PH იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გგონია

PH იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გგონია

აღვივებ თესლს გადაგაქვს მიწაში, გულმოდგინედ უვლი, მცენარეც იზრდება და ნელნელა უფრო ლამაზდება. თუმცა ერთ დღესაც ამჩნევ რომ ფოთლებზე შავი წერტილები, მოყავისფრო ლაქები ჩნდება. ფოთლები ყვითლდება, ხმება და ცვივა. ხვდები რომ რაღაც კარგად არაა და იწყებ უამრავი სტატიისის კითხვას, აკეთებ ყველაფერს რომ შენს ძვირფას მცენარეს უშველო, თუმცა დაავადება(ები) უფრო ვრცელდება და ვერაფერს აკეთებ რომ ეს შეაჩერო. ეს ყველაფერი თითქმის ყველა იმ ადამიანს გაუვლია ვისაც ერთხელ მაინც პროფესოინალურად გაუზრდია მცენარე. ასე რომ არ ინერვიულო, მარტო არ ხარ და ასეთი პროპლემა ბევრს ჰქონია.

და მაინც რა არის PH და რა კავშირი აქვს მას მცენარესთან.

მარტივ ენაზე, რომ გავიგოთ რაშია საქმე, სამეცნიერო და სამედიცინო ტერმინების გარეშე, მარტივადვე შევეცდები ავხსნა. PH (Potential of Hydrogen) არის რამდენად მჟავიანია თუ ტუტოვანი ესა თუ ის სუბსტანცია. იგი განისაზღვრება 1.0 დან 12.0 ამდე ნიშნულით. რაც უფრო ნაკლებია ნიშნული მაგალითად 1.0, მით უფრო მჟავიანია სუბსტანცია. მაგალითისთვის ლიმნის წვენის PH არის 2.0. ჩვენს შემთხვევაში კი საუბარია ნიადაგზე.

მცენარის* ფესვებს მხოლოდ მაშინ შეუძლია რომ მისთვის სასიცხოხლოდ საჭირო მინერალები მიიღოს ნიადაგიდან როცა მისი PH არის 6.0 დან 7.0 მადე. (შეიძლება იყოს 6.2, 6,8 მაგრამ არა 6 ზე ნაკლები ან 7 ზე მეტი)

*გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სტატიაში ნახსენები მჟავიანობა არის მხოლოდ მაგალითი. მცენარეებს გასაზრდელად სჭირდებათ სხვასხვა ნიშნულის მჟავიანობა, იმის მიხედვით ნიადაგში იზრდება, ქოქოსში თუ ჰიდროპონიკულ სისტემაში.

როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს ჩვენ მიერ შერჩეული მიწა მინერალებით, თუ მისი PH არ არის 6.0 დან 7.0 ამდე, მცენარე ვეღარ მიიღებს მისთვის საჭირო საკვებს და ნელ ნელა დაიღუპება.

როგორ გავიგო ჩემი ნიადაგის PH რამდენია?

ზუსტად ის შეკითხვა დასვი რომელიც ყველას გაუჩნდა თავის დროზე როცა გაიგო ზოგადად PH ის შესახებ. საბედნიეროდ ამის გაკეთება არც ისე რთულია როგორც ჟღერს.

დავიწყოთ იმით რომ საუკეთესო შემთხვევაში როდესაც ნიადაგს ვარჩევთ, შევარჩიოთ ისეთი რომლის PH უკვე განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ. ძირითად შემთხვევაში შეფუთვაზე აწერია. თუ არ არის მითითებული შეგიძლიათ გამყიდველს ჰკითხოთ. რა თქმა უნდა მცენარეს ნებისმიერ PH იან მიწაში გაზრდით, თუმცა თუ ნიადაგს წინასწარვე 6.0–7.0 ის ფარგლებში შევარჩევთ ეს საქმეს სამომავლოდ ძალიან გაგვიმარტივებს. მაგრამ ისეც არ მიიღოთ რომ თუ სწორი PH ით შეარჩიეთ ნიადაგი, მცენარის გაზრდისას აღარანაირი პრობლემა აღარ შეგექმნებათ, რადგან როდესაც მცენარეს ვრწყავთ იცვლება ნიადგის PH.

