სამედიცინო კანაფის თაობაზე ხშირად დასმული კითხვები

რა არის კანაფი?

კანაფის მცენარის კულტივირება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. კანაფის თითოეული სახეობა უნიკალური თვისებების მატარებელია; ზოგი სახეობისგან უფრო გამძლე ქსოვილი მზადდება, ზოგი საკვებადაა უკეთესი, არსებობს სამედიცინო თვალსაზრისით უფრო გამოსადეგი სახეობები, ზოგი კი ფსიქოდელიურ ეფექტს იწვევს. კანაფად მოიხსენიებენ, როგორც მცენრაე კანაფს ასევე კანაფის მცენარის ფოთლების ან ყვავილის ნედლ ნარევსაც.

რა არის მარიხუანა?

კანაფის მცენარის ფოთლების ან ყვავილის გამომშრალი ნარევი, კულტივირებული კანაფის მცენარე მოხმარებული რეკრეაციული ან სამედიცინო მიზნით. „მარიხუანა“ და „კანაფი“ ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები. მარიხუანა ყველაზე ხშირად ცნობიერების შესაცვლელად რეკრეაციული მიზნით გამოიყენება, თუმცა, კანაფისგან ასევე ამზადებენ ბაწრებს, ხდიან ზეთს, რომელიც საწვავ და საპოხ მასალადაც გამოიყენება; ამასთან, მარიხუანას არაერთი სამედიცინო დანიშნულება აქვს.

რა არის ენდოკანაბინოიდური სისტემა?

ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ენდოკანაბინოიდებისგან (ადამიანის ორგანიზმის შიდა წარმოშობის კანაბინოიდები), კანაბინოიდური რეცეპტორებისგან და ენდოკანაბინოიდების სინთეზში და დაშლაში მონაწილე ფერმენტები. მეცნიერებმა, სპეციფიკურად ტეტრაჰიდროკანაბინოლზე (THC) მგრძნობიარე რეცეპტორების უბნებს მიაკვლიეს, რაც ნიშნავს, რომ ტვინში ბუნებრივი ნეიროტრანსმიტერები არსებობს, რომლებიც აღნიშნული რეცეპტორების უბნებს ერგება და ტვინის იმავე ნაწილებზე აქვს გავლენა, რაზეც მარიხუანას. ტვინის ამ ქიმიურ ნივთიერებებს ენდოგენური კანაბინოიდი ნეიროტრანსმიტერები ან ენდოკანაბინოიდები ეწოდება.

რა არის კანაბინოიდები?

კანაბინოიდები არის კანაფის მცენარეში აღმოჩენილი ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ სპეციფიურ რეცეპტორებზე ადამიანის ტვინში და სხეულში. ყველაზე მეტად შესწავლილი კანაბინოიდები არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). 102 ცნობილი კანაბინოიდიდან შესაძლოა სხვა ნივთიერებებსაც ჰქონდეთ სამედიცინო პოტენციალი. კანაბინოიდები ასევე ნანახია ადამიანის სხეულში (ენდოკანაბინოიდები). სამედიცინო მიზნით გამოყენებული კანაბინოიდი შეიძლება წარმოშობილი იყოს მცენარე კანაფიდან (ფიტოკანაბინოიდები) ან წარმოებული იყოს სინთეზურად ლაბორატორიაში (სინთეზური კანაბინოიდები). სინთეზური კანაბინოიდები მოქმედებენ იგივე რეცეპტორებზე, რომელზეც მოქმედებენ ბუნებრივი კანაბინოიდები და იწვევენ იგივე ეფექტს. სინთეზური კანაბინოიდების ქიმიური სტრუქტურა შესაძლოა არ იყოს ბუნებრივი კანაბინოიდების სტრუქტურის მსგავსი.

რა არის სამედიცინო კანაფი?

სამედიცინო კანაფი არის ლეგალური, მაღალი ხარისხის, სტანდარტიზირებული პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ფარმაცევტული ლაბორატორიის პირობებში ნედლი კანაფისგან. კანაფის ფარმაცევტული ნაწარმებში გამოიყენება კანაფის მოდიფიცირებული აქტიური კომპონენტები, რომლებიც აძლიერებენ თერაპიულ სარგებელს და ამცირებენ გვერდით ეფექტებს. ფარმაცევტულ ნაწარმში პროდუქტის სიძლიერე/დოზირება არის გაკონტროლებული და სტანდარტიზირებული.

რა განსხვავებაა სამედიცინო კანაფს და რეკრეაციულ კანაფს შორის?

სამედიცინო კანაფი წარმოებულია მკაცრი ფარმაცევტული კონტროლის პირობებში. ექიმებმა და ფარმაცევტებმა ზუსტად იციან რას და რა დოზით შეიცავს პროდუქტი. სამედიცინო მარიხუანა, როგორც წესი, წარმოებულია შემდეგი ფორმით – აბი, კაფსულა, შესასხურებელი, ნაყენი, ზეთი.

