იდეალური ტემპერატურა და ტენიანობა Growroom-ისთვის

Growroom-ის იდეალური ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი განსხვავდება მცენარის ზრდის განსხვავებული ფაზების გამო. კლონირებას ჭირდება მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა. ასევე ვეგეტაციასა და ყვავილობას აქვთ ამ ფაქტორის სხვა იდეალური მაჩვენებლები. კანაფის გაზრდაში დახელოვნება დროთა განმავლობაში ხდება და საჭიროებს მისი გაზრდისთვის აუცილებელი სხვადასხვა ტექნიკებისა და ხერხების ცოდნას, როგორებიცაა, “SCROG“, “Defoliation” და სხვა. მაგრამ დასაწყისისთვის მცენარის გასაზრდელი ოთახის კონდიციებზე ვისაუბროთ 🙂

ტემპერატურა/ტენიანობის გაზომვა და კონტროლი

ტემპერატურა/ტენიანობის სწორად გასაზომად დაგჭირდებათ თერმომეტრი და ჰიგირომეტრი (ტენიანობის საზომი ხელსაწყო). საუკეთესო ვარიანტია ციფრული ელექტრო-საზომის ყიდვა, რომელიც ორივე მონაცემს გაჩვენებთ ეკრანზე. ტემპერატურის ასაწევად, საჭიროა გამათბობელი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. ბრუდერის ნათურები. ტემპერატურის დასაწევად გჭირდებათ ჰაერის კონდიციონერი. ტენიანობისთვის არსებობს სპეციალური დამატენიანებელი და ასევე გამწოვი დანადგარები, რომლებიც ტენის კონტროლში დაგეხმარებათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დანადგარი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კლასიკური მეთოდი. დადგით წყლით სავსე ქილა ან ჯამი და ჩააფინეთ წყალში ტილოს ნაჭრები. ნაჭერი წყალს შეიწოვს და დიდხანს იქნება სველი, რაც ტენიანობის აწევაში დაგეხმარებათ. დიდი გროურუმებისთვის შესაძლებელია დაყენდეს სპეციალური სისტემა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ტენიანობასა და ტემპერატურას, თავისი მართვის პულტით.

კლონირება

იმის გამო, რომ კანაფის ტოტები ყველაზე მარტივად თბილ, მაღალი ტენიანობის მქონე კონდიციებში ფესვიანდება, კლონირებისთვის საჭირო ტემპერატურა 23-26°C, ხოლო ტენიანობის მაჩვენებელი 75-85%-ია. არ აქვს მნიშვნელობა სპეციალურ დასაკლონ მასალაში ათავსებთ ტოტს, თუ უბრალოდ წყალში, მთავარია გააკონტროლოთ სიცხე და მაღალი ტენი. კლონები რომლებიც ცივად იქნებიან და გამოშრებიან, მარტივად დალპებიან. ასევე ტენიანობის გადაჭარბებამ (90%-ზე მეტად) შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს გაჩენა, ამიტომ კარგი იქნება თუ თქვენს ქოთანს გახვრეტთ რათა ჰაერმა იმოძრაოს.

ვეგეტაციური ფაზა

ვეგეტაციური ფაზისთვის ყველაზე კარგი ტემპერატურა 21-25.5°C-ია ჩართულ განათებებზე, და 15-17°C გამორთულზე, 45-55% ტენიანობის მაჩვენებელთან ერთად. ასეთი მონაცემებით თქვენი მცენარე მარტივად გარდაქმნის სინათლეს, ზრდისთვის საჭირო ენერგიად. ეს ის ფაზაა, როდესაც მცენარეს გამოსდის ფოთლები, ტოტები და უნვითარდება ფესვთა სისტემა. თუ უცაბედად აცივდება ან ტემპერატურა მაღლა აიწევს, რისკია იმის, რომ მცენარემ ზრდა შეაჩეროს და დიდხანს დაისტრესოს.

ყვავილობის ფაზა

ყვავილობის ფაზაში მცენარეს 20-24 °C ტემპერატურა ჭირდება ჩართულ ნათურებზე, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს და 14.5-16°C გამორთულზე. ყვავილობის დროს, მცენარის აღებამდე 10-14 დღით ადრე ტენიანობის მაჩვენებელი უნდა დავიყვანოთ 35-40%-მდე, შეიძლება იყოს უფრო ნაკლებიც 30%-მდე. ტენიანობის დაგდება ხელს შეუშლის სოკოებთან და ობთან წარმოქმნილ პრობლემებს.

გაშრობა/გახმობა

გასაშრობად კანაფი აუცილებლად ისეთ ოთახში მოათავსეთ, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მცენარის ყვავილედები გამოშრობისას დიდი რაოდენობით ნესტს გამოყოფენ, ასე რომ მათი მოთავსება აუცილებელია ისეთ ოთახში, რომელშიც ჰაერი ბუნებრივად იმოძრავებს და არა ვენტილატორებით. აცადეთ ყვავილედებს ბუნებრივად გამოშრობა, ამას დაახლოებით 6-10 დღე დაჭირდება. არ გააშროთ ისინი მექანიკურად, რადგან “ახალგაზრდა” გაშრება და დაიწვება, რაც მომავალში მის გემოზეც აისახება.

გასაშრობი ოთახისთვის იდეალური ტემპერატურა 18-23°C-ია, ტენიანობა 45-55% და ის აუცილებლად ბუნებრივად უნდა ნიავდებოდეს. 27°C-ზე ზემოთ კანაფმა შესაძლოა დაკარგოს მისი თვისებების გარკვეული ნაწილი (კანაბინოიდები, ტერპენები, ფლავონოიდები აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე). 6-10 დღის შემდეგ, თქვენი მოჭრილი ტოტები უნდა იყოს ჩამომშრალი და ყვავილედები გარედან უნდა იყოს ფხვიერი. ეს არის ის დრო, როდესაც ტოტებიდან ყვავილედები სათითაოდ უნდა მოჭრათ და შეინახოთ შუშის ქილებში, 20-22°C-ზე.

ბედნიერ გაზრდას გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.