No products in the cart.

20 დეკემბერს თბილისში Seededri-ს ახალი ფილიალი იხსნება
20 დეკემბერს თბილისში Seededri-ს მაღაზიათა ქსელს ახალი ლოკაცია დაემატება. ახალი შოპი წერეთლის 61 ნომერში 19:00-ზე გაიხსნება.

როგორც Seededri-ს წარმომადგენლები ამბობენ, გახსნის ღონისძიებაზე დასწრება სრულიად თავისუფალია. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისვლა და ფასდაკლებებითა და ბონუსებით სარგებლობა, ასევე იქნება ბევრი სიურპრიზი.
მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის, Barney’s Farm-ის, RoyalQueenSeeds-ის, FastBuds-ისა და სხვა ბრიდერების კანაფის მარცვლები, ევროპული და ამერიკული სასუქები, აქსესუარები და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც თქვენი მცენარის სწორად გაზრდა-განვითარებისათვის გამოგადგებათ.