წყალი, ის რაც უდიდეს გავლენას ახდენს ნიადაგის PH ზე.

წყალს რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მცენარის მოსარწყავად იგივენაირად გააჩნია თავისი PH როგორც მიწას, და იგი ასევე უნდა მერყეობდეს 6.0 დან 7.0 მდე. იდეალურ შემთხვევაში სწორი PH ის მქონე ნიადაგს ვასხამთ ასევე სწორი PH ის წყალს. ახლა კი მთავარი კითხვა — როგორ გავზომოთ PH.

ალბათ შეამჩნევდით რომ მცენარის მოწყვისას ქოთნის ძირიდან გამოიჟონება წყალი (Runoff)

ჩვენი მიზანია ეს წყალი შევაგროვოთ რაიმე ჭურჭელში, რადგან სწორედ ამ წყლის PH ის გაზომვით გავიგებთ თუ რა მდგომარეობაა ნიადგაში და რამდენია მისი PH. ამისთვის არსებობს ორი საშუალება:

  1. PH საზომი წვეთები
  2. ელექტრო საზომი კალამი

PH წვეთები, ეს არის სითხე ძირითადად მუქი მოყავსიფრო შეფერილობის, რომელსაც ვაწვეთებთ ქოთნიდან გამოჟონილ წყალზე 3–5 წვეთს. აქვე დაიმახსოვრეთ რომ არ დააწვეთოთ მთლიანი წყლის რაოდენობას, გადაასხით იგი სატესტო კოლბაში, (სულ 3–4 მილიგრამი გამოჟონილი წყალია საჭირო). იმის მიხედვით თუ რა ნიშნულზეა PH, დაწვეთების შემდგომ წყალი იღებს სხვადასხვა შეფერილობას. მაგ. თუ დაბალია გაწილთლდება, თუ მაღალია მუქი მწვანე გახდება და ასე შემდეგ. ეს ფერები საერთაშორისოდ დადგენილი არაა, უბრალოდ ყველა მწარომებელს სხვადასხვა აქვს. PH წვეთები მაინც უფრო ზუსტი გაზომვის მეთოდად ითვლება მიუხედავად მისი თანამედროვე ანალოგისა, ელექტრო კალმების, რომლის მხოლოდ გამოჟონილ წყალში ჩადებაა საჭირო რომ გავიგოთ PH. მათი მინუსი იმაშიც მდგომარეობს რომ სიფრთხილით თუ არ მოუარეთ მალე ფუჭდება.

რა ხდება როცა უკვე ისწავლე PH-ის გაზომვა

იმის მერე რაც გაიგე როგორ გაზომო PH და ისიც გადაწყვიტე თუ რომელი საშუალება შეიძინო მის გასაზომად, იწყება შემდეგი ეტაპი. მარტივად რომ ვთქვათ ამის მერე უნდა ვეცადოთ მცენარის სასიცოცხლო ციკლის დასრულებამდე, მორწყვისას ქოთნიდან გამოჟონილი წყლის PH მერყეობდეს 6.0 დან 7.0 -მდე. მცენარის გაზრდისას შეხედე ამ საკითხს როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს და ყოველთვის აკონტროლე PH. მისი კონტროლი გაცილებით მარტივია ვიდრე არასასურველი PH ის გასწორება. საბოლოოდ კი მიიღებ ჯანმრთელ და რაც მთავარია მაღალმოსავლიან მცენარეს. ახალა დავუბრუნდეთ ისევ თემას. იმისთვის რომ PH მუდამ კონტროლის ქვეშ გვქონდეს, ყოველთვის უნდა გავზომოთ იმ წყლის PH რომლითაც ვრწყავთ მცენარეს. ამისთვის კი ზემოთ აღნიშნული რომელიმე მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. (წვეთები ან კალამი). თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და მოსარწყავად იყენებთ ონკანის წყალს, მინდა გითხრათ რომ ჩვენს წყალს აქვს მაღალი PH, დაახლოებით 8.0 და თუ თქვენ ონკანის წყლით მორწყავთ მცენარეს, დროთა განმავლობაში წყლის მაღალი PH იმოქმედებს ნიადაგის PH ზე, რომლიც თუნდაც სწორი (6.0–7.0) იყოს, მაინც ზევით აწევს მას. შედეგად რამდენიმე მორწყვის შემდგომ თქვენ შეამჩნევთ რომ მცენარე დაავადდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა რომ ნიადაგის PH გაიზარდა და მცენარე ვეღარ იღებს ან გადაჭარბებული რაოდენობით იღებს მისთვის საჭირო მინერალებს. (რაც ასევე ცუდია)

