TOP 5 სატივა – კანაპედიას რეიტინგი

სატივა, ინდიკა, ჰიბრიდი – ეს კანაფის ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ეპითეტებია. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ კანაპედიას რეიტინგის მიხედვით დალაგებული საუკეთესო 5 სატივა, რომლებმაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი ნახვა დაიმსახურეს და რათქმაუნდა დამსახურებულად.

1. Amnesia Haze

ლიმონისა და ციტრუსის არომატით გაჯერებული ნიადაგის სურნელის მქონე Amnesia Haze იდეალური ჯიშია დღის ღიმილიანად დასაწყებად. ამაღლებული, ენერგიული High არის ის, რასაც დიდხანს ვერ დაივიწყებთ. Amnesia Haze-ს გენეტიკა სამხრეთ აზიური და იამაიკური ჯიშებზეა დამყარებული. ამ სთრეინს მოგებული აქვს 2004 წლის კანაფის მსოფლიო თასი (პირველი ადგილი) და 2012 წლის საუკეთესო სატივას წოდება. გავრცელებულია მთელს მსოფლიოში.

სრულად წაკითხვა

2. Durban Poison

ნამდვილი სატივა, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აფრიკის საპორტო ქალაქ დურბანიდან არის. მან პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი ტკბილი სუნისა და ამაღლებული ეფექტის გამო მოიპოვა. Durban Poison იდეალურია დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ენერგიის შესანარჩუნებლად და კრეატივის გასაღვივებლად სტრესულ სამსახურში. გროუერები მსოფლიოს გარშემო რეკომენდაციას უწევენ ამ ჯიშს, თავისი წებოვანი და არომატული, მრგვალი და სქელი ყვავილედების გამო, რომლებიც თავიდან ბოლომდე ფერადი ტრიქომებით არის დაფარული.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

3. Super Lemon Haze

სატივა-დომინანტი Lemon Skunk-ისა და Super Silver Haze-ის ჰიბრიდი, კანაფის თასის ორგზის მფლობელი ჯიში, გამოყვანილი Green House Seeds-ის მიერ. Super Lemon Haze არის კიფით დაფარული მრავალფერი საოცრება. როგორც სახელიც გვეუბნება, ამ სთრეინს გააჩნია ნამდვილი ლიმონის თვისებები. სუნი მწკლარტე, მჟავე, ციტრუსის, ოდნავ მოტკბო, ხოლო გემო, ზუსტად ისეთია როგორიც წარმოგიდგენიათ. ტკბილი და სასიამოვნო, როგორც ლიმონისგან გამომცხვარი ჰაეროვანი ნამცხვარი. სთრეინის ეფექტები განუმეორებლად სასიამოვნო და ენერგიულია, რაც საშუალებას გაძლევთ დილით მიღების შემთხვევაში მთელი დღე ამაღლებულმა გაატაროთ.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

4. Shaman

Shaman სატივა-დომინანტი სთრეინია, რომელიც Purple #1-ისა და Skunk-ის შეჯვარების შედეგად შექმნა ჰოლანდიურმა კომპანია “Dutch Passion”-მა. ეს ჯიში იდეალურია იმ მომხმარებელთათვის, ვინც დახმარებას ეძებს დეპრესიასთან, შფოთვასა და ქრონიკულ ტკივილებთან საბრძოლველად. როგორც სხვადასხვა განხილვებში წერია, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში მიიღებთ ფსიქოდელიურ ეფექტებსაც, რაც გამოწვეულია ამ სთრეინის მშობლების სიძლიერით.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

5. Lemon Haze

Lemon Haze ხასიათდება ახალდაჭრილი ლიმონის ნაჭრების მსგავსი სასიამოვნო სურნელით. მისი ყვავილედები არის ღია მწვანე და მოყვითალო შეფერილობის, ქარვისფერი ბუსუსებით ტრიქომებზე, რაც საბოლოოდ მცენარეს ყვითელ ფერს ანიჭებს. ამ ჯიშის THC 15-20%-ებზე მერყეობს, CBD 0.38% აქვს.

ჯიშის განხილვის სრულად წაკითხვა

სულ ეს იყო, მოიწონეთ სტატია და განხილვა დაწერეთ კომენტარებში ♥

ბედნიერ გროუინგს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.