რა არის THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი)

გაინტერესებს თუ რატომ იწვევს კანაფის მოხმარება “High”-ს? აქ არის მოკლე ისტორია პატარა მოლეკულაზე, რომელსაც შეუძლია შენი ფიქრები შეცვალოს.

THC

და მაინც, რა არის THC (თი-ეიჩ-სი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი)? შეიძლება გაგიგია რომ ის არის კანაფში აღმოჩენილი მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება. მაგრამ, როგორ მოქმედებს? დამწყები ხარ თუ გამოცდილი მოხმარებელი, ჩვენ ვფიქრობთ საინტერესოდ მოგითხრობთ ყველაფერს, რაც საჭიროა იცოდე ამ საოცარი ბუნებრივი ქიმიკატის შესახებ.

რა არის THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი)?

დელტა9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (Delta9-tetrahydrocannabinol, THC) კანაფის მთავარი შემადგენელი ქიმიკატია. ის არის მოლეკულა, რომელიც ორგანიზმებთან ურთიერთობისას წარმოქმნის ფსიქოაქტიურ ეფექტებს, High (ჰაი)-ს. ძირითადად მისი მიღება ხდება შესუნთქვით, კანაფის მოწევის ან აორთქლების საშუალებით. მაგრამ THC, ასევე შესაძლებელია გამოიყენო საკვებისა და სასმელების, სხვადასხვა სახის მალამოების დასამზადებლად.

ბუნებრივი ქიმიკატი ეკუთვნის კანაბინოიდების ქიმიური ნაერთების ჯგუფს, რომელიც კანაფში 113-ზე მეტ კანაბინოიდს მოიცავს. ეს ძლიერი ქიმიკატები მცენარის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია. ისინი ეხმარებიან კანაფს პარაზიტების, ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა ბუნებრივი მტაცებლებისაგან თავდაცვაში. ასევე იცავენ კანაფს მზის რადიაციისგან.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანებში, მხოლოდ THC-ს შეუძლია მდგომარეობის ასე საგრძნობლად და შესამჩნევად შეცვლა.

სწორედ ამ მიზეზის გამო, კანაფის მცენარე, რომელიც აწარმოებს THC-ს, არის უფრო მკაცრად რეგულირებადი კანონების მიერ, ვიდრე ის მცენარეები, რომლებიც არ აწარმოებენ. კანფის მცენარეს, რომელიც აწარმოებს 0.3%-ზე მეტ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, განიხილავენ როგორ მარიხუანას, ხოლო მათ, რომელიც 0.3%-ზე ნაკლებს THC-ს გამოყოფს, სამრეწველო კანაფის, ჰემპის სახელი აქვთ. ასე რომ, მხოლოდ “მარიხუანას” შეუძლია აწარმოოს დიდი რაოდენობით THC.

როგორ მუშაობს THC?

მარიხუანაში აღმოჩენილი 113+ კანაბინოიდიდან მხოლოდ ერთი, THC გვაძლევს ძლიერ, ფსიქოაქტიურ ეფექტს, მაგრამ რატომ?

მარტივად, მისი ფორმის გამო.

THC-ს უბრალოდ სწორი მოლეკულური სტრუქტურა აქვს იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმში, უჯრედებზე განლაგებულ სპეციალურ მოლეკულურ “სადგურებს”, კანაბინოიდის რეცეპტორებს მოერგოს.

THC-ს მუშაობის პრინციპი მარტივია. ის კანაბინოიდის რეცეპტორს ერგება, რომელიც განთავსებულია უჯრედების ზედაპირზე, განსაკუთრებით ტვინში არსებულ ნერვულ უჯრედებზე. აქედან, THC იწყებს ქიმიურად აქტიურ ქმედებებს უჯრედზე და წარმოქმნის ფსიქოლოგიური ცვლილებების კასკადს, რომელსაც ჩვენ “დაბოლებას” (High) ვეძახით.

ეს სპეციფიური რეცეპტორები უფრო დიდი სისტემის ნაწილია, რომელსაც ენდოკანაბინოიდური სისტემა ეწოდება.

