სომხეთი სამრეწველო კანაფის წარმოებას გეგმავს

სამრეწველო კანაფის ლეგალიზაციის მქონე ქვეყნების სიას სომხეთიც უერთდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური პრესა ავრცელებს

სომხური პრესის ინფორმაციის თანახმად, დღეს, მთავრობის სხდომაზე სომხეთში სამრეწველო კანაფის წარმოების პერსპექტივის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა ისაუბრა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური რეაგირების პროგრამის პრიორიტეტები ითვალისწინებენ ხელშემწყობი პირობების შექმნას ისეთი ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისთვის, რომლებსაც დიდი დამატებითი ღირებულება აქვთ.

„კერძოდ, საუბარია სამრეწველო კანაფის მოყვანაზე, რისი დიდ გამოცდილებაც არის რუსეთში, აშშ-ში და ჩინეთში. ჩვენც შევეცდებით სწრაფად დავარეგულიროთ და შევქმნათ ასეთი ველი”, – განაცხადა ავინიანმა.

მისი თქმით, უკვე მზადაა სამრეწველო (ტექნიკური) მოყვანის და გადამუშავების რეგულირების წინასწარი კონცეფცია.

სომხეთის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 40% გამოუყენებელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ და სხვა მაღალპროდუქტიული და ძვირფასი კულტურების მოყვანას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„სამწუხაროდ, როდესაც „კანაფს” ამბობენ, სხვა რამეს წარმოიდგენენ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამრეწველო ნედლეულია. ამ შემთხვევაში საუბარი სწორედ ნედლეულის გადამუშავებას ეხება, არის რისკებიც, მაგრამ არის რისკების მართვის მკაფიო მექანიზმები, უკვე აპრობირებული სხვა ქვეყნებში. ჩვენ ყურადღებით უნდა განვახორციელოთ ეს პროგრამა”, – განახადა მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა და დასძინა, რომ დასახული პროგრამის შესახებ საჭიროა საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.