TOP 5 ჰიბრიდი – კანაპედიას რეიტინგი

სატივა, ინდიკა, ჰიბრიდი – ეს კანაფის ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ეპითეტებია. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ კანაპედიას რეიტინგის მიხედვით დალაგებული საუკეთესო 5 ინდიკა, რომლებმაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი ნახვა დაიმსახურეს.

1. Gorilla Glue

GG Strains-ის მიერ შექმნილი Gorilla Glue, ძლიერი ჰიბრიდული ჯიშია, რომელსაც ერთიანად მოაქვს დიდი დოზებით ეიფორია და რელაქსი, რაც გაგრძნობინებთ, რომ სავარძელზე “მიწებებული” ხართ. მისი მსუყე, წებოვანი ყვავილედები, ოთახს მკვეთრი,მჟავე, ცხვირის ამწველი სუნით ავსებენ. ამ ჯიშმა გაიმარჯვა ლოს-ანჯელესის და მიჩიგანის 2014 წლის კანაფის თასებზე, ასევე მოიგო High Times-ის მიერ ჩატარებული მსოფლიო თასი იამაიკაზე და დასახელდა წლის საუკეთესო ჯიშად. ამ მრავლადდაჯილდოებული ჯიშის ცნობადომა იმდენად დიდია, რომ კანაფის თითქმის ყველა მომხმარებელს სურს მისი ეფექტებით სკამზე “დაწებება” 

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

2. LSD

ეს საოცარი სთრეინი, LSD შეჯვარებულია Barney’s Farm-ის მიერ. მისი მშობლები Mazar-i-sharif და Skunk #1 არიან. ეს დაავადებებისადმი მდგრადი მცენარე იზრდება თითქმის ყველანაირ სასიცოცხლო კონდიციაში. მისი ყვავილედები კონუსის ფორმისაა და კვადრატულ მეტრზე 600 გრამამდე მოსავალს ტოვებს. ყვავილობა 8-9 კვირა გრძელდება. LSD ცნობილია თავისი ნათელი, ფსიქოდელური, ძლიერი ცერებრალური ეფექტებით. THC-ს მაჩვენებელი 24%-მდე აღწევს, CBD 1.3%-მდე.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

3. OG Kush

ნამდვილი OG Kush პირველად კულტივირებული იქნა ფლორიდაში, ადრეულ 90-იანბში, როდესაც ჩრდილოეთ კალიფორნიიდან წარმოშობილი ჯიში შეაჯვარეს Hindu Kush-თან. შედეგად შემჯვარებლებმა მიიღეს ჰიბრიდი უნიკალური ცერებრალური ეფექტებითა და ტყის მძაფრი არომატებით.

OG Kush გამოყენებულ იქნა მრავალი ცნობილი ჯიშის შესაქმნელად, როგორებიცაა, GSC და Headband.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

4. White Widow

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯიშებიდან ერთ-ერთი არის White Widow (თეთრი ქვრივი), დაბალანსებული ჰიბრიდი, რომელიც პირველად ჰოლანდიაში შეჯვარდა Green House Seeds-ის მიერ. ბრაზილიური სატივასა და სამხრეთ-ინდური წებოვანი ინდიკას ნაჯვარი, რომელიც 1990 წლიდან, ჰოლანდიის თითქმის ყველა კოფიშოპში შეგხვდებათ. მისი თეთრი ფერის, კრისტალური, წებოვანი გარსით დაფარული ყვავილედები გაფრთხილებენ მოსალოდნელი საოცარი ეფექტების შესახებ. ძლიერი ეიფორიისა და ენერგიის ტალღა დაუყოვნებლივ ასტიმულირებს ტვინს და საუბრისა და კრეატივის ხასიათზე მოყავხარ. White Widow-ს გენეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ბევრი ცნობილი ჯიშის წარმოქმნას, როგორებიცაა, White Russian, White Rhino და Blue Widow. და მაინც, მებაღეების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ორიგინალ თეთრ ქვრივს, რომლის ყვავილობაც 60 დღემდე გრძელდება დახურულ სივრცეში (Indoor) გაზრდისას.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

5. AK-47

არ მისცეთ ამ ჯიშის ასეთ გამომწვევ სახელს გასულელების უფლება, AK-47 დაგტოვებთ დარელაქსებულს, მეტად სასიამოვნო, მდარე ეფექტებით. ამ სატივა-დომინანტ ჰიბრიდს მოაქვს სწრაფი, დიდხანს გამოყოლადი ცერებრალური buzzy ეფექტები, რომელიც გამყოფებთ მენტალურად და სოციალურად აქტიურს მთელი ამ ხნის განმავლობაში. AK-47 შედგება სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოშობილი სთრეინებისგან, ამიტომ მისი გემო და არომატი არის რამოდენიმე მძაფრი ჯიშის მიქსი. როდესაც AK-47-ის სუნი მძაფრი მომჟაო და მიწისებრია, მისი ტკბილი არომატის გაგება მხოლოდ დაგემოვნების შემდეგ ხდება შესაძლებელი.

1992 წელს Serious Seeds-ის მიერ შექმნილი AK-47, არაერთხელ გამხდარა კანაფის თასების გამარჯვებული მისი THC-ს მაღალი შემცველობისა და განუმეორებელი ეფექტების გამო. თუ გინდათ თქვენი ბაღისათვის ამ “სუნიანი”, წებოვანი სთრეინის შემატება, გირჩევთ გამოიყენოთ კარგად შეზავებული ნიადაგი ან ჰიდროპონიკა. AK-47 მარტივად გასაზრდელია და ყვავილობა დიდხანს არ უგრძელდება. მისი ყვავილობის ციკლი 53-63 დღემდე მერყეობს Indoor გაზრდისას, როდესაც Outdoor-ზე მცენარე ოქტომბრის ბოლოს სრულდება.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

სულ ეს იყო, მოიწონეთ სტატია და განხილვა დაწერეთ კომენტარებში ♥

ბედნიერ გროუინგს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.