როგორ უნდა გადაიღო კარგი ფოტოები კონკურსისთვის?

როგორც იცით 5 მარტს სტარტს აიღებს კანაფის თასი “Cannapedia Growers Cup 2020 – InDoor GrowMaster”. თასში მონაწილეებს მოუწევთ ყოველ ოთხშაბათ საღამოს რეპორტის დადება ფოტოს ან ვიდეოს სახით.

კარგი რეპორტისთვის საჭიროა კარგი ფოტოები.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ , რომ ჩვენ ხელოვნების ნიმუშს არ ვეძებთ. ფოტოს პროფესიონალური ხარისხი მხოლოდ მცირე როლს თამაშობს შეფასების პერიოდში.

თუმცა უპირატესობის მოსაპოვებლად გამოსადეგი რჩევები შევაგროვეთ, რათა მაქსიმალურად დაზოგო შენი დრო და ენერგია , თუმცა მაინც საჭირო შედეგი მიიღო

სინათლის განსაზღვრა

განათება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია როცა სურათს იღებ , ეს წესი შენობის გარეთაც მოქმედებს და შიგნითაც.

დახურულ სივრცეში გადაღება

თუ გინდა სურათი მცენარეს ან კანაფის რომელიმე მატერიას გადაუღო, შეგიძლია სანათები დაუმონტაჟო კარგი განათებისთვის.

პირველ რიგში შეგიძლიათ გამოიყენო ფონის განათება, რაც სურათის სიწმინდეს გამოკვეთავს და სიღრმის აღქმას მოგცემთ შეხედეთ განსხვავებას ქვედა ორ სურათში.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანია წინა განათებები , რაც სურათს ბალანსს შესძენს , მოკლედ , მნიშნველოვანია გაზომო მანძილი საიდანაც სინათლე მოდის. რაც უფრო შორსაა სინათლე , მით უფრო არეულია სურათის განათებაც.

როცა ფონისა და წინა განათებების დაყენება წარმატებით მოხდება სურათი ბევრად უფრო დახვეწილ იერსახეს მიიღებს. ნახე ქვემოთ მოცემული ნიმუში.

შენობის გარეთ გადაღება

თუ სურათის გადაღება შენობის გარეთ განიზრახე , დღის გარკვეული მონაკვეთი უნდა აარჩიო , როცა მზის სხივები შენ სურათს ხელის შეშლის ნაცვლად უფრო დახვეწილს გახდის.

ფოტოგრაფებისთვის ოქროს საათებად  მზის ამოსვლიდან 2 საათის შემდეგ და მზის ჩასვლამდე 2 საათით ადრე პერიოდი ითვლება. მზე დაბლაა , და ცა ჩრდილების კონტრასტს არ იწვევს და როგორც წესი განათებაც საკმაოდ ხარისხიანი გამოდის.

თუ ღრუბლიანი ამინდია და მზე არსად ჩანს ნუ ინერვიულებ. ღრუბლიანი და ნისლიანი დღე ნაზ და ბუნებრივ ნათებას შემატებს შენი სურათის ატმოსფერულ ელემენტებს.

ბოლოს კი , თუ სურათის გადაღება ღამით გინდა , ეცადე ის პერიოდი აარჩიო, როცა მთვარე უკვე კარგად არის ამოსული და მაქსიმალური სიკაშკაშით ანათებს , ეს შენ სურათს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

გამოიყენე შტატივი

ვიცი , ვიცი ეს ყველას არ აქვს და არც ყველა იყიდის მხოლოდ იმიტომ , რომ ჩვენი თასი მოიგოს.

თუ ინტერნეტში იაფფასიან შტატივს წააწყდები  , ძალიან კარგი , თუმცა მაინც , შტატივის გარეშეც მრავალი გზა არსებობს შენი კამერის და ტელეფონის ფიქსირებისთვის.

შტატივის გამოყენების მთავარი მიზეზი დაბურული სურათებისგან თავის დაცვაა , რასაც სურათის გადაღებისას ხელის ოდნავი გამოძრავებაც კი იწვევს.

როგორც კი შტატივს ადგილზე მოათავსებ მოემზადე სურათის გადასაღებად , დააყენე შენი კამერა ტაიმერის რეჟიმში , რაც 5-10  წამს მოგცემს იმისთვის , რომ მოშორდე შტატივს და სურათი შენი ჩრდილით არ გააფუჭო.

იფიქრე განსხვავებულად.

აქამდე ნანახი ფოტოებიდან გამომდინარე , ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ მნიშვნელოვანია ხალხის მასის აზრს გამოეყო, რათა ჟიურისა და ამომრჩეველთა ყურადღება მიიპყროთ.

მართალია მოგვწონს მცენარის გაზრდის სურათების ნახვა , თუმცა  კრეატიულ იდეებსა და ღრმა წარმოსახვის უნარს ყოველთვის მივესალმებით.

მონტაჟისთვის დრო არ დაგენანოს

არ არის აუცილებელი იყო ფოტოშოპის ექსპერტი იმისთვის რომ შენ სურათს სილამაზე შემატო. ტელეფონების და კამერების უმეტესობას თავადვე გააჩნია ისეთი ფუნქციები , როგორიცაა ავტომატური გამოკვეთა , ფოკუსი , ამოჭრა , ფერების შეცვლა , სინათლის და სიკაშკაშის რეგულირება და სხვა.

ნუ დაგენენება დრო , ნახე შენი სურათის მოდიფიკაციის ყველა შესაძლო ვარიანტი  და ეცადე მაქსიმალურად გამოეყო დამკვიდრებულ აზრებსა და შეხედულებებს სურათის გადაღებასთან დაკავშირებით.

„Cannapedia Growers Cup“ სტარტს 2020 წლის 5 მარტს აიღებს.

მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულ და პრო მებაღეებს.
ჩემპიონატის ხანგრძლივობა – 16 კვირა.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.