
რით განსხვავდება ჯოინთი, ბლანტი და სპლიფი?
ვაპორიზაციის პოპულარობამ ცოტა დრო დაგვიტოვა გახვევის ხელოვნებაზე სასაუბროდ. მიუხედავად ამისა, ეს მინიმალისტური, ადვილად ხელმისაწვდომი, გამოცდილი და ეფექტური მოხმარების საშუალება ჯერ კიდევ გლობალურად მეფობს. კარგი და ფუნქციური როლის შეხვევისთვის საჭირო კრეატივი და უნარი კანაფის ბევრი ენთუზიაზისტისთვის ძალიან მშიშვნელოვანი და საამაყო სქილია.
თუ კანაფის მოხმარებას ახლა იწყებთ, არსებობს 3 ძირითადი ჯგუფი, რომლებშიც ნაწილდებიან (რასაც მათი ხანგრძლივი პოპულარობა ადასტურებს) სხვადასხვა კატეგორიის როლები: ჯოინთები, სპლიფები და ბლანტები. თითოეული მათგანი განისაზღვრება მათი შემადგენლობის მიხედვით (კანაფი-თამბაქოს რაციონი), ასევე ქაღალდის მატერიალი (თამბაქო, კანაფი, ხის რბილობი და ა.შ.).
ჯოინთი, ბლანტი თუ სპლიფი: რას შეიცავენ ისინი?

ჯოინთი და ბლანტი შეიცავს მხოლოდ კანაფს, თუმცა ბლანტს ახვევენ თამბაქოს ქაღალდში, რომელიც გამორჩეულია თავისი სისქით, მეტი წონითა და მუქი ყავისფერი შეფერილობით მაშინ, როდესაც ჯოინთს ახვევენ შედარებით მსუბუქ, თითქმის გამჭვირვალე ქაღალდში. ასევე, ხშირად ჯოინთი შეიცავს ქაღალდის ფილტრსაც (მას ქრაჩს უწოდებენ), რომელიც მეტად სტაბილურს ხდის მას და გვიცავს თითისწვერების დაწვისაგან.
რაც შეეხება სპლიფს, ის ჰიბრიდია – შეიცავს როგორც თამბაქოს, ასევე კანაფს. ის იხვევა იმავე შემადგენლობის ქაღალდში, როგორსაც იყენებენ ჯოინთისთვის და უმეტესად შეიცავს ქრაჩსაც. სამივე ტიპის როლს აქვს მოქმედების სხვადასხვა ეფექტი: თამბაქო განაპირობებს თავდაპირველ თავბრუსხვევას, შემდეგ ფიზიკური ენერგიის მომატებას (როგორც ყავის ეფექტის შემთხვევაში), რაც კანაფის მოქმედების წინამორბედი განცდაა. ეს შეგრძნებები უფრო შესამჩნევია სპლიფში, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით თამბაქოს. ბლანტი კი ყველაზე ძლიერმოქმედად მიიჩნევა მომხმარებლებში. ამის მიზეზია მისი შემადგენელი თამბაქოს ქაღალდისა და კანაფის შერეული მოქმედება. ასევე კონტრასტს ქმნის ინდიკასთან ან ავსებს სატივა ჯიშების ზეგავლენას.
რომელ ქაღალდებს ვიყენებთ ჯოინთს, ბლანტსა და სპლიფში?

ქაღალდის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს მწეველის გამოცდილებაში. ის მოქმედებს მიღებული პროდუქტის რაოდენობაზე (რაც განპირობებულია ქაღალდის ზომით), გემოზე (თამბაქოს ქაღალდი კანაფისაზე ბევრად მოტკბოა) და წვა (სქელი ქაღალდი თხელთან შედარებით ნელა იწვის). მომხმარებლები იყენებენ ფართო ქაღალდს ჯოინთის შესახვევად და შეუძლიათ როგორც განიერი ქაღალდით, ასევე პრე-როლით შეახვიონ სპლიფი, ამ უკანასკნელს კი სჭირდება ფრთხილი დეკონსტრუქცია, რათა არ დაირღვეს ქაღალდის მთლიანობა.
არომატულობა ყველა როლს თავისი ქაღალდის შესაბამისად აქვს, მაგრამ ეს კრიტერიუმი ჯოინთებში გამორჩეულია. ზოგი მომხმარებელი თვლის, რომ არომატიზირებული ქაღალდი კარგად ერევა კანაფის სპეციფიურ გემოს. დანარჩენები კი კონკრეტული ტიპის ქაღალდის ერთგულნი რჩებიან (ძირითადად ბლანტის გამოცდილი მომხმარებლები, რომლებსაც მოსწონთ თამბაქოს ქაღალდის მოტკბო გემო) მომხმარებლები ირჩევენ ფუნქციურად ადვილად გამოსაყენებელ ქაღალდს. საუკეთესო ხარისხის ქაღალდი არ იხევა, ერთდება დაუბრკოლებლად, ადვილად იმართება ხელებით და იწვის ერთგვაროვნად. როლის დაბალ ხარისხზე მეტყველებს ჯოინთი, რომელიც „გარბის“, ანუ იწვის სიგრძეზე ცალ მხარეს.
ჯოინთის, ბლანტისა და სპლიფის გლობალური უპირატესობები

ჯოინთის, ბლანტისა და სპლიფის პოპულარობა ვარირებს სხვადასხვა რეგიონებში იმის მიხედვით, თუ როგორია მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში კანაფის მოყვანის კულტურა განვითარებული. სპლიფი უპირატესად გავრცელებულია ევროპაში, სადაც ჯოინთები „უსარგებლოდ“ მიიჩნევა. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სურათი მალე შეიცვლება, ვინაიდან კანაფისადმი მიმღებლობის ზრდა და მისი ფართოდ გავრცელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პირიქით, მომხმარებლები ჯოინთს უფრო ეტანებიან. შესაძლოა ეს ნაწილობრივ განპირობებული იყოს ბოლო რამდენიმე ათწლეულში მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული პოლიტიკით, რაც გულისხმობს ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების მუდმივ აფიშირებას.
აღნიშვნას იმსახურებს გლობალური განსხვავებები ტერმინოლოგიაშიც. მაგალითად ევროპაში სახელები შებრუნებულია: ჯოინთს უწოდებენ კანაფისა და თამბაქოს დუეტს, სპლიფი კი მხოლოდ კანაფს შეიცავს. იმიტომ, რომ „ჯოინთს“ ერთი მთლიანის ნაცვლად, ორი სხვადასხვა ნივთიერების ნარევად მოიაზრებენ.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჯოინთი, ბლანტი და სპლიფი მხოლოდ დასაწყისია. ექსპანსიური ლანდშაფტის პირობებში ეს სამი სახეობა ბევრი კრეატიული სიახლის საშუალებას გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე დაკავშირებული როლი (ქროსჯოინთი), ასევე კონკრეტული ტიპის, რომელიც ზუსტად გამოხატავს შენს გემოვნებას.
და როგორ გამოიყურება შენი როლი?
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში