კანაფის ეფექტური მორწყვა და რჩევები

მცენარისთვის საჭირო და სწორი რაოდენობის წყლის მიწოდება და მისი ეფექტური მორწყვა შეიძლება იმაზე რთული იყოს, ვიდრე გგონიათ.

არ არსებობს ზუსტი მეცნიერება ან გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავთ მოსარწყავი წყლის საჭირო რაოდენობას. ძირითადად ჩვენ ვერ ვაკვირდებით ფესვების განვითარებას ნიადაგში გაზრდისას, ამიტომ არ ვიცით როგორ ვითარდება მცენარის ფესვები და რა რაოდენობის სარწყავი საშუალება ჭირდება მას. გარდა ამისა, მცენარე ყოველთვის იზრდება და იცვლება მისთვის საჭირო კლიმატის, ამის პარალელურად იცვლება წყლის საჭირო რაოდენობაც.

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს გამოცდილი და ნაცადი ხერხები, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ოპტიმიზაცია გაუწიოთ სარწყავ სისტემას და თქვენი მცენარე მუდმივად ჯანმრთელი და ჰიდრირებული ამყოფოთ.

რა სიხშირით უნდა მცენარეს მორწყვა?

როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენს მცენარეს შესაძლოა “წყუროდეს”, დააკვირდით შემდეგ მინიშნებებს:

  • ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა თუ ყვითლდება?
  • ფოთლები ძლიერი და ხისტია?
  • ნიადაგი მშრალია სუნთქავს?

ყველაზე ხშირად, დამწყები გროუერების დაშვებული შეცდომაა მცენარის ზედმეტი მორწყვა. ფესვებისთვის საჭიროა სისველეც და სიმშრალეც, რათა თანაბრად განვითარდნენ და მიაღწიონ ქოთნის ფსკერს.

რომ დარწმუნდეთ, ჭირდება თუ არა მცენარეს მორწყვა, თითით მოსინჯეთ ნიადაგის ზედაპირი, 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე. თუ ის მშრალია, მაშინ მორწყეთ.

ასევე შეგიძლიათ უბრალოდ აწიოთ ქოთანი და მიხვდეთ მისი სიმძიმის მიხედვით. ამას პრაქტიკა და გამოცდილება დაჭირდება. ეცადეთ მორწყვამდე აწიოთ ქოთანი და მიხვდეთ მის წონას, იგივე გააკეთეთ მორწყვის შემდეგ და ნახავთ, რომ დაახლოებით 50%-ით მძიმე იქნება.

ნაკლებად მორწყული მცენარის სუსტია და ფოთლები დავარდნილი აქვს, მათი ფერი კი ყვითელი ან ყავისფერია. არ არის ძალა ფოთლებში და მცენარე უსიცოცხლოს გავს. ზედმეტად მორწყული მცენარეც შესაძლოა გავდეს მას, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოთლები მუქი მწვანეა და მათი წვეროები მაღლაა აპრეხილი, რადგან ისინი წყალს ემალებიან.

რათქმაუნდა, თქვენ არ გინდათ, რომ მცენარე რომელიმე ზემოთ ნახსენებ სიტუაციაში ჩავარდეს, მაგრამ როდესაც მიიღებთ გამოცდილებას და გაიგებთ როგორ მორწყათ კონკრეტული ძირი, მიხვდებით, რომ ზედმეტად მორწყულ მცენარეს, ნაკლებად მორწყული ჯობს (Underwater).

ფესვები შეიწოვენ ჟანგბადს, როდესაც ნიადაგი მშრალია, და თუ ნიადაგი მუდმივად სველი იქნება, გამოდის, რომ მცენარე ვერ ისუნთქებს.

ყურადღება მიაქციეთ დროის შუალედებს, და თუ საჭირო გახდა, ჩაინიშნეთ კიდეც ისინი. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს ზრდასთან ერთად, მეტი წყალი უფრო ხშირად დასჭირდება.

რამდენი წყლით ჭირდება მცენარეს მორწყვა?

წყლის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება თქვენი მცენარის მოსარწყავად, გამომდინარეობს რამოდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, რომლებიცაა:

  • ზომა
  • ტემპერატურა
  • საერთო ჯანმრთელობა
  • ზრდის ფაზა

მორწყვის დროს, მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, არის ის, რომ მორწყვის შემდეგ, დრენაჟის გავლით, წყალი ქოთნის ძირიდან უნდა გამოვიდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არაა პრობლემა თუ ზედაპირზე დაგროვდება წყალი, მთავარია ის ნიადაგმა შეიწოვოს და ქვემოდან გაატაროს.

