რეკრეაციული vs. სამედიცინო მარიხუანა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მარიხუანა მსოფლიოში ნომერ პირველი რეკრეაციული ნარკოტიკია. თუმცა, განსხვავებით ბევრი რეკრეაციული სუბსტრატისაგან, მარიხუანა მედიცინაშიც გამოიყენება. იმისათვის, რომ გავარჩიოთ ჩვეულებრივი მარიხუანა სამედიცინოსაგან, შემდეგი ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ:

ოდითგანვე მარიხუანა სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენებოდა

მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიხუანას თერაპიული თვისებებია გაზვიადებულია მათ მიერ, ვისაც უბრალოდ მისი მოხმარება უნდა. მაგრამ ეს ასე არ არის.

პირველი ჩანაწერები ამ მცენარის შესახებ მოდის, უძველესი ჩინური ხელნაწერებისა და ინდური სამედიცინო ტექსტებიდან, რომლებიც მის სამედიცინო თვისებებს აღწერენ. მათგან აღსანიშნავია მისი გამოყენებით ართრიტის მკურნალობა და ტკივილაგამაყუჩებელი ეფექტები, ეს კი დღედღეობით სამედიცინო მარიხუანას ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშვნის მიზეზთა 90% მეტია. ანუ სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია, იქ სწორედ წელის ტკივილისა და ტკივილგამაყუჩებლის სახით გაიცემა.

ასევე, უკანასკნელი კვლევები აჩვენებენ, რომ ექიმთა უმრავლესობა სამედიცინო მარიხუანას ადგილს ხედავს თანამედროვე მედიცინაში.

მარიხუანას ზოგიერთ სახეობას შეუძლია დაგაბოლოთ

ჭეშმარიტებაა, რომ მარიხუანა უმეტესად დასაბოლებლად გამოიყენება, სწორედ ამიტომაც აქვს მას რეკრეაციული ნარკოტიკის სტატუსი. დაბოლების ეფექტს იწვევს ერთადერთი კანაბინოიდი – ტი-ეიჩ-სი ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).

დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი

THC მოქმედებს ტვინის სხვადასხვა უბნებზე და იწვევს ეიფორიასა და სიამოვნების შეგრძნებებს. ტი-ეიჩ-სი ასევე იწვევს მადის სტიმულირებასა და ძილის მოგვრას, ასევე ზოგიერთი შეგრძნების გამძაფრებას. როგორიცაა ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტემპერატურული მგრძნობელობა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მარიხუანას ჯიშებში THC-ის შემცველობა ძალიან გაიზარდა რეკრეაციული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

იმ დროს როდესაც დიდი რაოდენობით ტი-ეიჩ-სი სასიამოვნოა ზოგიერთი მწეველისათვის, ექსპერტების აზრით დაბოლებას სამედიცინო სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ეიფორიას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ქრონიკული ტკივილით ან დეპრესიით იტანჯებიან.

ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ მარიხუანას ყველა სახეობა არ არის ფსიქოაქტიური. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ იბოლება, იმისდა მიუხედავად, რამდენიც არ უნდა მოვწიოთ.

ეს ჯიშები შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობით ტი-ეიჩ-სის. მაგრამ მდიდარი არიან სხვა ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც კანაბიდოლი ჰქვია (CBD). სამედიცინო თვისებები აქვთ სხვა კანაბინოიდებსაც (მაგ. CBN და სხვა).

იმისდა მიუხედავად, რომ მას არ აქვს უნარი მომხმარებელი დააბოლოს, სი-ბი-დი უდიდეს ყურადღებას იპყრობს სამედიცინო სფეროდან. მაგალითად, CBD-ით მდიდარი ჯიშები გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს.

უკანასკნელი კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით სი-ბი-დის შემცველი სახეობები გამოსადეგარია შიზოფრენიისა და ეპილეფსიის იშვიათი ფორმების სამკურნალოდ.

სამედიცინო მარიხუანა

ტერმინების წარმომავლობა

“მარიხუანა” მექსიკური წარმომავლობის სიტყვაა და ჯერ ამერიკასა და შემდეგ მთელს მსოფლიოშიც აქედან გავრცელდა. 70-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო მარიხუანას ბუმი შეერთებულ შტატებში გაჩნდა მისი დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მცდელობებიც. 

“სამედიცინო მარიხუანა” მაშინ უბრალოდ საბრძოლველი ლოზუნგი იყო და რეალურად არაფერს არ გულისხმობდა თავის თავში.

დღეს ეს ტერმინი დამკვიდრდა ოფიციალურად. ამერიკის ბევრ შტატსა და კანადაში სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად გამოიწერება ექიმების მიერ. პაციენტებს უფლება აქვთ,  შეიძინონ, შეინახონ და გამოიყენონ ლიმიტირებული რაოდენობის ყვავილედები და კონცენტრანტები. ასევე თავად გაზარდონ კანაბისი პირადი მოხმარების მიზნით.

თანამედროვეობა

დღესდღეობით “სამედიცინო მარიხუანა” უფრო და უფრო აღიარებული ხდება მთელ მსოფლიოში და მისი, როგორც წამლის როლი იზრდება. ეს ტერმინი რეალურად გულისხმობს დაბალი რაოდენობით THC-სა და დიდი ოდენობით CBD-ს და CBN-ს ასევე სხვა მრავალ კანაბინოიდს, რომელთა კომბინაციაც ზრდის სედატიურ, დამაწყნარებელ, დამაძინებელ და მსგავს ეფექტებს. ანუ პაციენტი მას იყენებს როგორც წამალს და არა როგორც დასაბოლებელ ანუ რეკრეაციულ საშუალებას.

სამედიცინო მარიხუანა

სელექციონერები ცდილობენ გამოყონ ისეთი თვისებების მცენარეები, რომლებშიც აქცენტი არა მის ეფექტზე, არამედ სამედიცინო თვისებებზე იქნება გამახვილებული. რეალურად თავისი არსით რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანა უკვე რეალურად იყოფა და მათ შორის განსხვავება იზრდება. ასევე განსხვავებულია მათი მიღების წესი და კანაბისის კონცენტრანტები უკვე შეგიძლიათ სხვადასხვა ტაბლეტის, ზეთის, წვეთების, საკვებისა თუ ორთქლის სახით მიიღოთ ისე, რომ მისი მოწევა არც მოგიხდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

გართობის მოყვარულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ოდენობის THC შემცველი მცენარეები გაზარდონ და მათგან კონცენტრანტები დაამზადონ, რადგანაც მათი ტოლერანტულობა ამ ნივთიერების მიმართ ძალიან მაღალია და ეფექტს ფაქტიურად ვეღარ გრძნობენ.

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა