რატომ შეიძლება იზრდებოდეს თქვენი მცენარე ნელა და რით დავეხმაროთ მას?

როდესაც მცენარე მოსალოდნელზე ნელა იზრდება ან საერთოდ აჩერებს ზრდას, მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. პრობლემა შეიძლება იყოს საკვებში, გარემოპირობებში ან საერთოდ სხვა რამეში. ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მიზეზი რომლის გამოც შესაძლოა თქვენი მცენარე ნელა იზრდება.

ძველი ან დაბალი ხარისხის თესლები

ძველ თესლებს არა-მარტო უფრო მეტი დრო სჭირდებათ „გასაღვიძებლად“, არამედ მათგან წამოსული მცენარეები შეიძლება ზოგადად სხვებთან შედარებით ნელა იზრდებოდნენ. ამიტომ, კარგი გენეტიკა აუცილებელია იმისათვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და დიდი მოსავალი მოიტანოს. შემთხვევით არჩეული თესლით გაზრდილი მცენარე არ იქნება ისეთივე ხარისხის როგორიც რეპუტაციის მქონე სიდბანკისგან შეძენილი თესლისგან გაზრდილი.

მცენარეები არ იღებენ საკმარის სინათლეს

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოთხოვნილებები განსხვავებული იყოს სთრეინიდან სთრეინამდე, ერთი რამ მაინც ყველას საერთო აქვთ – სინათლე. სინათლე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა კანაფის მცენარისათვის. სინათლის ნაკლებობას ძალიან ადვილად შეუძლია მცენარის შენელებული ზრდა-განვითარება გამოიწვიოს. თუ ინდორში ზრდით, და ფიქრობთ, რომ თქვენი მცენარეები ვერ იღებენ საკმარის სინათლეს, შეგიძლიათ ცადოთ მანძილის შემცირება მცენარესა და ნათურას შორის. თუკი გარეთ ზრდით, შეგიძლიათ მცენარე უფრო მზიან ადგილას გადარგათ.

მცენარეები იღებენ ზედმეტ სინათლეს

დიახ, სწორად წაიკითხეთ, მცენარე თავისუფლად შეიძლება ზედმეტი სინათლისგან იყოს დასტრესილი, რის შედეგადაც ის ზრდას ანელებს. შეიძლება ითქვას, სინათლის წყაროსგან ენერგიის ათვისებით მცენარე მუშაობს, ხოლო დანარჩენ დროს კი ისვენებს, სიბნელეში. თუკი ინდორში ზრდით, და ეჭვი გაქვთ, რომ ამ მიზეზის გამო აქვს თქვენ მცენარეს ზრდა შენელებული, ცადეთ მანძილის გაზრდა მცენარესა და სინათლის წყაროს შორის. აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის დასაწყისში კანაფი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ინტენსიური სინათლის მიმართ. თუკი გარეთ ზრდით, მაშინ შეგიძლიათ მცენარე ისეთ ადგილას გადარგათ სადაც მზის სხივები ნაკლები რაოდენობით, ან – ნაკლები ხანგრძლივობით მოხვდება.

არასწორი სინათლის სპექტრი

ის, თუ რამდენად სწრაფად იზრდება მცენარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპექტრის სინათლეს იღებს. დარწმუნდით, რომ ზრდის ყოველ ფაზაში იყენებთ სწორ სინატლის სპექტრს. დააკლიკეთ მეტის წასაკითხად სინათლის სპექტრებისა და კანაფის ურთიერთობაზე.

ზედმეტი წყალი

ზედმეტი წყლის დასხმა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ახალბედა გროვერების მიერ. ზედმეტი წყლით მცენარე შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით დაიხრჩოს, რაც, რათქმაუნდა ნელა ზრდას გამოიწვევს. ამასთან ერთად ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ნიადაგში, ფესვების ლპობა, სოკო და სხვა მრავალი პრობლემა. უმჯობესია, თუ ნაკლები სიხშირით მორწყავთ და ნიადაგს დროს მისცემთ გამოსაშრობად. კარგ ინდიკატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ თვითონ ქოთანი, აწიეთ და თუ გემსუბუქათ, ესეიგი მორწყვის დროა.

