კანაფის შენახვა დიდი ხნით

კანაფის წარმოების რაღაც ეტაპზე ყველა ჩვენგანს უჩნდება კითხვა, თუ რამდენი ხნით შეუძლია თავისი მოსავლის შენახვა და როდემდე შეინარჩუნებს ხარისხს ის. შესაძლოა შარშანდელი ზამთრის ქურთუკში იპოვეთ ჩარჩენილი რამოდენიმე ყვავილედი და გაინტერესებთ კვლავ ეფექტურია თუ არა; ან სამედიცინო მარიხუანა მოგყავთ და გამოყენებამდე მისი სწორად შენახვა აუცილებლობას წარმოადგენს. 

კარგად დაყენებული ღვინისა და ვისკის მსგავსად, კანაფი საუკეთესოა მაშინ, როდესაც ძველდება ბნელ და გრილ ადგილას. ვინაიდან მას არ აქვს შენახვის განსაზღვრული ვადა, გასათვალისწინებელია რამდენიმე საკვანძო ფაქტორი, რაც დაგეხმარებათ ხარისხის დიდი დროით შენარჩუნებაში.

იდეალური ტემპერატურა კანაფის შესანახად

ჭრაქი, ობი და სხვა სახის ორგანული „პარაზიტები“ მრავლდებიან 25-30°C ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ, კანაფი დიდი სიფრთხილით უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას. გადაჭარბებულ სიცხეს შეუძლია გამოაშროს კანაბინოიდები და ტერპენები, რომელთა განვითარებასაც თვეები შეალიეთ. ზეთოვანი მასის გახმობით კი, საბოოლოდ, თივასავით უხეშ მოსაწევს მიიღებთ.

დაბალი ტემპერატურა, როგორიცაა 10-15°C ანელებს კანაბინოიდების დეკარბოქსილაციას – პროცესს, რომლის დროსაც THCA გარდაიქმნება ინტოქსიკურ კანაბინოიდ THC-ად.  თავის მხრივ, THC  დეგრადირდება CBN-ად, რომელსაც აქვს განსხვავებული ეფექტები და შედეგები. ამასთანავე, ცხელი ჰაერი, ცივთან შედარებით,  მეტ ტენს შეიცავს, რასაც ქვემოთ მოცემულ მოსაზრებებთან მივყავართ.

ტენიანობის დონე კანაფის შესანახად

ტენიანობის კონტროლი არის უმთავრესი ფაქტორი, რაც გეხმარებათ თავიდან აირიდოთ ჭრაქი და ობი. თქვენი ყვავილედები უნდა შეინახოთ კონტროლირებად გარემოში, სადაც ფარდობითი ტენიანობა დაბალანსებული იქნება. მიჩნეულია, რომ 59%-63%-იანი ტენიანობის პირობებში საუკეთესოდ ნარჩუნდება ფერი, კონსისტენცია, არომატი და გემო.

65%-ზე დაბალი ტენიანობა ამცირებს ობის გაჩენის რისკს, მაგრამ თუ ზედმეტად დაბალ მაჩვენებელზე ჩამოხვალთ, შესაძლოა ტრიქომები გახდეს მყიფე და გამოშრეს ზეთოვანი მასა.

სინათლის ფაქტორები კანაფის შესანახად

ულტრაიისფერი გამოსხივება საზიანოა თქვენი მცენარეებისთვის. მათ შეუძლიათ გაანადგურონ არაერთი ორგანული და სინთეზირებული მატერია. როგორც ბალახი ხმება ზაფხულის ბოლოს, ან მანქანის ფერი ხუნდება დიდი ხნით მზის გულზე გაჩერებისას, ისევე ზიანდება კანაფი დროთა განმავლობაში.

1970-იან წლებში, ლონდონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სინათლე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც იწვევს კანაბინოიდების დეგრადირებას. იგივე კვლევების მიხედვით, სწორ პირობებში შენახვის შემთხვევაში, კანაბინოიდები მინიმუმ ორ წლამდე სტაბილურად ინარჩუნებენ ხარისხს და უფრო დიდხანსაც, ვინაიდან ზეთოვანი მასა ძალიან ნელა კარგავს თავის თვისებებს. კანაფის მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით შენახვა საშუალებას გაძლევთ უკეთ აკონტროლოთ ტემპერატურაც.

ჰაერის კონტროლი კანაფის შესანახად

ბუნებრივია, კანაფს სჭირდება ჟანგბადი ზრდისა და ქიურინგის დროს. ასევე, მისი კონტეინერში შენახვისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰაერის სწორი რაოდენობით მიწოდებას, რათა არ დავკარგოთ ხარისხი და თავდაპირველი კონსისტენცია. ჰაერის სასურველზე მცირე რაოდენობამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ტენიანობის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენახვამდე ვერ მოხერხდა კანაფის სრული გამოშრობა.

