
THC-ს ახალი რეკორდი: სთრეინი “Brownie Scout” სენსაციას იწვევს
Green Thumb Industries (GTI), სამედიცინო მარიხუანას მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ილინოისში, აშშ-ში, საკმაოდ თამამ ნაბიჯს ანხორციელებს და კანაფის მოყვარულ საზოგადოებაში არეულობას იწვევს.
კომპანიამ შექმნა ახალი სთრეინი სახელად “Brownie Scout” და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ჯიში დღეისათვის არსებულ ჯიშებთან შედარებით, THC-ის ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა. “Brownie Scout” არის “Platinum Girl Scout Cookies”-სა და GTI-ს ექსკლუზიური ჯიშის “Great Divide”-ს ნაჯვარი.
ACT ლაბორატორიის ჩანაწერებში წერია, რომ ახალი ქმნილების ყვავილები შეიცავენ 37.5% THC-ს, რაც აქამდე ჩატარებულ ტესტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. GTI-ს მარკეტინგის მთავარი მენეჯერი, ქეით დენტონი გვეუბნება, რომ “Brownie Scout”-ის ბოლო 4 მოსავალიდან ყველაში 37%-ს გადაჭარბებული THC-ის შემცველობა დაფიქსირდა.
ასეთი გაზომვები ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურ რეაქციას იწვევს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, რამდენად შესაძლოა THC-ს ამხელა შემცველობის ქონა ნედლ ყვავილედში. მაგრამ “Phylos Bioscience”-ს განცხადებებზე დაყრდნობით, THC-ს შემცველობა 40%-ს ძალიან მალე გადააჭარბებს და ჩვენ ამისგან არც ისე შორს ვართ.
მიუხედავად იმისა, რომ კანაფის ინდუსტრია ნელნელა ბალანსდება და უფრო მეტად ინფორმირებული ხდება იმის შესახებ, რომ არამხოლოდ THC ზომავს მცენარის ეფექტების სიძლიერეს, არამედ სხვა კანაბინოიდები თუ ტერპენებიც უმნიშვნელოვანესია, “Brownie Scout” მაინც აუცილებლად გამოიწვევს ინტერესს მარიხუანას მომხმარებელთა რიგებში.
ჯერჯერობით, ეს სთრეინი ხელმისაწვდომია მხოლოდ GTI-ს საკუთარი ბრენდის, “Rythm”-ის სახელით და ასევე წინასწარ გახვეულ ჯოინთებში, რომელსაც “Dogwalkers”-ის ბრენდი წარმოადგენს.
მანამდე კი, თუ გსურთ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ “Brownie Scout”-ის შესახებ, შეგიძლიათ უყუროთ მის ვიდეო-განხილვას: