
სხვადასხვა სტრეს ტექნიკა მოსავლის გასაზრდელად
როდესაც ჩვენ ვზრდით მარიხუანას, ვცდილობთ, მივიღოთ მაქსიმალურად დიდი მოსავალი რაც შეიძლება მცირე თანხებით, ძალისხმევითა და დროის დახარჯვით. ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მცენარის გასხვლისა და სხვა ტექნიკების გამოყენებით.
პირველ რიგში, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ნიადაგის ის მოცულობა, რომელშიც მცენარე იზრდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაც მეტი სივრცე აქვს მის ფესვებს, მით დიდი გაიზრდება ის, ხოლო რაც მეტი სინათლე ხვდება, მით უფრო ძლიერი იქნება.
კომპაქტური გაზრდა

როდესაც ჩვენ გარეთ, პირდაპირ მიწაში ვთესავთ ან ვრგავთ ჩითილს, აუცილებელია, რაც შეიძლება ღრმად და ფართოდ გავუფხვიეროთ მიწა ბარით, რათა მის ფესვებს გაუადვილდეს განვითარება. ასევე ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პატარა ქოთანში, პატარა მცენარე გაიზრდება, ხოლო დიდში – დიდი.
ავტოყვავილებადი ჯიშებისათვის საჭიროა მინიმუმ 6-7 ლიტრის მოცულობის ქოთანი, ხოლო ფოტოპერიოდულისათვის, მინიმუმ 12-14 ლიტრი, თუ გვინდა, რომ ნორმალური ზომისა და ფორმის გაიზარდონ და კარგი მოსავალიც ავიღოთ.

რა თქმა უნდა, სრულებით შესაძლებელია, მათი სასუქებით კვება და საჭირო საკვების ამ გზით მიწოდება. მაგალითად, ჰიდროპონიკულ სისტემაში პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონტეინერის ზომას, მთავარია მინერალები სწორად მივაწოდოთ. არჩევანი თქვენსა და არსებულ პირობებზეა დამოკიდებული.
მცენარის ვარჯის ფორმები
ბუნებრივ პირობებში კანაფს აქვს ერთ მთავარ ღერო და მასზე განვითარებული გვერდითი ტოტები. სატივა უფრო მაღალ მუხლთაშორისებს (ტოტებს), გრძელ და წვრილ ღეროებს იზრდის, აღწევს 4-5 მეტრამდე სიმაღლეს და ყვავილედებიც შედარებით წვრილი აქვს. ინდიკა იზრდება დაბალი, დაბუჩქული, ხშირი და სქელ ყვავილედებს ინვითარებს.


ჩვენ ასეთი ვარჯი (მთავარი ღერო) არ გვაწყობს, რადგანაც ის ძალიან მაღალია, არ დაეტევა ყუთში, გამოჩნდება ქუჩიდან, თუ ეზოში გვაქვს მცენარე, იძლევა შედარებით მცირე მოსავალს, მაქსიმალურად ვერ ვიყენებთ ფართობს, ჩრდილავს სხვა მცენარეებს და ა.შ.
ამიტომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ განვითარებაში და მცენარის ვარჯის ფორმა თავად განვსაზღვროთ. ამის უამრავი მეთოდი არსებობს. რომლებიც ძალიან გამართლებულია. საქართველოშიც კი არის გავრცელებული მცენარისათვის თავის გადატეხვა მისი შემდგომი დაბუჩქვის მიზნით. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ტექნოლოგიები.
წრიულად გაზრდა
ScrOG & SoG ტექნიკები
მაგალითად ScrOG რაც ნიშნავს Screen of Green ტექნიკა ანუ სიმწვანის ბადე, უფრო სწორედ, ბადეზე განლაგებული სიმწვანე. მისი თავდაპირველი ვარიანტი იყო SoG (Sea of Green). ეს ძალიან კარგი მეთოდია ერთი ძირიდან უდიდესი პოტენციალის გამოვლინებისთვის. მას შეიძლება მივცეთ ჩვენთვის საჭირო ფორმა, მაგალითად ნათურის ირგვლივ და ა.შ.
ამ შემთხვევაში მოსავლის რაოდენობა ერთი ორად იზრდება. მცენარე მაქსიმალურად ახლოსაა ნათურასთან და ფართობიც შეძლებისდაგვარად ოპტიმალურად გამოიყენება. უმეტესობა მაღაზიებში კანაფის კაკლებს სწორედ კვადრატული მეტრობით აწერია მოსავლის რაოდენობა.

ეს მეთოდი ერთ-ერთი უმაღლესი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია მებაღეებისათვის, რადგანაც ადვილი ნამდვილად არ არის. თუ დაინტერესდით, მის შესახებ იუთუბზე უამრავი პრაქტიკული და დემონსტრაციული ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ. აქ მისი განხორციელების ახსნას აზრი არ აქვს, თუ თავად არ ნახეთ.
LST – Low Stress Training (მინიმალური სტრესის ტექნიკა)
ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც იმავე ScrOG-ის არსში დევს. ის გულისხმობს მცენარის გადაწვენას, თავის ქვემოთ მოქცევას და ამით გვერდითა ტოტების განვითარებას. ეს მეთოდი ძალიან პრაქტიკულია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

იდეა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ვწვრთნით მცენარეს გაიზაროდს ისეთი ფორმის, როგორიც ჩვენ გვსურს. ამ მეთოდის გამოყენებით შევძლებთ, გავზარდოთ დაბალი სატივა და ინდიკა, გავშალოთ ის დიდ ფართობზე და ა.შ.

LST მეთოდი ამ პრინციპით მუშაობს: როდესაც გადავხრით მცენარეს და თავს ქვევით მოვუქცევთ, ის იწყებს გვერდითი, ანუ ზედა მხარეს დარჩენილი ტოტების განვითარებას.

ეს მეთოდი კარგად რომ გაიგოთ და მიხვდეთ, რა მნიშვნელოვანი და კარგი საშუალებაა, მიმართეთ იუთუბს low stress training.
Topping (ტოპინგის ტექნიკა)

ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი თავის მოტეხვის მეთოდი. შევეცდები ცოტა დახვეწილი ხერხები გასწავლოთ. ამ მეთოდისა და low stress training-ის ერთად გამოყენება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ასევე არსებობს უამრავი სხვა მეთოდიც

კანაფს ახასიათებს აპიკური დომინანტურობა, რაც ნიშნავს წვეროს დომინანტურობას, ანუ ეს არის ფენომენი, როდესაც მცენარის ცენტრალური ღერო არის დომინანტური გვერდით ტოტებზე. როდესაც ის კარგავს წვეროს, მის მაგივრად ივითარებს სხვა წვეროებს. ამის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებით შეგვიძლია ერთის მაგივრად უამრავი ცენტრალური ღერო გვქონდეს.
არსებობს სხვა უამრავი მეთოდი, რომელიც დრამატულად ზრდის მოსავალსა და მცენარის ზომებს. მათი ნახვა თქვენ იუთუბზე შეგიძლიათ: topping/fiming/lst/sog/scrog/lollipoping & etc.