ყველა დროის 21 საუკეთესო “დაბოლილი“ თამაში

„Weed game” კანაფის ინდუსტრიის სლენგია და ერთერთი საუკეთესო ხერხი, რომ მოწევის პროცესი მეგობრების გარემოში, კიდევ უფრო მხიარული და სასიამოვნო იყოს.

წაიკითხეთ სტატია, მოიმარაგეთ „მასრები“ და სათანადოდ მოემზადეთ შემდეგი „მეგობრული შეხვედრისთვის“.

1. მე არასდროს არ ….

 სასიამოვნოდ მოეწყეთ და დარწმუნდით, რომ ბალახი ყველასთვისაა, #გამასრეთ რამდენიმე ჯოინთი და დაიწყეთ თამაში…

თამაშს იწყებს ერთერთი, რომელიც აკეთებს მარტივ განცხადებას – „ მე არასდროს არ …..“ და იძახის ისეთ რაღაცას, რაც არასდროს ჩაუდენია, არ შემთხვევია (რასაკვირველია ტყუილებს არ ვართ) თამაშის მონაწილეებიდან, ვისაც ის რაც წინამორბედმა თქვა, გამოცდილი აქვს, არტყამს ნაფაზს, ხოლო ვისაც არ აქვს, გამოტოვებს და აწვდის შემდეგს საათის ისრის მიმართულებით.

2. მედუზა

დასხედით წრეზე და დახუჭეთ თვალები, ან უბრალოდ ძირს დაიხედეთ. ხუთ თვლაზე,  ყველა ახელს თვალს, ან სწევს თავს და უყურებს ნებისმიერ წრეზე მჯდომ ერთერთ ადამიანს. თუ ის, ვისაც თქვენ უყურებთ, სხვაგან იხედება, უსაფრთხოდ ხართ. და თუ თქვენი მზერის ობიექტი თქვენ გიყურებთ, მაშინ ორივე ყვირით „მედუზა“! და ერთდროულად უკიდებთ ჯოინთებს.

3. Jammin’

თავისი კონცეფციით, ეს მარტივი თამაშია. მაგრამ, საჭიროა რომ თამაშის ყველა მონაწილეს, საკუთარი ჯოინთი ჰქონდეს. ჩართეთ ბობ მარლის სიმღერა „Jammin’“ და ყოველ ჯერზე, როდესაც სიმღერაში სიტყვა „Jammin“ ან „Jam“-ს  მოისმენთ, დაარტყით ნაფაზი.

ფრთხილად იყავით, როდესაც სიმღერის დასასრულს, ბექ ვოკალისტები 4 წამში ოთხჯერ იძახიან სიტყვას. ნებსმიერ შემთხვევაში, ასეთი მოწევა ძალიან სახალისო და უნიკალური გამოცდილება იქნება. ნანატრი სიამოვნებაც მალე მოვა და მომავალში, ბობ მარლის ხსენებისას, მუდამ ეს თამაში გაგახსენდებათ.

4. „დაბოლილი“ ჯენგა

სათამაშოდ ჯენგას ბლოკები და რამდენიმე მასრა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ჯერ მოწიოთ და შემდეგ ითამაშოთ, ან ჯერ საგანგებოდ მოემზადოთ და ისე დაგეგმოთ თამაში რომ თან გაერთოთ და თან მოწიოთ. ამისთვის, პერმანენტული მარკერით, ჯენგას რამდენიმე ბლოკს, (შეგიძლიათ ყველას) სპეციალური დავალება წააწერეთ. ბლოკების აწყობისას, ნაწერები შიდა მხრიდან უნდა განათვსოთ რომ არ ჩანდნენ. როდესაც მოთამაშეს გამოღებული ქვა წარწერიანი შეხვდება, მოუწევს იმ დავალების შესრულება, რაც ქვაზე ეწერება. ( დავალებები ძირითადად ასეთი ტიპისაა: „ორი ნაფაზი“, „ხელებზე დადექი და ნაფაზი ისე დაარტყი“….) შეგიძლია ფანტაზია ბოლომდე გაშალოთ, და ყველაზე უცნაური, სასაცილო თუ ძნელად შესასრულებელი ამოცანები მოიფიქროთ. რათა ასეთი წესებით და ასეთ გარემოში ნათამაშები ჯენგა, დიდხანს და სასიამოვნოდ დაგამახსოვრდეთ.

