
როგორ გავზარდოთ კანაფი ფანჯრის რაფაზე
ფანჯრის რაფა არც თუ ისე ცუდი ადგილია კანაფის გასაზრდელად. რათქმაუნდა ის არ არის ისეთივე ეფექტური და კომფორტული როგორც გროუ-ბოქსი ან აუთდორი, მაგრამ მაინც შეიძლება მისი გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ ფანჯრის რაფაზე გაზრდა შედარებით ნაკლებად ხარჯიანი და “საჩალიჩოა” რაც პლიუსად ითვლება. ფანჯრის რაფაზე მცენარის გასაზრდელად საკმარისი სინათლე ხვდება, თქვენ მხოლოდ ხანდახან მისი მორწყვა მოგიწევთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე რჩევას რათა კანაფი ფანჯრის რაფაზე წარმატებულად გაზარდოთ და მოსავალიც აიღოთ.
კანაფი – საკმაოდ გამძლე და ძლიერი მცენარეა, მას შეუძლია თითქმის ყველა გარემო-პირობასთან გამკლავება. ამის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ კანაფი გვხვდება როგორც რუსეთის ცივ კლიმატში, ასევე ტროპიკულ ცხელ კლიმატიან ადგილებში.
გროუერების უმეტესობა კანაფს წინასწარ გამზადებულ ადგილებში ზრდიან, თუმცა ყველას არ გააჩნია ამის საშუალება.
ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ძირითადი რჩევა, თუ როგორ გაზარდოთ კანაფი თქვენი ოთახის ფანჯრის რაფაზე.
საუკეთესო ადგილმდებარეობის შერჩევა
თუკი სხვადასხვა ფანჯრის რაფებს შორის გაქვთ არჩევანი გასაკეთებელი, დააკვირდით, რომელ მათგანს ადგება მზე ყველაზე კარგად და დიდი ხნის განმავლობაში და იმის მიხედვით აირჩიეთ. ლოგიკურად, ფანჯრები რომლებიც აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს უყურებენ, საუკეთესო არჩევანია.
შესაბამისი ქოთანი
იმისათვის, რომ წარმატებულად გაზარდოთ მარიხუანა, უნდა აირჩიოთ შესაბამისი ქოთანი. როგორც მოგეხსენებათ ფანჯრის რაფების უმეტესობა სისქით არ გამოირჩევა, ამიტომ იპოვეთ ისეთი ქოთანი რომელიც მასზე კარგად დაეტევა და მოცულობითაც დიდი იქნება. ასევე შეგიძლიათ აიღოთ უბრალოდ მაღალი ქოთანი, და სისქის ნაკლებობის კომპენსაცია სიმაღლით მოახდინოთ, კანაფის ფესვები მიხვდებიან საითაც უნდა გაიზარდონ.
ჩვეულებრივ, ფანჯრის რაფების ქვემოთ ყოველთვის არის რადიატორი რომელიც დღის განმავლობაში გამოყოფს სითბოს, რომელსაც შეუძლია საკმაოდ მალე გამოაშროს და დააზიანოს თქვენი მცენარე, ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ ისეთ ქოთანს აირჩევთ რომელსაც წყლის რეზერვუარი გააჩნია.
ხარისხიანი ნიადაგი

ალბათ, ყველაზე დიდი ხარჯის გაწევა ამაზე მოგიწევთ, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ნიადაგი რომელსაც იპოვით, შესაბამისი მჟავიანობით და ბევრი საკვები ნივთიერებით, პატარა ქოთნებში ბევრი მიწა არ ჩაეტევა, ამიტომ უმჯობესია თუ ნიადაგი მაქსიმალურად იქნება “გატენილი” საკვები ნივთიერებებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ მიერ არჩეულ ნიადაგს ქონდეს ვენტილაციისთვის აუცილებელი პერლიტი, ან სხვა მსგავსი ნარევი რათა მცენარემ “სუნთქვა” შეძლოს. ის უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ ელემენტს – ფოსფორს, კალიუმს, აზოტს.
შესაბამისი ჯიში
წარმატებულად გაზრდის და მოსავლის აღების მთავარი საიდუმლო სწორედ შერჩეული კანაფის ჯიშია, ზოგადად, არაიდეალურ პირობებს ავტომოყვავილე ჯიშები უფრო უკეთ უმკლავდებიან ვიდრე ფოტოპერიოდულები. ისინი არ იზრდებიან დიდი სიმაღლის და უცებ გადიან ცხოვრების ციკლს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მეზობლებისთვის ნაკლებად შესამჩნევი იქნება თქვენი “ბაღი”. ავტომოყვავილეების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათ არ ჭირდებათ მკაცრი სინათლის/სიბნელის ციკლი, ისინი იყენებენ ყველა სინათლეს რომლის მიღებასაც შეძლებენ, და მათი ყვავილობა დამოკიდებულია არა სინათლის ციკლზე, არამედ ასაკზე. რამოდენიმე ავტომოყვავილე ჯიში რომელიც გამოდგება ფანჯრის რაფაზე გასაზრდელად: Zkittlez OG Auto, Northern Lights Auto, Girl Scout Cookies Auto და სხვა.
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში