
როგორ გავახვიოთ ჯოინთი?
ჯოინთი კანაფის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შესანიშნავი საშუალება შენი ყვავილების გემოთი დასატკბობად. შემოდგომის სეზონის დადგომასთან ერთად, კანაფის ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, როგორ შეახვიოს ჯოინთი. უამრავი მოსაზრება არსებობს, თუ რა ხერხებით უნდა გაახვიო თქვენი კანაფი, მაგრამ როგორც არ უნდა აკეთებდეთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ქმნილება იწვის მსუბუქად და ერთგვაროვნად.
იდეალური ჯოინთის გახვევის თანმიმდევრული წესები
(ფილტრით ან მის გარეშე)
თქვენი ტექნიკის დასახვეწად ჩვენ მოგიმზადეთ მარტივი, შვიდ საფეხურიანი სქემა, როგორ უნდა შეახვიოთ ჯოინთი ყველაზე მარტივად მაშინაც კი, თუ დამწყები ხართ.
დაიწყეთ შესახვევად საჭირო ხელსაწყოების მომარაგებით:
- თქვენთვის სასურველი კანაფის ჯიში
- შესახვევი ქაღალდი
- ქრაჩის მატერიალი (ქრაჩის/ფილტრის დასამზადებლად)
- კანაფის საფქვავი
- სურვილისამებრ: კალამი ან მსგავსი ფორმის ნივთი, ჯოინთის შესაკრავად.
ნაბიჯი 1: კანაფის დაფქვა
დააქუცმაცეთ კანაფი. თუ ის კარგადაა გამშრალი, ადვილად დანაწევრდება. საფქვავი თავიდან აგაცილებთ ხელებისა და ჯოინთის ქაღალდის გაწებოვნებას. თუმცა, თუ საფქვავი არ გაქვთ, შეგიძლიათ მცენარე ხელითაც დააქუცმაცოთ, მაკრატლის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი გამოსადეგი ნივთით.

ნაბიჯი 2: ჯოინთის ქრაჩის/ფილტრის დამზადება
გაამზადეთ ქრაჩი (ასევე უწოდებენ ფილტრის წვეროს). ქრაჩის გაკეთება ნებისმიერი რაღაცისგან შეგიძლიათ. თუმცა თხელი მუყაო ან სქელი თაბახი (თუნდაც სავიზიტო ბარათი) საუკეთესო ვარიანტია. ჯოინთის არაერთი ქაღალდის შეკვრასაც მოყვება ქრაჩის დასამზადებელი მასალა. დაიწყეთ მუყაოს ბოლო ნაწილის აკორდეონისებური ფორმით დაკეცვით და შემდეგ დაახვიეთ სანამ თქვენთვის სასურველ სისქეს არ მიიღებთ. ქრაჩის დამზადება აუცილებელი არ არის, მაგრამ ის ხელს უშლის კანაფის გადმოყრას როლის ბოლოდან და მოწევისასაც უფრო კომფორტულია (კანაფის ნამცეცები არ ხვდება პირის ღრუში). ამასთანავე, ის ჯოინთს მატებს სტაბილურობას და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ მოწევით თითისწვერების დაწვის გარეშე.

ნაბიჯი 3: ჯოინთის კანაფით შევსება
გაავსეთ ქაღალდი დაქუცმაცებული კანაფით და ქრაჩით (თუ ეს უკანასნელიც დაამზადეთ). როგორც კი ქაღალდზე საკმარისი რაოდენობით იქნება კანაფი (როგორც წესი, ნახევრიდან ერთ გრამამდე საკმარისია), შეგიძლიათ დაიწყოთ ჯოინთისთვის თითებით ფორმის მიცემა (პატარა შენიშვნა ქაღალდებზე: არსებობს უამრავი ტიპისა და არომატის მქონე ქაღალდები. ბევრი მომხმარებელი ირჩევს კანაფის ქაღალდს, რადგან ისინი თხელია და ძლიერი, იწვის ერთგვაროვნად კანაფის გემოს ცვლილების გარეშე).

ნაბიჯი 4: ჯოინთის შეკვრა
როცა უკვე ჯოინთი შევსებული და ფორმირებულია, მისი გახვევის დროც დგება. თითებს შორის მოიქციეთ ქაღალდი და დაატრიალეთ წინ და უკან მსუბუქი, ნელი მოძრაობით მანამ, სანამ კანაფი საბოლოო ფორმას არ მიიღებს.

ნაბიჯი 5: ჯოინთის შეხვევა
ამ ეტაპზეა დამოკიდებული თქვენი ჯოინთი გამოვა თუ არა კარგი ხარისხის. ქაღალდის არაწებოვანი ნაწილი მოაქციეთ როლის შიდა მხარეს ისე, რომ წ
ებოვანი მხარე ზემოდან გადაეკრას მას, გამოიყენეთ სულ ცოტა სისველე (მაგ. ნერწყვი). (პრო რჩევა: დაიწყეთ ქრაჩის მხრიდან, ეს თავად მისცემს ქაღალდს სიგრძეზე დახვევის მიმართულებას და საქმეს გაგიმარტივებთ). როდესაც თავი შეერთდება, უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ მთლიანი ჯოინთის დაწებებაზეც.

ნაბიჯი 6: დაასრულეთ თქვენი ჯოინთი
საბოლოოდ, დატკეპნეთ ჯოინთის თავი, რომ უზრუნველყოთ ერთგვაროვანი წვა. კალამი შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა, მსგავსი ნივთიც. რამდენიმე კარგი ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ გარეთ იმყოფებით: ფეხსაცმლის თასმის ან ქურთუკის თოკის წვერო, თუნდაც პატარა ჯოხი. თუ შეხვევისთანავე არ აპირებთ თქვენი ჯოინთის გამოყენებას, სასურველია მისი თავი გადაახვიოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანაფის გადმოყრა.

რომელია თქვენი საყვარელი მეთოდი ჯოინთის გასახვევად? გაგვიზიარეთ თქვენი რჩევები და გამოცდილება კომენტარებში, დაეხმარეთ სხვებსაც, აითვისონ კანაფის გახვევის საბაზისო წესები.

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში