
Sour Diesel – ინფორმაცია კანაფის ჯიშზე
რა არის Sour Diesel?
Sour Diesel (მჟავე დიზელი) კანაფის ჯიში, ასევე ცნობილი როგორც Sour D, არის გამამხნევებელი სატივა-დომინანტი ჯიში, რომელსაც სახელი მისი მკვეთრი დიზელის მსგავსი სუნის გამო დაერქვა. ამ სწრაფად მოქმედ ჯიშს მოაქვს ენერგიული, მეოცნებე ცერებრალური ეფექტები რამაც მას ლეგენდარული სტატუსი მიანიჭა. სტრესი, ტკვილი და დეპრესია მომენტალურად ქრება და სთრეინის მოქმედება დიდხანს გრძელდება, ამიტომ Sour Diesel ერთ-ერთი ტოპ არჩევანია სამედიცინო პაციენტებისათვის. ამ ჯიშმა ფესვები 90-იანების დასაწყისში გაიდგა და როგორც ცნობილია Chemdawg 91-ისა და Super Skunk-ის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა.
Sour Diesel-ის ეფექტები და მახასიათებლები
ეფექტები

სამედიცინო თვისებები

გვერდითი მოვლენები

Sour Diesel-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
ინფორმაცია გაზრდის შესახებ

ქიმიური შემადგენლობა

გენეტიკური მშობლები
Chemdawg 91 (ჰიბრიდი) და Super Skunk (ინდიკა)
Sour Diesel-ის არომატი

რჩევები Sour Diesel-ის გაზრდასთან დაკავშირებით
გაზრდის ტექნიკა
სატივა-დომინანტი წარმოშობიდან გამომდინარე, მჟავე დიზელი მაღალი და გამხდარი იზრდება და რამოდენიმეჯერ იჭიმება ზრდის პერიოდში, რაც მის მოვლას შედარებით რთულს ხდის. ამ ჯიშის წარმატებით გასაზრდელად უნდა მიმართოთ გაკრეჭვის, LST და Scrog ტექნიკებს.
ყვავილობის დრო: 10-11 კვირა
მოსავლიანობა: საშუალო, თუ გააკონტროლებთ მცენარის გაჭიმვას და სწორად გამოკვებავთ მას, შესაძლოა მეტი მოსავლიანობის მიღება.
გაზრდის სირთულე: საშუალოდან რთულამდე
კლიმატი: რბილი და თბილი კლიმატი უკეთესია, 20 °C-დან 29 °C-მდე
Indoor/Outdoor: Sour Diesel კანაფის ჯიში დახურულ სივრცეში გაზრდისას ძალიან სწრაფად ავსებს სივრცეს, ამიტომ მისი გაზრდა რეკომენდირებულია გარეთ ან დიდი მოცულობის სათბურებში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჯიში გვიან დასრულებადია, დარწმუნებული იყავით, რომ გარეთ გაზრდისას გვიანი ოქტომბრისათვის კლიმატი და ტემპერატურა შენარჩუნებული იქნება.
კვება: Sour Diesel არის მშიერი მცენარი, რომელიც ენერგიულად და ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ მისი გაზრდა მოითხოვს ძლიერ გამოკვებას მთელი ყვავილობის ციკლის პერიოდში, რათა სატივა-დომინანტი ჯიშის ყვავილედები მაქსიმალურად დახუნძლული და შევსებული იყოს. ამისათვის ყვავილობის დაწყებისთანავე გამოიყენეთ ფოსფორის შემცველი სასუქები.
სარჩევი
- რა არის Sour Diesel?
- Sour Diesel-ის ეფექტები და მახასიათებლები
- ეფექტები
- სამედიცინო თვისებები
- გვერდითი მოვლენები
- Sour Diesel-ის გენეტიკა და ინფორმაცია მისი გაზრდის შესახებ
- ინფორმაცია გაზრდის შესახებ
- ქიმიური შემადგენლობა
- გენეტიკური მშობლები
- Sour Diesel-ის არომატი
- რჩევები Sour Diesel-ის გაზრდასთან დაკავშირებით
- გაზრდის ტექნიკა
- გააზიარე: