
Six Shooter – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Six Shooter?
Six Shooter საკმაოდ დიდი ზომის მცენარეა, რომელსაც შეუძლია 1.4 მეტრის გაიზარდოს. ძლიერი გენეტიკისა და მაღალი მოსავლიანობის გამო, ხშირია მისი ხილვა აუთდორზეც. მცენარე იდეალურია LST-სთვის. 23%-მდე THC-ს მაღალი შემცველობით, Six Shooter ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი სატივა-დომინანტი ჰიბრიდია.
მცენარის ყვავილედები, მკვრივია, ზემოდან ყინულივით წებო აქვს გადაკრული, მუქი ნარინჯისფერი პისტილები ერთმანეთში იხლართება და დაფარულია სქელი კრისტალებით, რომელიც სწორი განათების ქვეშ მუქ ლაჟვარდისფერ ელფერს იძენს.
Six Shooter გაწვდით მასტიმულირებელ, თავში მოქმედ High-ს, რის გამოც ის იდეალურია სოციალური და კრეატიული ღონისძიებებისთვის. შეგრძნებები დროთა განმავლობაში იცვლება და გადადის უფრო მტკნარ, ღრმა ტალღებში, რათა მოახდინოს თქვენი რელაქსაცია და კუნთებმა სრული განტვირთვა მიიღონ.
მიეცით მცენარეს მაქსიმალური სივრცე და სინათლე, რათა მისმა სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბოს 1 თვის მანძილეც კი (!)!
Six Shooter-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Six Shooter-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

გენეტიკური მშობლები
Crystal Meth (ჰიბრიდი), Mexican Airlines (სატივა)
Six Shooter-ის არომატი

რჩევები Six Shooter–ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
Six Shooter სატივა-დომინანტი ჰიბრიდია. გამოცდილი გროუერებისთვის რეკომენდაციას ვუწევთ LST ტექნიკის გამოყენებას. დამწყებებმა თავი შეიკავეთ და უბრალოდ გაზარდეთ. ყვავილობისას მცენარე შესამჩნევად იმატებს ზომაში. გაითვალისწინეთ თუ გაქვთ შეზღუდული ადგილი. ყვავილობაში კვებეთ ძლიერად. ასევე შესაძლოა SCROG-ის გამოყენება. აუთდორზე გაზრდის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ მცენარე საკამრისი ზომის ქოთანშია მოთავსებული და არ მოაკლოთ მას მზის სხივები, რათა გამოავლინოს სრული პოტენციალი.
ყვავილობის დრო: 9 კვირა
მოსავლიანობა: საშუალო
გაზრდის სირთულე: მარტივი
კლიმატი: იდეალური ტემპერატურაა 21-25°C გრადუსი. შეინარჩუნეთ მუდმივი აირაცია ტოტების გასამაგრებლად და სოკოს თავიდან ასაცილებლად. ვეგეტაციაში ტენიანობა 60%-ზე მაღლა არეგულირეთ. ყვავილობის დროს 30-45%-ზე დააფიქსირეთ
Indoor/Outdoor: ძირითადად იზრდება Indoor-ზე, იდეალურია ბოქსში/ტენტში გასაზრდელად რადგან აქვს კარგი სუნი და არ არის პრეტენზიული გასაზრდელად. შესაძლებელია აუთდორზე გაზრდაც.
კვება: გამოიყენეთ წინასწარ შეზავებული ნიადაგი. დაახმარეთ ფესვის სტიმულატორები. 10-14 დღის ასაკიდან დაიწყეთ სასუქების მიწოდება. ყვავილობაში მიაწოდეთ დიდი რაოდენობით ფოსფორი.
დამატებითი ინფორმაცია
THC-ს შემადგენლობა: 21%
CBD-ს შემადგენლობა: 0.025-0.1%
სიძლიერე: მაღალი
გენეტიკა: 60% სატივა / 40% ინდიკა