
პლასტმასით მოწევის საფრთხეები
როგორ ეწევი, ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც, რას ეწევი. დღევანდელ, მარიხუანასადმი მეგობრულ, მზარდ სამყაროში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს კანაფს როგორც სამედიცინოდ, ასევე ჯანსაღად გასართობ საშუალებად. შეიძლება შენ მოიხმარ უმაღლესი ხარისხის, ორგანულად ჰიდროფონიკაზე გაზრდილ ყვავილს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს თუ მას არასწორად ეწევი. პლასტმასიდან მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს შენ ჯანმრთელობას და ამ სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე საკითხს, რასაც მოკიდებამდე აუცილებლად უნდა გადახედო.
პლასტმასის ძირითადი სახეობები სახიფათოა
პლასტმასას შეუძლია გამოიწვიოს კიბო. პლასტიკური ინდუსტრიის საზოგადეობაზე დაყრდნობით, არსებობს 7 სახის განსხვავებული პლასტიკა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა სახით მომწამვლელია ადამიანებისთვის. კატეგორიები 1 (პოლიეთილენის ტერაფალატი) რომელიც შეიცავს BPA-ს (ბისფენოლ ა), 3 (პოლივინილ ქლორიდი, PVC) და 6 (პოლისტირენი) არის ყველაზე კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი). ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებენ.
პლასტმასა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ წყლის ბოთლების სახით, გამონაკლისი არ არის

პირველი კატეგორია, პოლიეთილენის ტერაფალატი, შეიცავს ყოველდღიურ ნივთებს, მაგალითად როგორიცაა წყლის ბოთლები, და სხვა საგნები, ძირითადად შექმნილი ერთჯერადი გამოყენებისთვის. დაფიქრდი და გაიხსენე მზეში მდგარ გადახურებულ ავტომობილში ნადები ბოთლიდან დალეული წყლის გემო. მას ქიმიკატების გემო აქვს, რადგან სითბოში ბოთლის შემადგენელი ქიმიკატები აქტიურდებიან და წყალში იხსნებიან.
დიდი ბრიტანეთის კიბოს გამოკვლევის მიხედვით, პლასტიკური ბოთლები, რომლებიც გახურდებიან 60⁰C-ზე, შეიცავენ და გამოყოფენ არაჯანსაღ, ტოქსიკურ ქიმიკატებს. წარმოიდგინე რა სახის ქიმიკატებს შეუძლიათ შენ ორგანიზმში შეღწევა, როდესაც ეწევი კუსტარულად დამზადებული პლასტმასის ბოთლით, რომელიც რუტინულად, მუდმივად ხურდება.
ბოლო დროს, პრესა აქცენტს აკეთებს BPA-ზე (ბისფენოლ ა), რომელსაც პოლიეთლიენის ტერაფალატი დიდი რაოდენობით შეიცავს. BPA აღმოჩენილია პლასტიკის წყლის ბოთლებში. BreastCancer.org BPA-ს აღწერს როგორც სინთეტიკურ ესტროგენს. გამომდინარე იქიდან რომ ესტროგენი ჰორმონია, BPA-ს შეუძლია დაარღვიოს შენი სხეულის ჰორმონალური დონეები და გაგხადოს მეტად მგრძნობიარე კიბოსადმი.
ეს კონკრეტული ქეისი მკერდის კიბოს ეხება. ამის გარდა, BPA-ს მოხმარების კიდევ ერთი უმთავრესი შემაწუხებელი გვერდითი ეფექტი ქალებისთვის, არის ზეგავლენა ნაყოფის ჩამოყალიბებაზე. ორგანიზმში ამ სინთეტიკური ესტროგენის დიდი რაოდენობით არსებობა გამოიწვევს ბავშვების დაავადებას, დეპრესიას და შფოთვას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რისკები უბრალოდ პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევით არის გამოწვეული, წარმოიდგინე რა საფრთხე შეიძლება პლასტმასიდან მოწევას ქონდეს.
ცხოველთა სათამაშოებში, შესაფუთ ფირებში, ერთჯერად კონტეინერებში და სტიროქაფში ნაპოვნი პლასტმასას კანცეროგენულია

3 და 6 კატეგორიები, პლასტიკური ინდუსტრიის საზოგადოების მიხედვით იმავე დონის საფრთხეს შეიცავენ და არიან ისეთივე სიხშირით გავრცელებულები, როგორც 1 კატეგორია. EPA-ს ცნობით, პოლივინილ ქლორიდი (PVC, პი-ვი-სი), ძირითადად გამოყენებული მილებში, შესაფუთ მასალებში, დასათბუნებელ მატერიალებში და ახალი ავტომობილების სალონებში, იწვევს ღვიძლის კიბოს და შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.
შენ შეგიძლია PVC-სთან კონტაქტში შეხვიდე ჩვეულებრივი ონკანის წყლის დალევისას, რომელიც იმ მილებიდან გამოედინება, რომელთა შემადგენლობაშიც ეს ქიმიკატი ჭარბობს.
კატეგორია 6, ასევე კანცეროგენულია. ის შეიცავს სტიროქაფს, რაც პლასტიკური ქიმიკატის, პოლისტირენის ბრენდული სახელია. ეს პლასტიკა იმდენად მომწამვლელია, რომ ნიუ-იორკმა 2015 წლიდან მისი შემადგენელი კონტეინერების აკრძალვა დაიწყო.
როდესაც შენ ეწევი დაბალი ხარისხის პლასტმასის კუსტარული მოწყობილობით, ბონგით, რომელიც დამზადებულია ისეთ ქვეყანაში სადაც არ არსებობს ამაზე გამკაცრებული ჯანდაცვის რეგულაცია, შენ თავს აყენებ, ამ ქიმიკატების ორგანიზმში მოხვედრის რისკის ქვეშ.
პლასტმასით მოწევა – რისკები და საფრთხე
დღეისათვის, პლასტმასით მოწევა ძალიან გავრცელებულია და ეს ნამდვილად სახიფათოა. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, პლასტმასით მოწევის დროს, მოსაწევი ინსტუმენტი ხურდება და გამოყოფს კანცეროგენებს.
ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია ამის შესახებ, და არავინ გვაფრთხილებს თუ რამხელა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ ქმედებამ.
უნდა იცოდე, რომ კანცეროგენების ორგანიზმში მოხვედრის თავიდან ასარიდებლად, უნდა მოერიდო პლასტმასს, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საშუალება გექნება.
გაითვალისწინე, რომ საუკეთსო ბონგები და სხვა მოსაწევი საშუალებები სილიკონის ან შუშისგან მზადდება.
მიაქციე შენ თავს და ბალახს ის ყურადღება, რასაც მართლა იმსახურებთ.