
რა არის ჰემპი და რაში შეიძლება მისი გამოყენება?
კანაფი ადამიანისთვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი მოშინაურებული კულტურაა. ათასობით წლის განმავლობაში ის გამოიყენებოდა ქაღალდის, ქსოვილის, ბაწრებისა თუ სხვა ინდუსტრიული მასალის დასამზადებლად. თუ “The Columbia history of the world“-ს დავუჯერებთ, ადამიანის ინდუსტრიული ცხოვრების ამსახველი უძველესი რელიქვია კანაფის ქსოვილის ნაჭერია, რომელიც დაახლოებით ქრისტესშობამდე 8000 წლის წინანდელია.
ასე რომ, ზუსტად რა არის კანაფი და რა განსხვავებებია ინდუსტრიულ მცენარესა (Hemp) და იმ ყვავილედებს შორის რომელსაც ჩვენ მოვიხმართ? ამას სტატიაში გაიგებთ.
რა არის ჰემპი? (Hemp)

კანაფის მცენარის ბევრი განსხვავებული ვარიანტი არსებობს. ინდუსტრიული კანაფი (ჰემპი) არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (0.3%-ზე ნაკლები THC) და ძირითადად გამოხატულია სატივას ტიპის მცენარედ. ორივე, ჰემპიც და მარიხუანაც კანაფის ერთიდაიგივე ნაირსახეობიდან მოდის, მაგრამ განსხვავებულია გენეტიკურად, ფენოტიპურად და ქიმიური შემადგენლობით. ასევე მათი კულტივაციის მეთოდებიც განსხვავდება ერთმანეთისგან.
რა შეუძლია ჰემპს?

ჰემპი შესაძლოა მოყვანილი იქნას როგორც მატერიალებისა და ნედლეულის განახლებადი წყარო, რომელთა გამოყენებითაც იქმნება ათასობით პროდუქტი. მისი თესლები და ყვავილები გამოიყენება საკვებში, ორგანულ ტანისა და კანის მოვლაში და სხვა მკვებავ საშუალებებში.
თესლები შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა ზეთებისა და საპოხი საშუალებების, სხვადასხვა ცომეულის, საღებავებისა და კოსმეტიკის დასამზადებლად.
ღეროებისა და ბოჭკოვანი გარსისგან მზადდება ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ქაღალდი, ბიოსაწვავი, პლასტიკა და სხვა.
წინა წელს, ჰემპის ინდუსტრიულმა ასოციაციამ (Hemp Industries Association (HIA)) დაახლოებით 620 მილიონი $-ის კანაფის ნაწარმი გაყიდა მხოლოდ აშშ-ს მასშტაბით. ნედლეულის უმეტესობა იმპორტირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჰემპი საკმაოდ მიმზიდველი მოსავალია ფერმერებისთვის, რადგან ზრდასრული მცენარე შთანთქავს საკმაოდ დიდი რაოდენობით CO2-ს, გამოყოფს ჟანგბადს, წმენდს და ასუფთავებს ნიადაგს, აჩერებს ნიადაგის ეროზიას. მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენები ნეშომპალის სახით უერთდება ნიადაგს და აწარმოებს მცენარის საკვებ მატერიალებს (ნუტრიენტებს).
ჰემპს ჭირდება ცოტა წყალი და საერთოდ არ არის საჭირო მისი შეწამვლა, ასე რომ სხვა მასიური მოსავლებისგან განსხვავებით ის გარემოსთანაც მეგობრობს.
რა არ შეუძლია ჰემპს?

ინდუსტრიულ კანაფს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ის ვერ “დაგაბოლებთ”. ჰემპის ნაირსახეობებში THC-ს მაჩვენებელი თითქმის 0-ის ტოლია, ამიტომ თქვენი ორგანიზმი ვერ აღიქვამს მას. ნუ ეცდებით ჰემპის მოწევას იმ იმედით, რომ ის გასიამოვნებთ, სანაცვლოდ თქვენ საწოლში აღმოჩნდებით თავის ტკივილით!