
რა არის კანაფი & მისი ჯიშები?
კანაფი მომხიბლავი მცენარეა, რომელიც ძირითადად ცნობილი მისი მოხმარების შედეგად მიღებული ეიფორიული და სამედიცინო თვისებების მეშვეობით გახდა. მისი მოხმარება და კულტივაცია უძველესი ისტორიიდან, დამწერლობის შექმნასთან ერთად დაიწყო. მცენარე მისი თერაპევტული და სულიერი ზემოქმედების გამო ასოცირდება არაერთ უძველეს კულტურასთან მსოფლიოს გარშემო.
მისი ყოვლისმომცველობის მიუხედავად, შეიძლება ბოლომდე ვერ იგებ რა არის კანაფი და რატომ არსებობს მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა დასახელების მქონე ჯიში. მოდი, ამ სტატიაში ერთად გავიგოთ რა არის კანაბისი, როგორ უნდა მოიხმარო ის, რით განსხვავდება ჯიშები და გენეტიკები ერთმანეთისგან და როგორ შეიცვალა კანაფი მისი პირველი მოხმარების შემდეგ სოციუმთან ერთად.
რაში გამოიყენება კანაფი?
დღეს, კანაფის გამოყენება ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: რეკრეაციული და სამედიცინო დანიშნულებით. რეკრეაციული კანაფის მომხმარებლები სხვადასხვა მიზნით მოიხმარენ, მაგალითად გასართობად, სტრესის მოსაშორებლად და კრეატივის სტიმულაციისთვის. სამედიცინო კანაფის მომხმარებლები მცენარით ისეთ სიმპტომებს მკურნალობენ როგორებიცაა ტკივილი, შფოთვა, უძილობა, მადის არ ქონა და სხვა.
კანაფი შეიცავს ასობით ქიმიურად აქტიურ ელემენტს, როგორებიცაა კანაბინოიდები, ტერპენები და ფლავონოიდები. სწორედ ისინი აწარმოებენ სამედიცინო უპირატესობების სპექტრს. THC და CBD არის კანაფის ორი, ყველაზე ცნობილი ელემენტი და სხვა, ნაკლებად ცნობილ ელემენტებთან ერთად ისინი ქმნიან უნიკალურ ეფექტებს.
კანაფის მცენარე ასევე მნიშვნელოვანი აგროკულტურული რესურსია. მისი ძლიერი ბოჭკო გამოიყენება ბაწრების, ტანსაცმლის, ნაჭრის, სამშენებლო მატერიალებისა და სხვა ნივთების დასამზადებლად. ის ასევე გამოიმუშავებს საკვები დანამატებით გაჟღენთილ თესლებს, რომლებიც სავსეა ამინომჟავებით, პროტეინებით და სხვა მინერალებით. კანაფისგან დამზადებული პროდუქცია ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ საკვებ ზეთებში და ძლიერი ბიოსაწვავის შექმნაშიც კი.
შევისწავლოთ კანაფის მცენარე
კანაფი ერთწლიანი მოყვავილე მცენარეა, რომელიც ორივე ბიოლოგიურ სქესს, დედალსაც და მამალსაც წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამალმა უნდა დამტვეროს დედალი რათა წარმოიქმნას გასამრავლებლად საჭირო თესლები (არსებობენ ჰერმაფროდიტი მცენარეებიც, რომლებიც თვითმტვერვით მრავლდებიან.
დედალ მცენარეს, რომელიც მისი რეპროდუქციული ციკლის განმავლობაში არ დაიმტვერება, სინსიმილას ეძახიან, რაც ესპანურად ნიშნავს “უთესლოს”. ეს უთესლო დედალი მცენარეები წარმოქმნიან დიდ, წებოვან ყვავილედებს, რომლებიც ძირითად შემთხვევაში იწევა, ან ზეთად გადამუშავდება.
ჰემპი კანაფის ის მცენარეა, რომლის კულტივაციაც ძირითადად მისი ბოჭკოსა და თესლების გამო ხდება. ის ასევე აწარმოებს საკმაო რაოდენობის CBD-ს, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას კოსმეტიკის, ზეთებისა და სხვა საშუალებების დასამზადებლად.
კანაფის ჯიშები, რა სხვაობაა მათ შორის?
ყველას ჯერა, რომ კანაფი ცენტრალურ აზიაში წარმოიშვა, მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში, დაპყრობებისა და იმპერიული მმართველობის შედეგად, მცენარე ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ის თავიდანვე ისეთივე პოპულარულობით სარგებლობდა როგორც ახლა. კულტივატორები და მებაღეები შერჩევით აჯვარებდნენ თავიანთ მცენარეებს, რათა მომხმარებლისთვის საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ.
თაობების ცვლის შედეგად, კანაფის მცენარის სხვადასხვა ვარიაცია შეიქმნა და წარმოიშვა “ლენდრეის” (Landrace) ჯიშები, რაც მათ ორიგინალურ წარმომავლობას ნიშნავს.
არაერთი ლენდრეის ჯიში შეგროვდა და მიმოიფანტა მსოფლიოს გარშემო. ასე მოხვდნენ ისინი დასავლეთშიც, სადაც მოხდა მათი გადაჯვარება, რათა გამოეკვლიათ მცენარის სრული პოტენციალი. ამ პროცესს ჰიბრიდიზაცია ეწოდა – სხვადასხვა დედლების სხვადასხვა მამლებთან შეჯვარებამ მოგვცა საშუალება შექმნილიყო ათასობით სახელისა და გენეტიკის მქონე ჯიშები, რომლებსაც დღეს ჩვენ მოვიხმართ.
კანაფის ჯიშების განხილვისას ალბათ უკვე გაგიგია ტერმინები, როგორებიცაა “ინდიკა“, “სატივა” და “ჰიბრიდი“. ეს სამი ძირითადი ტიპი გვთავაზობს მცენარის განსხვავებულ ფორმებსა და სტრუქტურებს, რაც გროუერებისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. როგორ მომხმარებელი, შეატყობ, რომ ინდიკებს მძიმე, დამამშვიდებელი ეფექტები აქვს, სატივებს მეტი ენერგია და ეიფორია მოაქვს, ხოლო ჰიბრიდები სადღაც შუაშია დაბალანსებული.
დღეისათვის კანაფის კლასიფიკაცია ძირითადად ამ ქემოტიპების კატეგორიებად იყოფა:
- მაღალი THC, დაბალი CBD (მეტი ეიფორია)
- მაღალი CBD, დაბალი THC (მეტად სუფთა, არაძლიერი)
- დაბალანსებული CBD და THC (საშუალოდ ეიფორიული, საშუალოდ ძლიერი)
ამ სამი ქემოტიპიდან თითოეული გვთავაზობს უნიკალურ სამედიცინო უპირატესობებს და ეფექტებს.
უფრო მეტის გასაგებად ნახეთ ქვემოთ მოცემული პოსტები.