განხილვა: ავტომოყვავილე კანაფის გაზრდა

ავტომოყვავილე კანაფი იდეალური ვარიანტია გასაზრდელად. მნიშვნელობა არ აქვს ვეტერანი კულტივატორი ხარ თუ დამწყები, ნებისმიერ ვარიანტში გასიამოვნებს უახლესი, მაღალი სიძლიერის და სწრაფად მოყვავილე ჯიშები. ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს, რაც დაგჭირდება შესანიშნავი, ავტომოყვავილე მცენარის მოსაყვანად.

ახალი თაობის ავტო: უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფი

როდესაც გესაუბრებით აუტომოყვავილე კანაფზე, ვგულისხმობთ ბოლო ათ წელიწადშიში შექმნილ, თანამედროვე ჯიშებს. რუდერალისთან შეჯვარებით მიღებული ჯიშები თავიდან საკმაოდ დაბალი ხარისხის გამოდიოდა. ლოურაიდერი (LowRyder) ჰიბრიდებიც კი, ადრეულ 2000-იანებში, საუკეთესო შემთხვევაში, ფოტოპერიოდული კანაფის ჯუჯა ალტერნატივები იყვნენ.

ბოლო დეკადაში დიდი პროგრესი განვიცადეთ. საკმაოდ განვითარდა ავტომოყვავილე კანაფიც. თანამედროვე სამყაროში გვხვდება უფრო უხვმოსავლიანი, ძლიერი და სწრაფად მოყვავილე ავტო ჯიშები. ხელმისაწვდომია კომპაქტური ვარიანტებიც, მიკრო ჯიშების გამზრდელთათვის.

როგორია განათების ოპტიმალური ციკლი?

ავტომოყვავილე კანაფს შეუძლია გადარჩეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა დღეში მხოლოდ 5 საათით მიეწოდება სინათლე. მაგრამ თუ გსურს, შენი მცენარე აყვავდეს, სიძლიერის უმაღლეს მაჩვენებელსა და უხვმოსავლიანობას მიაღწიოს, გირჩევთ სინათლე 18 და მეტი საათით მიაწოდო. ავტომოყვავილე კანაფის Indoor (ბოქსში, ოთახში) გასაზრდელად ოპტიმალური ვარიანტია თანმიმდევრული 20-4 საათიანი გრაფიკი (20სთ. სინათლე, 4სთ – სიბნელე). რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიყენო სინათლის 18-6 ან 24 საათიანი უწყვეტი მიწოდებაც: ამგვარ პირობებშიც ხარისხიან მოსავალს მიიღებ, მაგრამ 20-4 სისტემა საუკეთესო შედეგს მოგცემს.

თუ გარეთ გაზრდა გადაწყვიტე, შეგიძლია დაიწყო ადრეულ გაზაფხულზე. თუმცა, მაინც გირჩევთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად, თესლის გაღვივება და ჩითილობის პერიოდი, 1-2 კვირის მანძილზე, ოთახში, ხელოვნური განათების ქვეშ აწარმოო.

გარეთ გაზრდასთან დაკავშირებით სტატია ნახე აქ.

ავტომოყვავილე კანაფის სასიცოცხლო ციკლი

ძირითადი განსხვავება აუტომოყვავილე და ფოტოპერიოდულ კანაფებს შორის ისაა, რომ ავტოსთვის სასიცოცხლო წამზომი თესლის გაღვივებისთანავე ირთვება. ამ მომენტიდან მთელი პროცესის დასრულებამდე უმეტესი ჯიშის აუტომოყვავილეებს დაახლოებით 8-12 კვირა აქვთ. ფოტოპერიოდულისგან განსხვავებით, მათ არ სჭირდებათ 12/12 განათების სისტემა ყვავილობის დასაწყებად. მათი სასიცოცხლო ციკლი დღე-ღამის მონაკვეთების კონტროლის გარეშეც ვითარდება.

