვენს სტუმრებს და მალევე დატოვებენ ტერიტორიას.

ნიმის ზეთი

ზეთს იღებენ ნიმის ხისგან, რომელიც იზრდება ინდოეთში, მას უმეტეს წილად მოიხმარენ აგრიკულტურაში და ხალხურ მედიცინაში. ნიმის ზეთი ცნობილია თავისი ინსექტიციდური თვისებებით. იგი შეგიძლიათ პირდაპირ მცენარეს შეასხუროთ ვეგეტაციის პერიოდში, პერიოდულად, დაახლოებით კვირაში ერთხელ.

ჭიანჭველების გარდა ნიმის ზეთი ასევე იცავს მცენარეს აბლაბუდიანი ტკიპებისგან (Spider mites) და სხვა მავნე მწერებისგან. გასაკვირი ის არის, რომ ზეთი არ ვნებს ჭიამაიებს, ფუტკრებს და მიწის მატლებს – ანუ მცენარისთვის სასარგებლო ორგანიზმებს.

დიატომეების (კოჟროვანი წყალმცენარეების) შემცველი მიწა

კოჟროვანი წყალმცენარეების შემცველი მიწის გამოყენება არის ბუნებრივი და ეფექტური მეთოდი მავნე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ჭიანჭველებთან. დიატომის მიწა, ასევე ცნობილი როგორც დიატომიტი წარმოადგენს მიწას რომელიც შეიცავს გაქვავებული კოჟროვანი წყალმცენარეების ნარჩენებს/ფხვნილს. იგი ცნობილია თავისი ინსექტიციდური თვისებების გამო და ფართოდ გამოიყენება აგრიკულტურაში სწორედ ამ მიზეზის გამო.

მაღალი აბრაზიული თვისებების გამო, როდესაც მწერები ამ ნიადაგში გადაადგილდებიან და მასთან კონტაქტში შედიან მატი ეგზოსკელეტონი ტყავდება. განსაკუთრებული თვისებების გამო, იგი ასევე შეიწოვს მწერებისთვის სიცოცხლისთვის საჭირო სითხეებს და ამავდროულად არ ვნებს თქვენ მცენარეს. ასეთ პირობებში ნამდვილად არცერთი ჭიანჭველა არ მოინდომებს კოლონიის წამოწყებას.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.