5. Power Hour

ტექნიკურად ეს არცაა თამაში, თუმცა Power Hour შესანიშნავი გზაა განსხვავებულად მოწევისა და გართობისთვის. თქვენ მხოლოდ საყვარელი მუსიკის შერჩევა და იმდენი მასრა დაგჭირდებათ, რომ ყველას ეყოს.

პრინციპი მარტივია:

სხვადასხვა სიმღერებით და სიმღერათა ნაწყვეტებით, (სადაც ზოგი მუსიკა სრულადაა, ზოგი კი – 15. 20 ან 30 წამიანი ნაწყვეტებით) შექმენით 1-2 საათიანი მიქსი.

ასევე, შეგიძლიათ YouTube- ზე უკვე არსებული Power Hour მიქსი მოიძიოთ და ის გამოიყენოთ.

ყოველთვის, როდესაც მუსიკა იცვლება, თამაშის ყველა მონაწილე ვალდებულია მასთან ყველაზე ახლოს მოფ მასრას გაუკიდს და ნაფაზი დაარტყას. დროის სვლასთან ერთად, თამაში სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

6. ვიდეო თამაში

ჩართეთ თქვენი საყვარელი ვიდეო თამაში და შეეჯიბრეთ ერთმანეთს. როდესა თამაში დასრულდება,მხოლოდ  გამარჯვებულს აქვს უფლება მოწიოს წინასწარ შეკეთებული მასრა. ან, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დააწესოთ საკუთარი წესები: გამარჯვებულს ხვდება 3, 4 ან 5 ნაფაზი, ყველა სხვა დანარჩენს კი თითო.

7. როკ ჯგუფი

ამ შეჯიბრისთვის, იდეალურია ვიდეო თამაში – Rock Band, ან Guitar Hero. თამაშობს 2-5 მონაწილე.

წინასწარ განსაზღვრეთ ქულა,რომლის მიღწევისასაც, მოთამაშეს აქვს უფლება დაარტყას ერთი,ან ორი ნაფაზი. შეგიძლიატ როგორც ჯგუფურად, ასე ერთი-ერთზეც ითამაშოთ. მთავარია წინასწარ განსაზღვროთ წესები და შემდეგ ზუსტად ამ წესების მიხედვით მოწიოთ.

8. კინოჩვენება

მათთვის, ვისაც ნაკლები მოძრაობა და მეტი მოწევა სურს, „კინოჩვენება“იდეალური თამაშია.

აირჩიეთ ყველასთვის სასურველი ფილმი და წინასწარ შეთანხმდით, – რომ როდესაც რაიმე კონკრეტული მოხდება, (მაგ: თუ კომედიას აირჩევთ, – როდესაც ფილმში ვინმე ვინმეს კოცნის, ყველანი ეწევით, თუ მძაფრსიუჟეტიანს ფილმს უყურებთ, ყველანი ეწევით მაშინ, როცა ვინმე ისვრის, თუ საშინელებათა ფილმს აირჩევთ, ეწევით ყოველთვის, როდესაც ფილმში სისხლი გამოჩნდება). მოიგონეთ საკუთარი წესები, ყურადღებით უყურეთ ფილმს და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო.

9. ბონგ – პონგი

beer pong ალბათ ყველას გითამაშიათ. ეს თამაშიც მისი მსგავსია, თუმცა, ჭიქბში ლუდის ნაცვლად ბალახი ყრია, ან უკვე „გამზადებული“ მასრები დევს. როდესაც ერთერთი მოთამაშე ბურთს მასრიან ჭიქაში ჩააგდებს, თამაში პაუზდება და მისი გუნდი ეწევა. ასევე, საკუთარი ფანტაზიით შეგიძლიათ წესების მოფიქრება. პრინციპი ერთია, ჭიქაში აუცილებლად კანაფია მოთავსებული და მასში ბურთის ჩავარდნისას ეწევით.

10. Smokin’ Dice

თამაშის დასაწყებად, თქვენ Smokin’ Dice სპეციალური კამათლები დაგჭირდებათ. ( 4 კამათელი, რომელთაც სხვადასხვა დავალება/სიტყვები აწერიათ.) დასხედით წრეზე და დაიწყეთ თამაში ერთერთი მოთამაშისგან და გააგრძელეთ საათის ისრის მიმართულებით. რიგრიგობით გააგორეთ ოთხივე კამათელი და ამოიკითხეთ დავალება: პირველ კამათელზე წერია თუ ვინ უნდა შეასრულოს დავალება – შენ, შენს გვერდზე მჯდომი, ყველა მონაწილე, …) დანარჩენ სამ კამათელზე კი, წერია მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩაიდინონ პირველ კამათელზე ამოსულმა ადამიანებმა.

