
სასუქები და მათი მნიშვნელობა მცენარისათვის
N P K სასუქები
როცა მცენარის გაზრდას გადაწყვეტთ, ადრე თუ გვიან მიადგებით ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გამოვიყენოთ თუ არა სასუქები და თუ კი, რა რაოდენობის.
დასაწყისისთვის გეტყვით რომ მცენარის გაზრდა სასუქების გარეშეც არის შესაძლებელი, თუმცა იმ შედეგს რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ სურათებში გინახავთ, ხშირ შემთხვევაში ვაღწევთ სასუქებით.
და მიანც რა არის სასუქი?
მარტივად რომ ვთქვათ, სასუქი არის იმ მიკრო და მაკრო ელემენტების ერთიანობა, რომელიც საჭიროა მცენარის გასაზრდელად. ხშირ შემთხვევაში ის გვხვდება სითხის სახით, რომელიც უნდა გაზავდეს წყალში. (გაზავების დოზები დამოკიდებულია მწარმოებელზე) მაგრამ დაიმახსოვეთ, სასუქის მიცემის მთავარი წესი! რაც მეტ სასუქს გამოიყენებთ მცენარე უფრო მალე ან დიდი არ გაიზრდება. ამ შემთხვევაში მთავარია მისი დროული და ზუსტი დოზით გამოყენება.

რა არის N P K სასუქი?
ძირითად შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვარჩევთ სასუქებს, შეფუთვაზე გვხვდება წარწერა “N P K”. ეს გახლავთ ის მთავარი 3 ელემენტი რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა მცენარის გასაზრდელად. რა თქმა უნდა გაზრდაში სხვა უამრავი მიკროელემენტიც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ეს სამი უმთავრესია. აქვე განვმარტოთ ისინი:
N (Nitrogen) – აზოტი. მას პირდაპირი კავშირი აქვს მცენარის ზომაში ზრდასთან და გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში.
P (Phosphorus) – ფოსფორი. ეს გახლავთ ის უმნიშვნელოვანესი ელემენეტი, რომლიც აყალიბებს მცენარის ყვავილებს.
K (Potassium) – კალიუმი. თუ ფოსფორი აყალიბებს მცენარის ყვავილებს, კალიუმი ზრუნავს მათ წონაზე და სიმკვრივეზე.
ხშირ შემთხვევაში სასუქის შეძენისას მის შეფუთვაზე აწერია ციფრები, მაგალითად 9–3–6, რომელიც გვამცნობს 3 მთავარი ელემენტის N-P-K პროპორციულ მასურ წილს. ანუ მოცემულ შემთხვევაში არის აზოტის (N) 9, ფოსფორის (P) 3 და კალიუმის (K) 6 პროპორციული მასური წილი. ანუ ეს სასუქი კარგია ვეგეტაციისთვის რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს, რომელიც როგორც ზევით აღვნიშნეთ საჭიროა მცენარის ზომაში გასაზრდელად. ახლა კი როდესაც რაღაც წარმოდგენა უკვე გვაქვს სასუქებზე შეგვიძლია ვისაუბროთ თუ როდის და რა დოზებით გამოვიყენოთ ისინი.
სასუქების გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია მცენარეს მივაწოდოთ სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტები მაშინ, როცა ეს მას ჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არც თუ ისე სასურველი იქნება. ხოლო იმისთვის რომ გავიგოთ როდისაა ამა თუ იმ სასუქის მიცემის დრო, საჭიროა გავერკვიოთ მცენარის სიცოცხლის ციკლში, რომელიც თესლის აღმოცენებისთანავე იწყება.
სასიცოცხლო ციკლი
მცენარის სასიცოცხლო ციკლი იყოფა ორ ძირითად ეტაპად.
- ვეგეტაცია (Vegetation)
- ყვავილობა (Bloom)
შესაბამისად სასუქებს ვიყენებთ იმის მიხედვით თუ რომელ ეტაპზეა ჩვენი მცენარე.
ვეგეტაციის პერიოდში მცენარე იზრდება ზომაში და იკეთებს ახალ ღეროებსა და ფოთლებს. შესაბამისად ამ დროს ჩვენი მიზანია მცენარეს მივცეთ ის სასუქი რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით აზოტს და დაბალი რაოდენობით ფოსფორს. რადგან აზოტი ეხმარება მას ზრდაში.
