მარიხუანას Outdoor გროუინგი დამწყებთათვის

კანაფის დამწყები კულტივატორი ხართ და ეძებთ რჩევებს თუ როგორ გაზარდოთ მცენარე გარეთ? ან იქნებ Indoor გროუინგის პრო ხართ და გინდათ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლოთ? ორივე შემთხვევაში გაგიმართლათ. ამ სტატიაში კანაპედიას გამოცდილი გროუერები განიხილავენ მარიხუანას Outdoor გროუინგს დამწყები მებაღეებისათვის.

ლოკაცია & მზის სინათლე

Outdoor-ზე გაზრდის მთავარი და ყველაზე გადამწყვეტი საკითხია მზის სინათლე.

სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ გაზრდა, დარწმუნდით, რომ მცენარე მიიღებს მზის სინათლის თითქმის სრულ ციკლს. ეს იქნება გარანტია იმის, რომ მცენარე გაიზრდება ჯანმრთელი და მოსავალის რაოდენობაც ამაზეა დამოკიდებული.

თუ მოფარებულ ადგილზე გადაწყვიტეთ კანაფის დათესვა, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სამხრეთიდან მცენარეებს არაფერი ჩრდილავდეს. ეს საქართველოს პირობებში აუცილებელია, რადგან მზის მოძრაობის ციკლი ასეთია, ამოდის აღმოსავლეთით, მოძრაობს სამხრეთით და ჩადის დასავლეთით. სრული ციკლის მისაღებად აუცილებელია გახსნილი სივრცეები სამივე მხრიდან, მაგრამ შეგიძლიათ დაფაროთ ჩრდილოეთდან.

წყალი & სასუქები

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სწორ და თქვენთვის სასურველ ადგილს მცენარის გასაზრდელად, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მის მოვლაზე ზრუნვა. თუ მცენარეები თქვენს საკუთარ მიწაზე, ეზოში გაიზრდებიან, გექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა მისი მორწყვისა და კვების საკითხებში.

მოსარწყავად და სასუქების მისაცემად თქვენს ბაღში ყოველდღიური სიარული არ იქნება პრობლემა, თუ ის ახლომახლო იქნება სახლთან. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ მცენარეები საკმაო მანძილზე დათესეთ, ამ შემთხვევაში, აუცილებლად დაგჭირდებათ შეზავებული, ნოყიერი ნიადაგი, რომელიც გამდიდრებული იქნება პერლიტით ან ვერმიკულიტით, რაც უზრუნველყოფს ტენის დიდი ხნით შენარჩუნებას და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მცენარის ფესვები ზედმეტი სიმშრალისგან არ გახმება. ასეთი ნიადაგის ყიდვა თბილისში უკვე შესაძლებელია.

თუ თქვენი “ბაღი” დამალულ ადგილას, მაგალითად მიუდგომელ ხევში ან მთაშია და იქ ყოველდღიური/ყოველკვირეული მისვლა პრობლემას წარმოადგენს, ეცადეთ ეს ისეთი ადგილი იყოს, სადაც ახლომახლო იქნება მდინარე ან ნაკადული. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გააკეთოთ ხელოვნური არხები და წყალი შემოატაროთ თქვენს “ბაღში”. ასე შეძლებთ მორწყული ამყოფოთ მცენარეები დიდიხნის განმავლობაში. გარდა ამისა, ნატურალურად მოპოვებული მდინარის წყალი ბევრად ეფექტურია მცენარეთა ზრდისთვის, რადგან შეიცავს მეტ მინერალებს.

კიდევ ერთი გამოცდილება, მოშორებით მყოფი მცენარეებისათვის, არის “კომპოსტის” და “მულჩის” გამოყენება. კომპოსტი არის ნატურალური ხილ-ბოსტნეულისა და სხვა ბუნებრივი ნარჩენებისგან დამზადებული მასა, რომელიც მოეყრება მიწას და დროთაგანმავლობაში იქცევა ნეშომპალად. ეს ამდიდრებს ნიადაგს და ხდის ბევრად ნოყიერს.

“ბაღის” თქვენს ეზოში არსებობის შემთხვევაში, ბევრად უკეთესია სპეციალური სასუქების და მინარევების გამოყენება.

ნიადაგი & ქოთნები

მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული პირდაპირ მიწაში ჩარგავთ მცენარეს, თუ გამოიყენებთ ქოთნებს მათ დასათესად.

თუ თქვენ გაქვთ სპეციალურად შეზავებული ნოყიერი ნიადაგი და აპირებთ მის გამოყენებას, დიდი მოცულობის ქოთნები საუკეთესო ვარიანტია. არსებობს ნაჭრის სპეც-კონტეინერები, შექმნილი ისეთი მატერიისგან, რომელიც მცენარის ფესვებს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ჟანგბადის მიღება მცენარის ფესვებისთვის გადამწყვეტია, რადგან თუ თვითონ მცენარე CO2-ს სუნთქავს, ფესვები პირიქით, და რაც უფრო დიდად გაიზრდება ფესვები, უფრო დიდი იქნება მცენარეც და მოსავალიც. ეს ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.

Outdoor და Indoor გროუინგის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ეს არის, გარეთ ზრდისას მცენარისთვის არ არსებობს ლიმიტები და ხშირია შემთხვევა, როდესაც მცენარის სიმაღლე 3 მეტრს აჭარბებს, ასე რომ, წარმოიდგინეთ რამხელა მოსავლის მოტანა შეუძლია 3 მეტრის სიმაღლის “ხეს”.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.