Schwazzing – ექსტრემალური დეფოლაცია

გასხვლა, ან დეფოლაცია, არის ტექნიკა, რომელიც თქვენს კანაფის მცენარეს ჯანმრთელს და სწორს ზრდის. ზრდის სხვადასხვა ციკლის დროს მცენარიდან ფოთლების მოშორებით, გროუერებს შეუძლიათ გაზარდონ მოსავლის როგორც ხარისხი, ასევე რაოდენობა.

ყველა გროუერი კრეჭს და სხლავს მცენარეს რაღაც დოზით, მაგრამ არსებობს სპეციალური ტექნიკები, რომლებიც მცენარეებს “ავარჯიშებენ”, ერთ-ერთი ასეთია Schwazzing – იგივე, ექსტერმალური დეფოლაცია. ეს პრაქტიკა საჭიროებს, სავენტილაციო ფოთლებისა და ქვედა პატარა ფოთლების მოშორებას, კანაფის ზრდის გადამწყვეტ ეტაპებზე.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ Schwazzing-ზე, დეფოლაციის ტექნიკაზე, რომელიც მაღალი რისკების ფასად, საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ მოსავალი ერთი-ორად და დავრჩეთ ბევრად კმაყოფილი მისი ხარისხით.

მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის, და ის გროუერები, რომლებიც ექსპერიმენტს ატარებენ ამ ტექნიკით, ასევე ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან არის შანსი, მთელი მცენარე გააფუჭოთ. თუ დაინტერესბული ხართ ამ ტექნიკის გამოყენებით, ეცადეთ ექსპერიმენტი ჩაატაროთ მხოლოდ ერთ ძირზე, მაგრამ დარწმუნდით, რომ არ გადაამეტებთ და არ მოკლავთ მცენარეს.

ჯოშუა ჰაუპტის წიგნიდან “Three a Light”, Schwazzing-ს დეფოლაციის უბრალო ხერხი სხვა დონეზე აყავს. წიგნის მიხედვით, ეს ხერხი აშორებს ყველა სავენტილაციო ფოთოლს მცენარიდან, ყვავილობის დაწყების პირველ დღეებში და შემდეგ მესამე კვირას.

როცა ვამბობთ, ყველა სავენტილაციო ფოთოლს, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. უნდა მოშორდეს უკლებლივ ყველა ფოთოლი, რომელიც მცენარის ყველაზე ზედა 3-4 ტოტის ქვემოთ მდებარეობს. დეფოლაციის ამ ტექნიკის მთელი “მუღამი” იმაში მდგომარეობს, რომ მცენარის ყვავილედებმა მიიღონ მაქსიმალურად მეტი სინათლე და ამაში ხელი არ შეუშალონ დიდმა ფოთლებმა. ამავდროულად აუცილებელია სწორი, ხშირი კვება და სასუქების მიწოდება. ეს გადამწყვეტია აღდგენის პროცესში მცენარისათვის.

ყვავილობის დაწყების და ყვავილობის 21-ე დღეს ფოთლების მოშორებით, მცენარეს რჩება ენერგია, რომ აღიდგინოს ძალები მანამ, სანამ ყვავილედები ბოლომდე დამწიფდება და მთელი დარჩენილი პერიოდი, ენერგია მოახმაროს ყვავილედების დამსხვილება/დამწიფებასა და ჩამოყალიბებას. სწორი კვების მეშვეობით, მცენარე გადალახავს ყველანაირ სტრესსა და შოკს, რომელიც მათ შესაძლოა გაევლოთ დეფოლაციის დროს.

Schwazzing დეფოლაციის სავარაუდო განხილვები

წიგნის მიხედვით, ამ ტექნიკის წარმატებით ჩატარებას, შეუძლია გაზარდოს მოსავალი თითქმის ორჯერ. მაგრამ მხედველობაში იქონიეთ, რომ არც წიგნში და არც Schwazzing-ის არცერთ განხილვაში არ წერია, თუ რატომ არის ეს ტექნიკა ასეთი წარმატებული.

ზოგი გროუერი ფიქრობს, რომ ფოთლების ასეთი რაოდენობის მოშორებამ, შესაძლოა “ჩართოს” მცენარის დამცავი მექანიზმი, რის შედეგადაც მცენარე აწარმოებს მეტ ყვავილედს, როგორც გადარჩენის ტექნიკას, რადგან გარეულ ბუნებაში, მცენარე ყვავილედების მძაფრ სუნს მტაცებლებისგან დასაცავად იყენებს.

ერთ-ერთი შესაძლებელი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ კანაფი ქარის მეშვეობით მრავლდება, ასე რომ, ფოთლების მოშორების შემდეგ, მცენარე იწყებს წებოვანი ყვავილედების წარმოებას, რომელიც საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მეტი მამალი მცენარის მტვერი მიიღოს და გადარჩეს.

ასევე, როგორც ყველა მცენარე, კანაფიც არ არის გამონაკლისი და რათქმაუნდა ფოთლების მოშორებით მისი ყვავილედები მეტ სინათლეს იღებენ და უფრო კარგად მწიფდებიან.

არცერთი ჰიპოთეზა არ არის მეცნიერულად დადასტურებული.

Schwazzing-ის ჩატარება სარისკოა

მიუხედავად წარმატებული ამბებისა და ისტორიებისა, Schwazzing-ის ჩატარებისას დიდია რისკი, დაკარგოთ მთელი მცენარე, რადგან შეიძლება მან ვერ გაუძლოს ფოთლების მოშორებისას მიღებულ სტრესსა და შოკს.

სანამ რაიმე მსგავს ტექნიკას გამოიყენებდეთ, დარწმუნდით, რომ მცენარეს შექმნილი აქვს ყველა საჭირო პირობა სწორი გაზრდისთვის, როგორებიცაა განათება, კარგი ნიადაგი, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მიწოდება, ნახშირორჟანგი და ასე შემდეგ. მცენარის უბრალოდ კვება და კრეჭვა შედეგს არ მოგვცემს.

გაზრდამდე აუცილებლად გადახედეთ თქვენი არჩეული ჯიშის განხილვებს, გამოცდილების გაზიარება და მიღება არასდროს არის გვიან.

ზოგიერთი ჯიში საერთოდ ვერ უძლებს სტრეს-ტექნიკებს, ასე რომ, აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი მცენარის შესაძლებლობები.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.