რამდენად ვრისკავთ საზიარო მოსაწევი საშუალებით მოწევისას?

COVID-19 მა, თითქმის ყველაფრის მიმართ რადიკალურად შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება და ჩვეულება. ჩვენ ახლა პოსტ-კოვიდ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ჰიგიენა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველკასათვის უმთავრესი საზრუნავია. როგორც სხვა დანარჩენი, კანაფის მომხმარებლებიც ცდილობენ გაზარდონ სიფრთხილის ზომები და მოწევის პროცესი განსაკუთრებულად უსაფრთხო გახადონ.

სტატიის წარმდეგნია მასრა

კვლევებს, რომლებსაც წარმოგიდგენთ, „ბონგის“, „ფაიფის“და გაზიარებული მოწევის ყველა სხვა დანარჩენი საშუალებების მოყვარულებს სერიოზულად დააფიქრებს: ამერიკულმა კომპანია Moose Labs-მა ის 2019 წ. მაისში გამოიკვლია მოსაწევი მოწყობილობების ბაქტერიული დაბინძურების ხარისხი, რამაც შოკისმომგვრელი შედეგები გამოავლინა: აღმოჩნდა რომ, საშუალო საზიარო ფაიფი იმაზე მეტ ბაქტერიას შეიცავდა, ვიდრე ძაღლის საკვების ჯამი, მობილურის ეკრანი, ბანკომატის კლავიატურა, ნაგვის ურნა, მაღაზიის პროდუქტების ურნის ტარი და საერთო საპირფარეშოს საჯდომი. მათი ჰიპოთეზა მდგომარეობდა იმაში რომ, საერთო ჭურჭლით მარიხუანის მოწევისას, უამრავი მავნე ბაქტერია ვრცელდება. Moose Labs მკვლევარები, ხელმძღვანელობდნენ ATP მონიტორინგით (მეთოდი ექსპრეს ტესტირებისთვის, რაც საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებლების მიერ, ზედაპირის სისუფთავის სწრაფი შეფასებისთვის გამოიყენება) ადენოზინტრიფოსფატი (ATP) არის ორგანულ მასალაში არსებული ნუკლეოტიდი და წარმოადგენს ბიოლოგიური ნივთიერებების (ბაქტერიების) არსებობის საუკეთესო განმსაზღვრელს. რაც შეეხება ლუმინომეტრებს, კვლეაში გამოიყენებოდა Hygiena -ს ბრენდის ლუმინომეტრი და ATP ტამპონები. კვლევა მიმდინარეობდა კალიფორნიაში, 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში.

პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 50-მა მონაწილემ, რომლებიც Moose Labs-ის მიერ შეთავაზებული სილიკონის ინდივიდუალური ფაიფით ეწეოდნენ, ხოლო მეორე ტურის მონაწილეებს არ ჰქონდათ ინდივიდუალური ფაიფის გამოყენების უფლება და ისინი სხვა და სხვა „საზიარო მოსაწევებს“ მოიხმარდნენ. უმეტესი მათგანი მონაწილეთა საკუთრებას წარმოადგენდა და სახლიდან მოტანილის, „სუფთა“ს სტატუსს ატარებდა. ყოველი მოხმარებისას, მოწყობილობების პირები იწმენდებოდა 70% შემცველობის სპირტიანი საფენით, შემდეგ ბუტანის სანათით თბებოდა და საგულდაგულოდ შრებოდა. მიუხედავად საზიარო მოსაწევების გულდასმით დამუშავებისა, კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ, ჯგუფის წევრებს, რომლებიც ინდივიდუალური ფაიფებით ეწეოდნენ, ქონდათ გაცილებით ნაკლები რისკ კონტაქტი ბაქტერიებთან იმ ჯგუფისგან განსხვავებით, ვინც საზიარო მოწყობილობებით ეწეოდნენ. ტესტებმა აჩვენეს რომ, ინდივიდუალური ფაიფის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 678 RLU, (RLU – Relative Light Unit-სინათლის ფართობითი ერთეული, რომელიც გამოიყენება ლუმინოსცენციის გასაზომად) ხოლო საზიარო მოსაწევით გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 8254 RLU იყო. შედარებისთვის:

  • ბენზინგასამართი სადგურის და სწრაფი კვების ობიექტების საპირფარეშოს (უნიტაზის ზედაპირები) – საშუალოდ 2350 RLU
  • ძაღლის საკვების ჭურჭელი – საშუალოდ 248,5 RLU
  • ბანკომატის კლავიატურა – საშუალოდ 1819 RLU
  • ავტობუსის გაჩერების სკამი – 2920 RLU
  • სპორტ დარბაზის ჰანტელი – 910 RLU
  • მაღაზიის ურიკები – საშუალოდ 2164 RLU
  • მობილური ტელეფონი – 555 RLU

საერთო ღონისძიებებისას, ადამიანები საზიარო მოწყობილობებს ხშირად ალკოჰოლის შემცველი საფენებით წმენდენ. თუმცა, ტესტებმა აჩვენეს რომ, ასეთი წმენდა, ბაქტერიების რაოდენობას მხოლოდ 5% -10% ამცირებს. სახლის მოსაწევი ხელსაწყოების კვლევისას, აღმოჩნდა რომ 10 წუთიანმა მოწევის სეანსმა, 4 მეგობარს შორის, შესაძლოა 600-ჯერ სწრაფად გაზარდოს ბაქტერიული დაბინძურება. ასეთი მოწყობილობებით მწეველთა ჯგუფის კვლევისას, შედეგი – 7883 RLU იყო. ანუ, მასზე 235% -ით მეტი ბაქტერია იყო, ვიდრე საერთო საპირფარეშოს საჯდომზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გაზიარებული მოსაწევით მოწევა ბაქტერიების გადაცემის ყველაზე დიდი საფრთხეა.

ასე რომ, როდესაც მეგობრების წრეში მოწევას გადაწყვეტთ, Moose Labs-ის ეს კვლევა გაიხსენეთ და დაფიქრდით, ღირს თუ არა გაზიარებული ჭურჭლით მოწევა? განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთელი კაცობრიობა საშინელ ვირუსს ებრძვის და იმუნიტეტის განვითარებას ცდილობს, ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ. რადგან როგორც კვლევამ აჩვენა, ინდივიდუალური მოწევის საშუალებები, ჩვენი ორგანიზმის ვირუსებით დაბინძურებას, თითქმის ნახევრამდე ამცირებს.

ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილება კი, არა მხოლოდ ჩვენი და სხვისი ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის.

წყარო

დატოვე კომენტარი

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.