დაჩქარებული ვეგეტაცია

თითქმის შეუძლებელია ზუსტად  განსაზღვროთ ავტომოყვავილე ჯიშების ვეგეტატიური ზრდის სტადია. 30 დღის განმავლობაში, ის უეცრად გადავა ყვავილობის ეტაპზე. სწორი და ჯანსაღი სტარტი აუცილებელი ფაქტორია წარმატებული კულტივაციისთვის.  ერთი კვირის ვადაშიც კი, ბოქსში შესაძლოა არაერთი პრობლემა გამოუჩნდეს შენს ძლიერ ავტო ჰიბრიდს. მათ გამოსასწორებლად კი დრო თითქმის არასდროს კმარა. ამიტომ, გირჩევთ, გამოიყენო სპეციალური მოსავლელი ნაკრები, ან დათესო პირდაპირ დიდ ქოთანში და თავიდან აირიდო გადარგვისას ფესვის დაზიანების ალბათობა.  10-20 ლიტრიანი ქოთნები საკმარისი სადრენაჟო ნახვრეტებით მშენიერი გადაწყვეტაა, საჰაერო ქოთნები (AirPot) კი, კიდევ უკეთესი. ბევრი მებაღე აღნიშნავს, რომ პატარა ქოთნები გამოუსადეგარია თანამედროვე, მოზრდილი აუტო ჰიბრიდებისთვის.

ყოველდღიურად შეამოწმე და შეასწორე განათება, რათა თავიდან აიცილო ფოთლების დამწვრობა. უფრო მეტიც, ფოტოპერიოდული ჯიშების მსგავსად, აუტომოყვავილეებისთვის ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად საჭიროა 20-25° ტემპერატურა და 50-70% ტენიანობა. სასუქები კი, ბევრად ნაკლები. ასე რომ, შეგიძლია მხოლოდ ორგანული ნაწარმი გამოიყენო. ავტოებისთვის ზედგამოჭრილია მსუბუქად ფერტილიზირებული, დიოქსიდებით (მაგ. CO2) გამდიდრებული ნიადაგი. რეკომენდირებულია მსუბუქი ნიადაგური მიქსი ან ქოქოსის სუბსტრატი.

მებაღეთა უმეტესობა მოკლე ვეგეტატიური პერიოდისთვის უპირატესობას ანიჭებს ცივი, თეთრი  ნათების  CFL, LED და MH განათებას. თუმცა, ორმაგი სპექტრის HPS ნათურები ასეთივე ეფექტურია და გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელიც. ახალი თაობის მოზრდილი ავტო ჯიშები, მაგალითად ამნეზია ჰეიზი, სიმწიფისას 1.5 მეტრ სიმაღლეს აღწევენ. ასე რომ, ნუ გაგიკვირდება, თუ ორ კვირიანი ყვავილობის შემდეგ 30 სანტიმეტრიანი პატარა ხე გექნება. მათი უმეტესობისთვის დამახასიათებელია 5 სანტიმეტრიანი, ვერტიკალური, ზრდადი ყლორტები. მეორე მხრივ, თეთრი ქვრივის მსგავს, ინდიკადომინანტურ ჯიშებს ახასიათებთ თანდათანობითი და ბუჩქოვანი ზრდა. ისინი ყოველდღიურად 1-2 სანტიმეტრით იზრდებიან და სიმწიფეს ერთ მეტრ სიმაღლემდე აღწევენ.

სწრაფი ყვავილობა

როგორც კი ყვავილედებში პირველ ბუტკოს შეამჩნევთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება იქნება, რომ 45-60 დღეში შენი მცენარე ყვავილობას დაასრულებს და მოსავლის ასაღებად მზად იქნება მიუხედავად იმისა, მომზადებული ხარ თუ არა. თუმცა, საჭირო დაკვირვებებისა და მონიტორინგის შემთხვევაში, ზუსტად გეცოდინება როდის რა გჭირდებათ.

ვეგეტატიური ფაზისთვის საჭირო დაბალი და საშუალო სიძლიერის სასუქს ჩაანაცვლებ ყვავილობის პერიოდისთვის განკუთვნილი ნუტრიენტებით და შეცვლი მათ დოზირებასაც. რეკომენდირებულია კვების „სპარტული“ რეჟიმი. საჭირო არაა შეცვალო განათების განრიგი, მაგრამ ტემპერატურა არ უნდა აცდეს 28°c-ს. ამასთანავე, ტენიანობა უნდა შეამცირო 40-60%-მდე. მცენარეები სხვადასხვა გაბარიტებს მიაღწევენ, შესაბამისად, მუდამ აკონტროლე მანძილი კანაფსა და განათებას შორის. ადვილად რეგულირებადი საკიდი თოკები კი ნამდვილად გაგიმარტივებს ამ საქმეს.

ნუ გექნება მოლოდინი, რომ თითოეული მცენარე თანაბრად გაიზრდება. ზოგმა მათგანმა, ჯიშის მიხედვით, შესაძლოა მიაღწიოს 2 მეტრ სიმაღლეს, ზოგი კი 60 სანტიმეტრზე შეჩერდეს.