რასაკვირველია, ყველა დავალება მოწევას უკავშირდება და თამაშისთვის „შესაბამისად“ მომზადებულები უნდა იყოთ. ასე რომ, გაამზადეთ მასრები… შესაძლოა ეს თამაში თქვენთვის მოწევის ყვეაზე საყვარელი ფორმაც გახდეს.

11. შეიკავე ბოლი (Taxi)

დასხედით წრეზე. თამაშს იწყებს ერთერთი, რომელიც მასრას გაუკიდებს, ნაფაზს დაარტყამს და გადასცემს გვერდზე მჯდომს. თამაშის არსი იმაშია, რომ ნაფაზის დარტყმისას, ბოლი იმდენხანს უნდა შეიკაოთ, სანამ გაშვებული მასრა წრეს არ მოივლის და უკან არ დაგიბრუნდებათ.

ვინც მასრის დაბრუნებამდე ბოლს ვერ შეიკავებს, თამაშიდან ვარდება და შემდეგ ნაფაზს ვეღარ მიიღებს. თამაში რთულდება მაშინ, როდესაც ბევრი მოთამაშეა. ყველაზე ოპტიმალური კი, 4 ადამიანია.

12. Wheel Of Weed  ან უბრალოდ – „მასრის ბორბალი“

ეს თამაში წინასწარ საგანგებოდ მომზადებას მოითხოვს. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტით შეიძინოთ Wheel Of Weed , ან დაამზადოთ საკუთარი. მყარი ფურცლის, ან მუყაოსგან გამოჭერით 25-30 სმ დიამეტრის წრე, ცენტრში დასვით წერტილი და დაყავით ის თანაბარი ზომის რამდენიმე დანაყოფად. (5, 7, 10 ან 20) დანაყოფბის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ „დავალებას“ მოიფიქრებთ. რასაკვირველია, დავალებები მოწევის სასაცილო და უცნაურ ფორმას უნდა მოიცავდეს. დადეთ წრე სწორ ზედაპირზე და ცენტრში, ზევიდან  დაადეთ სპინერი, რომლის ერთი ბოლოც მონიშნული იქნება და „ისრის“ ფუნქციას შეასრულებს. .

დაიწყეთ თამაში ერთერთი ადამიანისგან და საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ სპინერი. შეასრულეთ დავალებები და ისიამოვნეთ როგორც ერთმანეთის გარემოცვით, ისე „დავალებების“ შესრულებით. J

13. სტრიპ – ჩოკერი

ეს თამაში მოითხოვს, რომ ყველას საკუთარი „მასრა“ჰქონდეს. დანარჩენი წესი მარტივია: დასხედით წრეზე და ერთდროულად გაუკიდეთ მასრებს. პირველი, ვისაც ბოლი „გამოეპარება“ (ხველების, ან ამოსუნთქვის სახით) იხდის ტანსაცმლის ერთ ნებისმიერ ნაჭერს. შემდეგ, ყველა ერთად  მეორე ნაფაზზე გადადის და იგივე მეორდება. თამაშის ხანგრძლივობა როგორც ბალახის რაოდენობაზე, ისე „გახდის“ სურვილზეა დამოკიდებული. გარწმუნებთ, თამაში ორივე შემთხვევაში ძალიან განსხვავებული და „სინტერესო“ გამოვა.

14. დაბომბვა ფერფლით

თამაშისთვის დაგჭირდებათ:

  • ფართოპირიანი ქილა ან ჭიქა
  • ხელსახოცი ან პაპირუსის ქაღალდი
  • ხურდა ან რაიმე მონეტა
  • რეზინის თასმა
  • შეკეთებული მასრები

ქილას ან ჭიქას პირზე დააფარეთ ქაღალდი, გარშემო რეზინით დაამაგრეთ და ზევიდან (ქაღალდის ცენტრში) ხურდა დაადეთ. აირჩიეთ ერთი ადამანი, ვინც თამაშს დაიწყებს და მოუკიდეთ მასრას. თამაშის წესები შემდეგია: ყველა, ვინც ერთ ან ორ ნაფაზს დაარტყამს, (წინასწარ შეთანხმდით ამაზე), იჩერებს ბოლს, ანთებული მასრით ჭიქაზე გადაფარებულ ქაღალდში აკეთებს ნახვრეტს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვებს ჩასუნთქულ ბოლს.