მეორე მხრივ კი, ზედმეტი ჰაერი დააჩქარებს დეგრადირების პროცესს, ვინაიდან კანაბინოიდები და სხვა ორგანული ნაერთები ჟანგბადთან რეაქციაში შედის და ადვილად მოწყვლადია. არსებობს უამრავი მექანიკური და ელექტრონული ვაკუუმის ტუმბოები, რომლებიც დაგეხმარებათ, დააბალანსოთ ჟანგბადის რაოდენობა თქვენს კონტეინერებში.

როგორ შევინახოთ კანაფი

შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ნეიტრალური მუხტის მქონე კონტეინერები, მაგალითად მინის ქილები.

გამოიყენეთ ჰიგირომეტრი ან ბოვედა, რათა დააფიქსიროთ და აკონტროლოთ ტენიანობის დონე.

გამოიყენეთ ვაკუუმხუფებიანი (ჰერმეტული თავსახური) ქილები და კონტეინერები, რითიც მინიმუმამდე დაიყვანთ ჟანგბადის ზემოქმედებას.

განაცალკევეთ სხვადასხვა ჯიშები, რათა  შეინარჩუნოთ მათი ინდივიდუალური არომატი.

მუდმივად ადევნეთ თვალი შენახვის ახალ მეთოდებს. კანაფის ინდუსტრია ყოველდღიურად იზრდება და არაერთი კომპანია გვთავაზობს ახალი თაობის ინსტრუმენტებს თქვენი ყვავილედების უსაფრთხოდ შესანახად.

როგორ არ შევინახოთ კანაფი

ნუ შეინახავთ მაცივარში – ტენიანობის და ტემპერატურის დონეების მერყეობა ზრდის ჭრაქისა და ობის გაჩენის ალბათობას.

არ შეინახოთ საყინულეში – ყინვის ტემპერატურა ნაზ ტრიქომებს გადააქცევს მყიფედ და გამოყენებისას ლოლუებივით ჩამოიშლებიან.

ნუ გამოიყენებთ პლასტმასის ფუთებს და კონტეინერებს. პლასტმასს აქვს სტატიკური მუხტი, რომელიც აზიანებს ტრიქომებს. თუ იძულებული ხართ მაინც გამოიყენოთ ისინი, მხოლოდ ცოტა ხნით და მცირე რაოდენობის კანაფის შესანახად გამოგადგებათ.

არ შეინახოთ იმ მოწყობილობებთან ახლოს, რომლებიც გამოყოფენ სითბოს. პირიქით, შეინახეთ უბრალო თაროზე, ბუფეტის ძირზე, ან თქვენი სახლის ფუნდამენტში – ღვინის სარდაფის მსგავს პირობებში.

არ გამოიყენოთ თამბაქოს (სიგარის) ჩასადები ყუთები – მათი უმეტესობა მზადდება კედრის ხისგან. მას აქვს სპეციფიური ზეთოვანი შემადგენლობა, რომელიც შეიძლება შეერიოს თქვენი კანაფის არომატს. ასეთ ყუთებს მოყვება პროპილენგლიკოლიანი ღრუბელი ტენიანობის რეგულირებისთვის, რითიც ზედმეტად გაჯერდება თქვენი ყვავილედები.

არ შეინახოთ საფქვავი, ფაიფი და კანაფის სხვა ატრიბუტიკა ყვავილედებთან ერთად. ფერფლი და კანაფის ნამწვი ზეთოვანი პროდუქტები დიდხანს ნარჩუნდება და ნებისმიერ კონტეინერს მისცემს უსიამოვნო სუნს. ამასთანავე, უბრალოდ კარგი ტონია, შეინახოთ თქვენი ნივთები ცალ-ცალკე და სუფთად.

მარიხუანას შესანახი სხვა ფაქტორები

კანაფის შემცველობის ნაწარმს, როგორიცაა საკვები და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები, შენახვის სხვადასხვაგვარი წესები აქვს. მათ დიდი ხნით შენახვას არ გირჩევთ. მიყევით კონკრეტული პროდუქტის გამოყენების  ინსტრუქციებს და ისე შეინახეთ, როგორც სხვა საკვებს ინახავთ.

ალკოჰოლური მიქსტურები და კანაფის მსგავსი კონცენტრატები ობისა და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა, რასაც მათში არსებული ბიოლოგიური მატერიალის სიმცირე განაპირობებს. მიუხედავად ამისა, მათი შენახვისასაც გირჩევთ, გართულებების თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე გამოიჩინოთ.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.