ენდოკანაბინოიდური სისტემა და ტეტრაჰიდროკანაბინოლი

1988 წელს, ამერიკელმა მეცნიერმა, ელინ ჰოულეტმა, აღმოაჩინა THC-სთვის განკუთვნილი “სადგურები” ადამიანის ტვინში. მისი აღმოჩენა არ იყო “რევოლუციური”: THC უკავშირდებოდა სპეციალურ უჯრედებს ჰიპოკამპუსში (მახსოვრობა), წინა კორტექსში (ფიქრი) და ცერებელუმში (მოძრაობა).

ამ უჯრედებს კანაბინოიდის რეცეპტორები ქვია და თითოეული ეკუთვნის ენდოკანაბინოიდურ სისტემას (ეკს). ეკს არის უჯრედული რეცეპტორების ქსელი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებს. ის გვეხმარება ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, რაც მეცნიერული სიტყვაა და ოპტიმალურ ბალანსსა და ჰარმონიას აღნიშნავს.

ეს რეცეპტორული ქსელი აგზავნის და იღებს სიგნალებს, რომლებიც გარდაიქმნებიან უფრო რთულ ქიმიურ რეაქციებად. რამოდენიმე კანაბინოიდის რეცეპტორი არის მაღალკონცენტრირებული ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მაგრამ ძირითადად ის მთლიან სხეულშია გაფანტული. გვხვდება მომნელებელ სისტემაში, კანში, საყლაპავში და რეპროდუქციულ ორგანოებში.

ისევე როგორც გასაღები ერგება საკეტს, THC ერგება კანაბინოიდურ რეცეპტორებს და ნაპერწკალს აძლევს ქიმიური რეაქციების სერიებს. ეს იწვევს ცვლილებებს ტვინსა და სხეულში.

როდესაც THC შეერწყმება ტვინს, შენ გამოცდი შეცვლილ გარემოს, ქცევას, შემეცნებით აზროვნებას. ეს ცვლილებები არ არის აუცილებლად ცუდი ან კარგი, თუ რათქმაუნდა კონკრეტულად შენ არ გახდი ცუდად. ძირითადად, THC თავს გაგრძნობინებს ნორმალური მდგომარეობიდან განსხვავებულად.

მას შემდეგ რაც შეეჩვევი თუ როგორი გრძნობაა THC-ს მიღება, შეგეძლება ჩვეულებრივი დღიური აქტივობების ჩვეულ რითმში ჩატარება.

ერთი მხრივ, THC ახალთახალი სათვალეების მორგებას გავს. ის გაჩვენებს და გამოგაცდევინებს რაღაცებს განსხვავებულად.

ასეა თუ ისე, შემეცნებისა და ქცევის ცვლილება არ არის THC-ს ერთადერთი ეფექტი. ეს კანაბინოიდი ერწყმის იმუნურ სისტემას, აქრობს ანთებას. აღაგძნებს მადას შიმშილის ჰორმონების გამოყოფით და შენი მეტაბოლიზმის დაწყებით. შესაძლოა ქონდეს დამაწყნარებელი ეფექტი, რას თავს მშვიდად გაგრძნობინებს და დაგეხმარება დაიძინო.

THC-ს გვერდითი ეფექტები

THC-ს ყველაზე ცნობილი გვერდითი ეფექტი რათქმაუნდა, “დაბოლებაა”. კანაფის High, არ არის მუდმივი. ეს კარგია – ზოგიერთი ადამიანისთვის THC-ს ეფექტები სასიამოვნო, გასართობი და დამაწყნარებელია. სხვებისათვის ქიმიკატს შეუძლია არაკომფორტული შეგრძნებების, შფოთვის, პარანოიის და ძილის მოგვრა. თუ მოხმარებას გადაწყვეტ ჯობს იცოდე ის გრძელი და მოკლევადიანი ეფექტები, რომელიც THC-მ შეიძლება მოგანიჭოს.

ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოკლევადიანი ეფექტები

ეჭვი არაა, THC-ს მოხმარება თავს სხვაგვარად გაგრძნობინებს. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე მოკლეხნიანი ეფექტი, რომელიც მისი მოხმარებას შეიძლება მოყვეს. აუცილებელია იცოდე, რომ ყველა მომხმარებელს აქვს გამოცდილი ეს ეფექტები და ყველას ერთიანად ვერ გამოცდი.

მიღების შემდეგ 6 საათამდე დროის განმავლობაში შესაძლოა გამოცადო:

  • რელაქსაცია
  • ეიფორია
  • ამაღლებული განწყობა
  • მოზღვავებული ენერგია
  • სიცილი
  • ტკივილის გაყუჩება
  • შიმშილი
  • სხეულის მძიმე აღქმა
  • თავბრუს ხვევა
  • ძოლო
  • წითელი, გამომშრალი თვალები
  • გამომშრალი პირი
  • გულის რითმის ამაღლება
  • დროის აღქმის დარღვევა
  • ცუდი სივრცითი მახსოვრობა
  • სხეულის ტემპერატურის დაცემა
  • შფოთვა, პარანოია
  • გულის რევა, კანკალი

THC-ს დაუყოვნებელი ეფექტები დამოკიდებულია იმაზე, თუ კანაფის რა პროდუქციას მოიხმარ. THC-ს მთლიან პროცენტულ შემადგენლობასა და სხვა მთავარი კანაბინოიდების პროცენტულობაზე.

როგორ მოიხმარ კანაფს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო ეფექტს. თუ კანაფისგან დამზადებული საკვები შეჭამე, მას დაჭირდება 30 წუთიდან 2 საათამდე, რათა სრული ეფექტების შეგრძნება დაიწყოს. ჭამის შემდეგ მიღებული ფსიქოაქტიური ეფექტები არის უფრო ძლიერი ვიდრე მოწევის დროს.

ტეტრაჰიდროკანაბინოლის გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები

მეცნიერები ჯერ კიდევ გამოიკვლევენ THC-ს გრძელვადიან გვერდით ეფექტებს. ცუდია, რომ აქამდე მხოლოდ რამოდენიმე კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ მთავარ სიას:

ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეუძლია მოქმედება მახსოვრობაზე

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის რეგულარულ მომხმარებლებს უფიქსირდებათ ვერბალური მახსოვრობის კლება დროთა განმავლობაში. მწეველებს ავიწყდებათ საშუალოდ 1 სიტყვა მოხმარების ყოველ 5 წელზე.

ქრონიკული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტი კანაფის ხშირი მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა. მაგრამ ამას არ გამოიწვევს თავად THC. ეს მოწევის დამსახურებაა. თუ დიდიხანია ეწევი და თან ბევრს, შეიძლება განიცდი ფილტვების დაბინძურებას. ეს სიმპტომები გაქრება თუ შეწყვეტ დიდი რაოდენობით მოწევას, ან შეცვლი მოწევის ხერხს. ვაპორაიზერები და საკვები არის იდეალური გადაწყვეტა, რათა გაუფრთხილდე საკუთარ ფილტვებს.

ტეტრაჰიდროკანაბინოლზე დამოკიდებულება

როდესაც THC-ს რეგულარულად დიდიხნის განმავლობაში მოიხმარ, შენი სხეული გამოიმუშავებს მის მიმართ დამოკიდებულებას. ეს ხდის ბალახს ნაკლებად ეფექტურს, და შენ უნდა მოიხმარო უფრო მეტი და მეტი რათა ნახო შედეგი. როცა ეს მოხდება, დაისვენე, 2 დღით მაინც.

ფსიქოზი

თუ შენი ოჯახის ისტორიაში ვინმეს ფსიქოზი ქონდა, მოერიდე თი-ეიჩ-სის. გამოკვლევაზე დაყრდნობით, მათთვის ვინც შიზოფრენიისა და ფსიქოზისადმი გენეტიკურად დაუცველები არიან, THC-ს მოხმარებამ შესაძლოა გამოავლინოს ამ დაავადებების ადრეული სიმპტომები.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.