როგორც წესი, ყვავილობის ფაზის ბოლო 2 კვირა გამოიყენე ნიადაგის გადარეცხვისთვის. საამისოდ სუფთა წყალი მშვენიერი გამოსავალია. ამ პერიოდში თუ შეამჩნევ, რომ ბუსუსები და ბუტკოები ფორთოხლისფერ-მოწითალო ფერს იღებენ, აჯობებს გადარეცხვა განაგრძო. ნუ გამოტოვებ ზრდის პროცესის ამ კრიტიკულ ეტაპს.

Liberty Haze – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Liberty Haze? 2011 წლის High Times-ის თასის გამარჯვებული ლიბერთი ჰეიზი, …
Six Shooter – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Six Shooter? Six Shooter საკმაოდ დიდი ზომის მცენარეა, რომელსაც შეუძლია …
2019 წლის საუკეთესო ჯიშები
თუ შენ კანაფი გიყვარს, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის ეძებ წინაზე …
Stardawg – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Stardawg? Stardawg, რომელსაც სახელი სავარაუდოდ მისი ნათელი, ბრწყინვალე კრისტალური ტრიქომების …
Gelato – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Gelato? FastBuds-ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სთრეინი, Gelato Auto, ჯიში რომელიც …
TOP 5 ჰიბრიდი – კანაპედიას რეიტინგი
სატივა, ინდიკა, ჰიბრიდი – ეს კანაფის ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ეპითეტებია. ამ სტატიაში …
Zkittlez OG Auto – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Zkittlez OG Auto? Barney’s Farm-ის გამოცდილ ბრიდერებს (Breeder – შემჯვარებელი) …
Trainwreck – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Trainwreck? Trainwreck სატივა-დომინანტი ჰიბრიდია, რომლის საოცარი აზროვნებაზე მოქმედი ეფექტები ისე …
Dutch Treat – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Dutch Treat? ბოლო წლების განმავლობაში Dutch Treat-მა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა …
Franco’s Lemon Cheese – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Franco’s Lemon Cheese? 2017 წელს ფრანკო ლოხას (Franco Loja) ტრაგიკული …

როგორ ეგუება ავტომოყვავილე კანაფი გასხვლას, დამყნობასა და დასტრესვას?

მოკლედ რომ ვთქვათ – გადასარევად! ახალი თაობის ჯიშების უმეტესობა ძალიან დადებითად ეგუება სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებს და რიგ შემთხვევებში მოსავლის ზრდის ალბათობაც იმატებს. ამ მომენტისთვის, აღსანიშნავია SOG მეთოდის განსაკუთრებული პოპულარობა. ავტომოყვავილე კანაფის კულტივატორები ისევე თამამად ატარებენ ექსპერიმენტებს, როგორც ფოტოპერიოდული ჯიშების მომყვანები. თუმცა, დამწყებებს არ ვურჩევთ იგივეს გამეორებას მანამ, სანამ საკმარის გამოცდილებას არ დააგროვებენ.

არის თუ არა ავტომოყვავილე კანაფი კარგი არჩვანი ღია ცის ქვეშ გასაზრდელად?

პასუხი აქაც დადებითია! შენ დაგჭირდება 2-3 თვიანი კარგი ამინდი და კანაფის მოყვანის ცოდნა. თუ შენ ჩრდილოეთის ცივ და მოკლე ზაფხულიან კლიმატში ცხოვრობ, ავტო ჯიშები ნამდვილ ძალას გამოავლენენ და სადაც სხვა ჯიშები ვერ იხარებენ, ისინი წარმატებით აყვავდებიან.

ხოლო სამხრეთის ცხელ კლიმატში აუტომოყვავილე კანაფმა შესაძლოა რამდენჯერმე მოგცეს მოსავალი გაზაფხული-შემოდგომის სეზონზე.

აქვს თუ არა ავტომოყვავილეს ისეთივე პოტენცია, როგორც ფოტოპერიოდულს?

აბსოლუტურად! მაგალითად როიალ გორილა ავტოს მიერ წარმოებული THC-ის მაჩვენებელი 20%-ია. რაც ყველაზე გამოცდილ და მაღალი სტანდარტების მქონე მომხმარებელს სასიამოვნოდ გააოცებს. თუ შენს კანაფს მზრუნველობას არ მოაკლებ, ის აუცილებლად გახდება შენი სავიზიტო ბარათი რეკორდულ დროში!

წყარო

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი კანაპედიას კლუბის წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.