რეკრეაციული კანაფის შემადგენლობა, პოტენცია და ხარისხი ხშირად უცნობია/გაურკვეველია. რეკრეაციული კანაფის მიღება, როგორც წესი, მოწევის გზით ხდება.

რა არის სამედიცინო კანაფის სარგებელი?

დღეისათვის არსებობს სხვადასხვა სიძლიერის მტკიცებულებები სამდიცინო კანაბინოიდების დადებით თერაპულ ეფექტზე შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გარკვეული კატეგორიის ბავშთა ეპილეფსია
  • სპასტიკურობა და ტკივილი გაფანტული სკლეროზის დროს
  • არა სიმსივნური გენეზის ქრონიკული ტკივილი
  • ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო კანფი გამოიყენება 60-ზე მეტი მდგომარეობის სამართავად, ყველაზე ხშირად კი ნიშნავენ შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი
  • კახექსია
  • კიბო
  • ეპილეფსია/გულყრები
  • გლაუკომა
  • აივ/შიდსი
  • გაფანტული სკლეროზი
  • ღებინება
  • ტკივილი
  • კუნთთა მდგრადი სპაზმი
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

სამედიცინო კანფი პოტენციური გამოყენება სხვა მიმართულებებით აქტიურად შეისწავლება მიმდინარე მრავალ კლინიკურ კვლევაში.

რა არის სამედიცინო კანფის გვერდითი ეფექტები?

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, სამედიცინო კანაფის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები. ყველაზე ხშირად ესენი არის გულისრევა და ღებინება, მადის დარღვევა, გაბრუება, სისუსტე, ბალანსის დარღვევა, დიარეა, კონცენტრაციის სირთულე, მეხსიერების პრობლემები.

ბევრ სხვა მედიკამენტთან შედარებით, კანაბინოიდებს აქვს უკეთესი უსაფრთხოების პროფილი. კანაბინოიდების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირებული არ არის. THC-სთან ასოცირებული გერდითი მოვლენები, როგორც წესი, ექვემდებარება კონტროლს/შემცირებას „დაიწყე მცირედით და იარე ნელა“ (start low and go slow) დოზირების სტრატეგიის გამოყენებით.

შეიძლება თუ არა ავტომობილის მართვა კანაფის მიღების შემდეგ?

კანაფის შემცველ პროდუქტებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ყურადღებასა და კონცენტრაციაზე. რეკომენდირებულია, რომ ადამიანებმა, რომლებიც იღებენ სამედიცინო კანაბინოიდებს არ მართონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული სამედიცინო კანაფის მედიკამენტები?

რამდენიმე კანაბინოიდ-შემცველ სამედიცინო პროდუქტს მიღებული აქვს ავტორიზაცია და გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებში. ყველაზე მეტად გავრცელებული პროდუქტებია:

მარინოლი (Marinol) და სინდროსი (Syndros) (აქტიური ნივთიერება – დრონაბინოლი): კაფსულები ან დასალევი ხსნარი, რომელიც შეიცავს სინთეზურ THC-ს. დრონაბინოლი ინიშნება (1) შიდსით გამოწვეული ანორექსიის დროს და (2) ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების დროს.

ცეზამეტი (Cesamet) და კანემეტი (Canemes) (აქტიური ნივთიერება – ნაბილონი): კაფსულები, რომელიც შეიცავენ სინთეზურ THC-ს. ინიშნება ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების დროს.

სატივექსი (Sativex) (აქტიური ინგრედიენტი – ნაბიქსიმოლსი): სამედიცინო პროდუქტი, რომელიც შეიცავს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით THC-ს და CBD-ს. გამოიყენება პირის ღრუში (ლოყაზე ან ენის ქვეშ) შესასხურებელი სპრეის სახით. ინიშნება გაფანტული სლეროზის დროს კუნთების სპასკიტურობის სამკურნალოდ. 

ეპიდიოლექსი (Epidiolex) (აქტიური ნივთიერება – CBD): მცენარიდან მიღებული დასალევი ხსნარი. ინიშნება ლენოქს-გასტაუტის სინდრომის და დარვეტის სინდრომის დროს განვითარებული გულყრების სამკურნალოდ 2 და მეტი წლის ასაკის პაციენტებში.

რომელ ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი სამედიცინო კანფი?

სამედიცინო კანაფი ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში:

ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, მალტა, ნიდერლანდები, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, იამაიკა, ბარბადოსი, ბერმუდა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ისრაელი, მალავი, მექსიკა, მაროკო, პერუ, რუანდა, სამხრეთ აფრიკა, შრილანკა, ტაილანდი, ურუგვაი, ვანუტუ, ზამბია, ზიმბაბვე.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.