არასკმარისი საკვები ნივთიერებები

იმის და მიუხედავად, რომ ეს მიზეზი არც თუ ისე ხშირად შეგხვდებათ როგორც ზედმეტი საკვები ნივთიერებები, მათ უკმარისობასაც შეუძლია შენელებული ზრდის გამოწვევა. აღსანიშნავია, რომ საკვები ნივთიერებები წინასწარ გამზადებულ მიწაში მხოლოდ 3-4 კვირას გასტანენ, ამის შემდეგ თავად მოგიწევთ მაღალ ხარისხიანი საკვები ნივთიერებების მიწოდება. ნუტრიენტების დოზირებისთვის მიმართეთ პროდუქტის შეფუთვას, ან უკიდურეს შემთხვევაში ინტერნეტს. ასევე აღსანიშვანია, რომ, მცენარის ნუტრიენტების მოთხოვნილება ძალიან ახლოსაა დაკავშირებული მის განათებასთან. რაც უფრო ინტენსიური განათება აქვს მცენარეს – უფრო სწრაფად იზრდება, შესაბამისად მეტი საკვები ნივთიერებები სჭირდება.

კალციუმის ნაკლებობა

კაცლიუმი თქვენი მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებიდან ერთ-ერთია. კალციუმის ნაკლებობას აქვს შემდეგი სიმპტომები:

  • ახალი გამონაზარდები ხვეულია და „შებოჭილი“
  • ახალი გამონაზარდები მოიასამნისფრო/მოყვითალო არიან.
  • მცენარე ნელა იზრდება და არ გამოიყურება ჯანმრთელად.

კაცლიუმის ნაკლებობა შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ნიადაგში დოლომიტის დამატებით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ საზრდელ მედიუმს, მაგალითად, ქოქოსს აქვთ კალციუმის ნაკლებობის პრობლემის არსებობის უფრო დიდი რისკი.

არასწორი Ph (მჟავიანობის) დონე

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა და მიზეზი კანაფის ნელა ზრდისა (ასევე იწვევს სხვა პრობლემებსაც). არასწორი მჟავიანობის შემთხვევაში მცენარე უბრალოდ ვერ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს – მათი ნიადაგში არსებობის შემთხვევაშიც კი. თუკი ნიადაგში ზრდით ოპტიმალური მჟავიანობის დონე აირს 6.5-7.0, ჰიდროპონიკაში 5.6-5.8. ნიადაგის გარეშე გაზრდის შემთხვევაში (ქოქოსი) ოპტიმალური დონე არის 6.0-6.3.

შეუსაბამო ტემპერატურა

კანაფს სითბო უყვარს, 25-30 გრადუსი იდეალურ ტემპერატურად ითვლება. უფრო დაბალი ტემპერატურა შეანელებს თქვენი მცენარის მეტაბოლიზმს რაც თავისთავად, ნელ ზრდა-განვითარებას გამოიწვევს. მაგრამ არც ზედმეტი ტემპერატურა ვარგა, მცენარე ამ შემთხვევაშიც დაისტრესება და ზრდას შეანელებს. თუკი ინდორში ზრდით მაშინ ტემპერატურის რეგულაცია შეგიძლიათ პატარა ფენებით/ვენტილატორებით/კომპიუტერის ქულერებით.

იდეალური ტემპერატურა და ტენიანობა გროურუმისთვის

ზედმეტად დიდი ქოთანი

ბევრი გროუერი გაზრდას პატარა ქოთნით იწყებს ხოლო დიდ ქოთნებში მცენარის ცხოვრების შემდეგ ეტაპებში გადააქვს და ამისთვის კარგი მიზეზი არსებობს.

თუკი გაზრდას დიდ ქოთანში დაიწყებთ მაშინ არსებობს დიდი რისკი რომ მცენარეს ზედმეტ წყალს მიაწოდებთ. საქმე იმაშია, რომ პატარა მცენარეს არ შეუძლია ნიადაგის მთელი ტენის გაწოვა, მოზრდილი „მომწიფებული“ მცენარისგან განსხვავებით, რომელიც სიამოვნებით იხვრიპება.

ამ პრობლემისგან თავის ასარიდებლად, გაზრდა დაიწყეთ პატარა ქოთანში, ხოლო როცა ჩათვლით რომ გადარგვის დროა, ოდნავ უფრო დიდ ქოთანში გადადეთ.

მცენარის სიმაღლე და რეკომენდირებული ზომები ქოთნებისთვის:

  • მცენარის სიმაღლე 30cm: 7.5–11ლ კონტეინერი
  • მცენარის სიმაღლე 60cm: 11–19ლ კონტეინერი
  • მცენარის სიმაღლე 90cm: 18–26ლ კონტეინერი
  • მცენარის სიმაღლე 120cm: 22–37ლ კონტეინერი
  • მცენარის სიმაღლე 150cm: 30–37ლ+ კონტეინერი

წყარო

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.