ყვავილობის პერიოდში კი, როდესაც მცენარე სრულიად კონცენტრირებულია ყვავილების გაკეთებაზე ჩვენი მიზანი აღარაა მისი ზომაში ზრდა, შესაბამისად მას ვაძლევთ ისეთ სასუქს რომელშიც დაბალია აზოტი, ხოლო ფოსფორი და კალიუმი მაღალი. მაგალითად 2–7–7.
ორგანული VS ქიმიური სასუქები
არსებობს სასუქების ორი ტიპი:
- ორგანული
- ქიმიური
მათი მთავარი განმასახვავებელი ფაქტორი ის გახლავთ რომ ორგანული არის სუფთა, ბუნებრივი გზით მიღებული სასუქი, ხოლო ქიმიური — როგორც სიტყვა გვეუბნება ქიმიურად.
შესაბამისად ორგანული სასუქი ღირს უფრო ძვირი ვიდრე ქიმიური, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები:
ორგანული სასუქი
- ყვავილების ბუნებრივი სურნელი
- არ გამოიყენება ჰიდროპონიკულ სისტემებში
ქიმიური სასუქი
- მაღალი მოსავლიანობა
- სწრაფი ზრდა
- გამოიყენება ჰიდროპონიკულ სიტემებში
სასარგებლო ინფორმაცია
გახსოვდეთ რომ როდესაც სასუქებს აზავებთ წყალში, სანამ მორწყავთ აუცილებლად შეამოწმეთ ნაზავის (სასუქები+წყალი) pH (მჟავიანობა), რადგან სასუქებს შეუძლიათ იმოქმედონ წყლის pH ზე და შეცვალონ იგი.
აქვე დაიმახსოვრეთ რომ სასუქის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, როგორი ზრდისთვისაა ის განკუთვნილი. ჰიდროპონიკური სისტემა, ნიადაგი, ქოქოსის ნიადაგი და ასე შემდეგ.
იმის მერე რაც უკეთესად გაერკვიეთ სასუქებში, საბოლოო ჯამში თქვენი გადასაწყვეტია თუ რომელი ტიპის სასუქს აირჩევთ თქვენი მცენარისთვის.
რაც შეეხება მათ მწარმოებლებს, აქაც საკმაოდ დიდი არჩევანია:
Advanced Nutrients
Fox Farm
Plagron
BioBizz
და კიდევ უამრავის ჩამოწერა შეიძლება.
დღესდღეობით საქართველოში მეტად გავრცელებულია General Hydroponics Flora Trio. თუმცა ბოლო წლებში ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა და დამსახურებული ადგილიც დაიკავა Advanced Nutrients-მა,
ეს გახლავთ ამერიკული სასუქების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდო მიიღო თავისი წვლილისთვის მცენარეთა მოვლაში.
მათი გამოყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე კონკურენტების პროდუქტების.
Advanced Nutrients GROW-MICRO-BLOOM
იგი შედაგენს 3 სასუქის ერთიანობას, საიდანაც თითოეული მნიშვნელოვანია მცენარის ზდისთვის. ესენია:
- Grow
- Micro
- Bloom
სწორედ მათი ერთიანობით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.
ყველაზე მთავარი კი რაც მას გამოარჩევს კონკურენტებისგან არის pH perfect technology. ეს გახლავთ ბოლო წლებში შემუშავებული ტექნოლოგია რომლის მიხედვითაც სასუქი წინასწარ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელიც თავისით აბალანსებს ph ს ნიადაგში. ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება რომ მცენარის ზრდის პროცესში არ აირიოს pH. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი გვარწმუნებს, მისი სასუქის შეძენის შემთხვევაში შეგვიძლია სამუდამოდ დავივიწყოთ pH ის გაზომვა მორწყვისას, მაინც გირჩევდით ყოველთვის შეამოწმოთ ის, რადგან თუნდაც 1 მილიგრამით მეტი სასუქის მიცემამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს pH ზე, გარდა ამისა მწარმოებელს არ აქვს გათვალისწინებული იმ წყლის pH რომელსაც თქვენ იყენებთ მცენარის მორწყვისას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ტექნოლოგია ნამდვილად გაგიმარტივებთ საქმეს და აგაცილებთ თავიდან ბევრ უსიამოვნებას, თუმცა სამუდამოდ რომ დავივიწყოთ pH ის არსებობა არც ესაა კარგი.
სტატიის წარმომდგენია