სად იზრდება კანაფი: ინდიკას და სატივას სამშობლო

ბუნებრივ პირობებში ყველაზე ხშირად, თავისით ამოსული გხვდება კანაფის ჯიში, რომელსაც რუდერალისი ეწოდება. უმეტესწილად, სწორედ მას გულისხმებ, როდესაც ამბობენ, რომ კანაფს ყველგან შეუძლია ამოსვლა და გაზრდა. ხოლო რუდერალისის სპეციალურად გამოყვანილი მოძმე ჯიშები მასზე ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან.

რუდერალისის მთავარი განსხვავება სატივა და ინდიკისგან არის THC-ის შემცველობა, რაც დაახლოებით 1-4% არის, ამიტომ გროუერებისთვის ის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, თუმცა იგივეს ვერ იტყვი სელექციონერებზე. რუდერალისი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ სიცოცხლის მოყვარულია, ამიტომ სელექციონერები მის გენებს იყენებენ ჰიბრიდული ჯიშების სტაბილიზაციისთვის და ავტომოყვავილე ჯიშების გამოსაყვანად.

ამ სტატიაში ყურადღება დაეთმობა ინდიკას და სატივას, რადგან, რუდერალისისგან განსხვავებით, მათი ბუნებრივი გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და პლანეტაზე მხოლოდ რამოდენიმე ადგილი თუ შეიძლება ჩაითვალოს მათ მშობლიურ მხარედ.

ანაპურნის წრე (ნეპალი)

ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ადგილი სადაც კანაფი იზრდება – ეგრედწოდებული “ანაპურნის წრე”. ასეთი სახელით არის გაერთიანებული ჰიმალაის მთების გარკვეული რეგიონი, რომელიც განლაგებულია ჩინეთის, ჩრდილო ინდოეთის და სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში გვხვდება კანაფის ყველა ტიპი – ინდიკა, სატივა და რუდერალისი. თუმცა, აქ ისინი მხოლოდ იზრდებიან. ბევრად უფრო საინტერესო იმ ადგილებთან გაცნობა, რომლებიც კანაფის ამ ტიპების სამშობლოებად ითვლებიან. რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ინდიკა

ინდიკას ტიპის კანაფის სამშბოლოდ მიიჩნევა ტერიტორია რომელზეც მდებარეობს ავღანეთი, მაროკო და პაკისტანი. მოცემული ჯიშის კანაფს ახასიათებს სხვებთან შედარებით, დაბალი სიმაღლე, გაბუჩქულობა და მყარი ყვავილედები. ბევრი ცნობილი სიდბნაკის ბრიდერები ამჯობინებენ რომ თავის კვლევებში და პრაქტიკაში გამოიყონენ კანაფის ის ჯიშები, რომლებიც სწორედ ამ რეგიონებიდან არიან ჩამოტანილი.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ეგრეთ წოდებული “ავღანკა”. ეს არის ინდიკის ტიპი, რომელმაც თავისი სახელი დაიმსახურა იმის გამო, რომ იზრდება ავღანეთის ტერიტორიაზე, ასევე პაკისტანის ზოგ რეგიონშიც. ამ ტიპის კანაფის მახასიათებლებია THC-ის მაღალი შემცველობა, ყვავილედების წებოვნება (ე.წ ფისი) და კომპაქტური ზომა.

სატივა

სატივის ტიპის კანაფი წარმოიშვა ტროპიკული რეგიონებიდან ეკვატორული კლიმატით. ასეთ რეგიონებად ითვლება ტაილანდი, კოლუმბია და მექსიკა. ზოგ წყაროში ასევე მოიხსენიებენ თანამედროვე ყაზახეთის და უზბეკეთის რეგიონებს, უფრო იშვიათად – თურქმენეთის რეგიონს. ამ ტიპის კანაფი ასევე შესაძლოა შეგხვდეთ ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, რომლებიც არ არიან განლაგებული ეკვატორისგან შორს. ჩვენს ტერიტორიაზე ველურად ამოსული სატივა ტიპის კანაფის ნახვა დიდი იშვიათობაა, რადგან ის უფრო მომთხოვნია გარემოპირობების მიმართ და უფრო დიდხანს ყვავილობს ვიდრე ინდიკა – ამიტომ ამ ტიპს მხოლოდ ის რეგიონები შეესაბამებიან, სადაც დიდი ზაფხული იცის. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სატივა სხვაგან ვერ გაიზრდება, თუმცა საბოლოო პროდუქტის ხარისხს ნამდვილად შეუძლია ამისგან იზარალოს.

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.