ყოველ ჯერზე, ახალი მოთამაშე ნაფაზის დარტყმისას, ახალ ნახვრეტს აკეთებს ქაღალდში. ის, ვისაც ხურდა ქილაში ან ჭიქაში ჩაუვარდება, წაგებულად ითვლება და უწევს წინასწარ შერჩეული დავალების შესრულება. აქ უკვე თქვენს ფანატაზიაზეა დამოკიდებული, რამდენად რთულ ან სასაცილო დავალებას მოიფიქრებთ.

15. გრინჯექი

გრინჯექი, არის იგივე ბლექჯექი. ასევე ცნობილი, როგორც 21 – ძალიან ცნობილი თამაში კარტით.

წესები საკმაოდ მარტივია: თქვენ თამაშობთ დილერის წინააღმდეთ, ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანთან ერთად თამაში. კრუპიე 2 კარტს გირიგებთ თქვენ და 2-ს თავისთვის ირიგებს. ბლექჯეკის ვარიაციებიდან გამომდინარე თქვენ შეძლებთ დილერის ერთი ან არცერთი კარტის დანახვას. თითოეულ კარტს აქვს თავისი ნომინალი. ნახატიან კარტებს (“ვალეტები, დამები და კაროლები”) ენიჭებათ 10 ქულა, დანარჩენი კარტების ნომინალი შესაბამება მათ რიცხვს, ხოლო ტუზი უდრის 1-ს ან 11-ს, დამოკიდებულია მოთამაშის სურვილზე.

თამაშის მიზანია შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი. პირველ ორ კარტზე შეგიძლიათ დაამატოთ კარტების ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ აქ მთავარია არ გადააჭარბოთ. თუ თქვენი კარტების ქულათა ჯამი გადააჭარბებს 21-ს, თქვენ ავტომატურად ცხადდებით დამარცხებულად. ყველაზე დიდი კარტი თამაშში არის – ბლექჯეკი. კომბინაცია ბლექჯეკი – ეს არის პირველი ორი კარტი, რომელთა ჯამური ქულა 21-ის ტოლია (მაგალითად, 9-იანი და ტუზი, ან ვალეტი და ტუზი). მსგავსი კომბინაციის მქონე მოთამაშე ყოველთვის იგებს რაუნდს.

იმისთვის, რომ ბლქჯექი – „გრინჯექად“ ვაქციოთ, ყოველი ხელის გამარჯვებული  ნაფაზით ჯილდოვდება. რაუნდები საკმაოდ სწრაფად გადის,ასე რომ, დიდხანს მოწევის გარეშე ჯდომა არ მოგწევთ. ხოლო რამდენად ხშირად მოგიწევთ მოწევა, ეს თქვენს იღბალზე და თამაშის ცოდნაზეა დამოკიდებული.

16. მწვანე ჯეირანი

ეს თამაში გამოდგება მცირე ჯგუფისთვის – 2,3 ადამიანისთვის. თუმცა, ბევრშიც შეიძლება. მიზანია – ბოლოს ორი ადამიანის დარჩენა და პირისპირ თამაში.

თამაშის დასასრულს, გამარჯვებულს ყველაზე მეტი მოსაწევი ხვდება, დანარჩენებს კი იმის მიხედვით, თუ რიგით მერამდენედ გამოეთიშნენ თამაშს.

„მწვანე ჯეირანი“ უბრალო, თუმცა ეფექტური თამაშია და იმით გამოირჩევა რომ, მის სათამაშოდ წინასწარ არანაირი მომზადება არაა საჭირო და შეგიძლიათ ყველგან ითამაშოთ, სადაც მეგობრები შეიკრიბებით და ტან საკმარისი მასრებიც გექნებათ.

17. მწვანე პასეანსი

ჩენი სიის უმეტესი თამაში, ჯგუფურია. ეს თამაში კი, იმ ადამიანისთვისაა, ვინც მარტო გადაწყვიტა მოწევა. ითამაშეთ ნებისმიერი პასეანს თამაში, (შგიძლიათ როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური პასეანსის თამაში – კომპიუტერში, სმართფონში) თუ მოიგებთ, ხელახლა ითამაშეთ, ხოლო თუ წააგებთ ხელს – მოწიეთ.