თუ მცენარის ნიადაგი ძლიან მშრალია, წყალი სწრაფად გაივლის ქოთანს და დრენაჟის ხვრელებიდან გამოვა. თუ ეს ასე მოხდა, მორწყეთ ცოტა წყლით, და გაიმეორეთ იგივე 10 წუთის შემდეგ, შესაძლოა იგივეს მესამედ გამეორებაც საჭიროების შემთხვევაში. ეს საშუალებას მისცემს ნიადაგს ნელნელა აითვისოს წყალი, სანამ მთლიანი ნიადაგი არ იქნება სველი.

ჩაინიშნეთ რეგულარულად, დაითვალეთ, შეადგინეთ მორწყვის ცხრილი. ყველაზე კარგ შემთხვევაში, თქვენი მცენარისთვის წყლის მიღების ციკლი 2-3 დღეში ერთხელ მორწყვას უნდა გულისხმობდეს.

მცენარის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი მოთხოვნილება წყლისადმი.

საერთოდ, ყველა მცენარისთვის ინდივიდუალურია წყლის საჭირო რაოდენობა, ასე რომ, რაც უფრო მალე იპოვნით “ოქროს შუალედს” ძალიან მშრალსა და ძალიან სველ ნიადაგს შორის, უფრო მალე აყვავდება თქვენი ბაღი.

სწორი ზომის ქოთანი გაქვთ?

მცენარის ჰიდრატაციისთვის აუცილებელია სწორი ზომის ქოთანი. თუ მცენარე ძალიან დიდ ქოთანშია, ის ვერ “დალევს” წყალს იქიდან, სადაც ჯერ არ არის მისი ფესვები გადგმული, ამის გამო წყალი ქოთნის ფსეკრზე “დაჯდება”, ამიტომ ნიადაგის გამოშრობას დიდიხანი დაჭირდება და გაჩნდება სოკოსა და სხვა დაავადებების საშიშროება.

ამის საპირისპიროდ, თუ ქოთანი ძალიან პატარაა, ფესვები მალე დაასრულებენ განვითარებას და მცენარე მეტად ვეღარ გაიზრდება. გარდა ამისა, მოგიწევთ მისი თითქმის ყოველდღიურად მორწყვა.

იდეალურ შემთხვევაში, მცენარემ განვითარება უნდა დაიწყოს პატარა ქოთანში და ზრდასთან ერთად შეიცვალოს მისი კონტეინტერიც. მაგალითისთვის, შეგიძლიათ ჩითილი გაზარდოთ ნახევარ ლიტრიან ქოთანში, შემდეგ გადაიტანოთ 3-4 ლიტრიან ქოთანში, ამის შემდეგ 8-10 ლიტრიანში და საჭიროებისა და საშუალების შემთხვევაში უფრო დიდ ქოთანშიც კი.

მცენარე გადარგვისთვის მზად არის მაშინ, როდესაც ფესვები მოიცავს ნიადაგის უმეტეს ნაწილს, მაგრამ არ უნდა აიბლანდოს ერთმანეთში. გადარგვა მშვენიერი შანსია მცენარის ფესვებზე დასაკვირვებლად. თეთრი ფერის, მყარი სტრუქტურის მქონე ფესვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან მცენარეს მთელი ამ დროის განმავლობაში სწორად რწყავდით.

დანამატები, რომლებიც მცენარის ჰიდრატაციისთვის გამოგადგებათ

ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალები გამოგადგებათ მცენარისა და ნიადაგის მორწყვის სწორად ოპტიმიზაციაში, მორწყვის პროცესი კი გახდება უფრო მარტივი და ეფექტური:

პერლიტი

პერლიტი იწარმოება “ობსიდიანისგან”, რაც ვულკანური შუშის წარმონაქმნია. ობსიდიანის მაღალ ტემპერატურაზე გახურებისას, ის ფართოვდება და ხაოებს იკეთებს. ის არის მსუბუქი, ფოროვანი და ორგანული, რაც იდეალურს ხდის ნიადაგში დასამატებლად, რადგან ხელს უშლის ნიადაგის გამოშრობას და ატარებს ჟანგბადს.

“ჭკვიანი ქოთნები”

ეს ქოთნები დამზადებულია ნაჭრებისგან. მატერია საშუალებას აძლევს ნიადაგს ისუნთქოს და წყალი გაატაროს. ეს ორივე თვისება დაეხმარება თქვენი მცენარის ფესვებს განვითარებასა და გაძლიერებაში.

ტაიმერი

თუ თქვენ გაქვთ სარწყავი სისტემა, აუცილებლად გამოიყენეთ ტაიმერები, რათა სწორად გადაანაწილოთ საჭირო წყლის რაოდენობის მიცემა მცენარისათვის.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.