იმისათვის რომ ეს ყველაფერი ავიცილოთ, ჩვენი მიზანია წყალი, რომელსაც ვასხამთ ნიადაგს, იყოს ნორმის ფარგლებში. ანუ (PH 6.0–7.0). როგორც აღვნიშნეთ ჩვენი ონკანის წყლის PH 8.0 -მდეა, ანუ ჩვენ გვჭირდება მისი 1.0 ნიშნულით დაწევა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ 8.0 PH არის ტუტე, ანუ იმისთვის რომ იგი გამჟავიანდეს უნდა დავამატოთ რაიმე რაც შეიცავს მჟავას. ამისთვის კი არსებობს ტრადიციული და არატრადიცული მეთოდები.

ახალ ვისაუბროთ PH ის სტაბილურ და თანამედროვე მეთოდზე. ეს გახლავთ უკვე სპეციალურად გამზადებული სითხეები რომლებსაც აზავებთ წყალში და აქვს საუკეთესო შედეგი, კერძოდ კი ის რომ ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს ჩვენს მიერ დასმულ PH ს და არ უბრუნდება არასასურველ ნიშნულს. PH ის დაწევის საუკეთესო საშუალება აქვს მსოფლიოში ცნობილ ბრენდ General Hydroponics — ს რომელიც PH down ითაა ცნობილი და მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან. რაც შეეხება დოზირებას, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია წყლის რაოდენობასა და PH-ზე.

ტრადიციულ მეთოდებში მოიაზრება ის საშუალებები რომლებიც შეგვიძლია სახლში მოვიძიოთ ან მაღაზიაში შევიძინოთ. მაგალითისთვის:

  • ლიმონის წვენი ან ლიმონმჟავა
  • ვაშლის ძმარი

ეს ის ორი მეთოდია რომელიც ყველაზე პოპულრულია. იმისთვის რო დავწიოთ PH, წყალს უნდა შეურიოთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება. მაგალითად ძმარი, შემგომ სუსტად შევანჯღრიოთ ჭურჭელი რომელშიც წყალი ასხია, რადგან ძმარი და წყალი კარგად შეერიოს ერთმანეთს. რამდენიმე წუთი დავდგათ რომ წყალი “დაჯდეს” და მხოლოდ ამის მერე გავზომოთ PH. შეამჩნევთ რომ იმის მიხედვით თუ რამდენ ძმარს შეურევთ, PH დაიკლებს. როცა დავწმუნდებით რომ მოსარწყავი წყლის PH ნორმაზე დაჯდა, შეგვიძლია მოვრწყათ ჩვენი მცენარე.

მაგრამ ყველაფერს აქვს “მაგრამ”

მიუხედავად იმისა რომ ტრადიციული PH საკონტროლო მეთოდები იაფი და ხელმისაწვდომია, მათ მაინც გააჩნიათ ერთი “მაგრამ”. კერძოდ, როდესაც მათ ვაზავებთ წყალში და ვრწყავთ მცენარეს, ნიადაგი მალე კარგავს მჟავიანობას და მორწყვიდან მორწყვამდე ვერ ინარჩუნებს სტაბილურ PH-ს. მიწა უბრუნდება თავის ბუნებრივ PH ს და ხდება ისევ 8.0. შესაბამისად დიდი შანსია კონტროლი დაკარგოთ PH ზე და დროთა განმავლობაში მცენარე მაინც დაავადდეს.

და მაინც თუ აგვერია PH

საბედნიეროდ აქედანაც არსებობს გამოსავალი, თუმცა როგორც ზევით აღვნიშნეთ ჯობს თავიდანვე აკონტროლო რადგან შემდგომ მისი გასწორება გაცილებით რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. საქართველოს რეალობაში როცა ონკანის წყალის PH მაღალია, ხშირ შემთხვევაში პრობლემებია მაღალ PH თან.

თუ შევამჩნიეთ რომ ქოთნიდან გამოჟონილი წყლის PH არის 8.0 ან მეტი. პირველი რასაც ვაკეთებს არის ის რომ შემდეგ მორწყვაზე მოვრწყათ ის 6.0 PH წყლით და ასე ეტაპობრივად მივყვეთ მანამ სანამ იგი არ დაბრუნდება 6.0–7.0 შორის. მაგრამ არის სიტუაციები როდესაც მცენარე იმდენად ცუდად გრძნობს თავს, რომ შეუძლებელია დაელოდო რამდენიმე მორწყვას სანამ გასწორდება PH. ამისთვის არსებობს უკიდურესი გამოსავალი ეგრედ წოდებული “ჩარეცხვა” flush. რაც გულისხმობს იმას, რომ დავასხათ მცენარეს თავისი ქოთნის მოცულობაზე (ლიტრებში) სამჯერ მეტი წყალი, ოღონდ არ დაგვავიწყდეს რომ ეს წყალი უნდა იყო 6.0–7.0 PH. საბოლოოდ კი მივიღებთ იმას რომ მცენარე გამოირეცხება ყველაფერი იმით რაც მის PH ს მაღალს თუ დაბალს ამყოფებდა (ეს მეთოდი გამოიყენება როგორ მაღალი ასევე დაბალი PH ის დროს) და დაუბრუნდება 6.0–7.0 ნიშნულს. მაგრამ ეს არის ყველაზე ექსტრემალური გამოსავალი, რადგან ის სტრესავს მცენარეს და აჩერებს ზრდას.

მოკლედ რომ ვთქვათ

თუკი ერთი წაკითხვით ყველაფერი ძალიან რთულად მოგეჩვენა, არ ინერნიულო, ეს ბუნებრივიცაა და დროთა განმავლობაში ისე გაგიმარტივდება ეს ყველაფერი, გაოცებული დარჩები. მანამდე კი ყოველთვის გაითვალისწინე:

  • საუკეთესო შედეგებისთვის გამოიყენე პროფესოინალური PH ამწევ/დამწევი.
  • საუკეთესო ვარიანტში შეიძინე PH 6.0–7.0 შორის ნიადაგი.
  • ყოველთვის გაზომე წყლის PH სანამ მორწყავ და საჭიროების შემთხვევაში გაასწორე იგი.
  • ყოველთვის გაზომე ქოთნიდან გამოჟონილი წყლის PH.
  • თუკი იყენებ სასუქებს აუცილებლად შეამოწმე წყლის PH იმის შემდგომ რაც მასში შეურევ სასუქებს რადგან ამ უკანასკნელს შეუძლია შეცვალოს ის.
  • PH ის მუდმივი კონტროლი დაგეხმარება წინასწარ გაიგო თუ რაიმე საფრთხე ემუქრება შენს მცენარეს და იქამდე აღმოფხვრა ეს ყველაფერი სანამ იგი დაავადდება.

სტატიის წარმდგენია

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.