18. Wacky Weed Categories

ეს თამაში ძალიან გავს „ქალაქობანას“

შეგროვდით ერთ ადგილას და წრეზე დასხედით. აირჩიეთ ერთი მოთამაშე, ვინც დაიწყებს თამაშს. ეს ადამიანი ირჩევს ასოს და კატეგორიას (მაგ: ფილმები, მსახიობები, გეოგრაფიული დასახელებები, საკვები…) იგი ასახელებს პირველ სიტყვას, რომელიც შერჩეული  კატეგორიიდანაა და შერჩეული ასოთი იწყება. ყოველი სიტყვის შემდეგ, მისი ავტორი ღრმა ნაფაზს დაარტყავს და ელოდება მის გვერდზე მჯდომის სიტყვას. ყოველი მომდევნო, ვინც წარმატებით აგრძელებს თამაშს, ასევე იღებს „ჯილდოს“, ხოლო ის ვინც სიტყვას ვერ მოიფიქრებს, ან გამოტოვებს იმ წრეს, ან პირიქით, ჯარიმის სახით ორმაგ დოზას მიიღებს.

ყოველი შეკრული წრის შემდეგ, თამაშის კატეგორიაც და ასოც იცვლება.

19. მუსიკალური თამაში

ეს თამაში წინა თამაშის ანალოგიურია, ოღონდ თემა ყოველთვის მუსიკაა.

საწყისი მოთამაშე ირჩევს ასოს და იძახის მუსიკალური ჯგუფის, მომღერლის, კომპოზიტორის ან  სიმღერის სახელს შერჩეულ ასოზე. შემდეგი მოთამაშე, ვალდებულია იმავე ჟანრში დარჩეს და ან იგივე ასოზე, ან იმ ასოზე, რითიც წინა სიტყვა მთავრდებოდა დაასახელოს ახალი სიტყვა. რაც უფრო მეტს ეწევით, თამაშიც მით უფრო რთული და სასაცილო ხდება.

20. არ გაგეცინოს

თამაშის დახესელება თვადა ხსნის, რომ სიცილი, გაღიმებაც კი აკრძალულია

სანამ დაიწყებთ, შეათანხმეთ ჯარიმა, თუ რა უნდა გააკეთოს წაგებულმა. (ეს შეიძლება იყოს მაგიდის ქვეშ გაძრომა, ტელეფონზე დარეკვა ვინმესთან და სისულელეების ლაპარაკი, გართობის შემდეგ ოთახის მილაგება და ათასი რამ, რაც თავში მოგივათ) მას შემდეგ, რაც მოიფიქრებთ ჯარიმას, ყველა ერთად ეწევით და ელოდებით, თუ ვის გაეცინება პირველი.  როდესაც ცდილობ (თან ასეთ მდგომარეობაში) სიცილი შეიკავო, უფრო მეტად გეცინება, ერთმანეთის ყურებისას კი, ძალიან ძნელია ამის გაკეთება. თამაშის დროს, ხშირად პირიქით ხდება და მოთამაშეების სიცილი სრულ ისტერიაში გადადის. მთავარი კი ისაა, კარგად დაინახოთ ვის გაეღიმება პირველს, რომ შეთანხმებული ჯარიმა შეასრულოს.

21. Marijuana MacGyver

ეს თამაში სასურველია სახლში ითამაშოთ, რადგან მასში საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. მოწევამდე, მონაწილეები 5 წუთის განმავლობაში ეძებენ არატრადიციულ საგნებს, რაც შეიძლება მოსაწევად გამოიყენონ. შემდეგ, ყველას ერთ სივრცეში მიაქვს არჩეული ნივთები და 10-15 წუთი ეთმობა „მოსაწევი ჭურჭლის“ დამზადებას. როდესაც ყველა თავისი შეხედულებით დაამზადებს მოსაწევს, ხდება ხმის მიცემა და საზოგადოება აირჩევს „გამარჯვებულს“, რომლითაც მოწევენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე „საზიარო“ მოსაწევი მოწყობილობა. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე გამარჯვებულიც გამოვლინდეს და ერთდროულად რამდენიმე „მოსაწევი მოწყობილობა“ გამოიყენთ.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრი მოსაწევი გაქვთ და რამდენად გინდათ მხიარულად გაატაროთ დრო ერთმანეთთან.

მეგობრებთან ერთად მოწევის რიტუალი, თავისთავად სასიამოვნო საქმეა. თუმცა, თუ ამ თამაშებიდან რომელიმეს ცდით, ნახავთ რომ გართობა თამაშით, შესაძლოა „სიამოვნების ახალ სიმაღლეზე“აიყვანოთ.

იყავით კრეატიულები, სცადეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული თამაშები, ან მოიფიქრეთ საკუთარი. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს თქვენს მიერ მოფიქრებული თამაში ასეთი ტიპის თამაშების სიის ლიდერიც გახდეს J

წყარო: https://honestmarijuana.com/weed-games/

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

Discover more from Cannapedia • კანაპედია

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.