რომელი სითხეებით შეგვლიძლია ბონგში წყლის ჩანაცვლება

ბონგი თავისუფლად შეიძლება დასახელდეს კანაფის მოხმარების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად. გასაკვირი არც არის, წყალში გავლით კვამლი გრილდება და სუფთავდება უსიამოვნო ნაწილაკებისგან, რბილდება და მისი არომატი უკეთ იგრძნობა. მაგრამ რადგანაც ბონგი კლასიკაა, არ ნიშნავს იმას, რომ საკითხთან ხელოვნურად მიდგომა არ შეგვიძლია. რას იტყოდით იმაზე, რომ პროცესი ცოტა უფრო გაგვეხალისებინა და წყლის მაგივრად ბონგში სხვა სითხე გამოგვეყენებინა, თავისი განსაკუთრებული თვისებებით და მახასიათებლებით, რომლებიც წყლისგან განსხვავდებიან.

ბონგიდან მოწევის შედეგად მიღებული შეგრძნებების გასაუმჯობესებლად/შესაცვლელად ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. სხვადასხვა წვენების ან მცენარეების ნაყენების (ჩაის) გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ბოლს განსხვავებული არომატი მიანიჭოთ. მაგრამ სანამ ამ იდეით ზედმეტად დაინტერესდებით, მნიშვნელოვანია გაინთვალისწინოთ, რომ ამისთვის ყველა სასმელი არ არის შესაფერისი. მაგალითად, რძეს, პირიქით შეუძლია კანაფის ეფექტი დაასუსტოს. ხოლო ადვილად აალებადი ალკოჰოლის (ჭაჭა, ვისკი, ა.შ) დამატება კი ჯანმრთელობისათვის საზიანოც არის. გთავაზობთ რამდენიმე იდეა დასაწყისისთვის:

ხილის და ბალახის ნაყენი

ყველას არ სურს ექსპერიმენტებში ღრმად შეტოპვა, ამიტომ უბრალოდ არომატიზაციას უკეთებენ წყალს. ამის მიღწევა შესაძლებელია წყალში ლიმონის ან ფორთოხლის კანის ჩაგდებით, ასევე შეიძლება პიტნის ფოთლების, ჯანჯაფილის ან სხვა ახალი ხილის დამატება.

იმისათვის რომ ასეთი წყალი მოვამზადოთ, წვრილად დავჭრათ რჩეული ინგრედიენტი, ჩავაგდოთ იგი წყალში და რამოდენიმე საათით შევინახოთ მაცივარში, საუკეთესო იქნება თუ მთელი ღამით დავტოვებთ. ნაყენში ასევე შეგიძლიათ ყინული ჩააგდოთ, მაგრამ ზოგ ადამიანს პირიქით, ცხელი წყლის დასხმა ურჩევნია. ორივე ვარიანტი ცადეთ და თავად გადაწყვიტეთ.

ღვინო

ბონგში ძლიერი სასმელების ჩამატება, როგორებიცაა კონიაკი და ვისკი, ნამდვილად ცუდი აზრია. პირველ რიგში, აორთქლებული ალკოჰოლის ჩასუნთქვას ნამდვილად არ ექნება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა. ასევე, ალკოჰოლისა და ცეცხლის კომბინაციამ შესაძლოა თქვენს საღამოს გაუთვალისწინებელი, არასასურველი შედეგები მოუტანოს.

მაგრამ ღვინო, არ შეიცავს ასეთ საფრთხეს, და მისი ბონგში გამოყენება სავსებით შესაძლებელია. საუკეთესო შედეგისთვის ცადეთ ტკბილი, სასიამოვნო გემოს მქონე ღვინო.

ხილის წვენი

ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ახლად გამოწურული ხილის წვენი. გრეიპფრუტი, ვაშლი, ფორთოხალი, ან ნებისმიერი სხვა ხილი შეგიძლიათ გაწუროთ და წყლის მაგივრად გამოიყენოთ ბონგში. საუკეთესო ვარიანტი იქნება სახლში, ხილიდან გამოწურული წვენი და არა მაღაზიაში ნაყიდი, რადგან ისინი შეიცავენ სხვა დანამატებს რაც არც თუ ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევე ნუ მოგერიდებათ ყინულის დამატების.

ხილის წვენებში განსაკუთრებულად მოხსენიებას იმსახურებს ბროწეულის წვენი, იგი განსხვავებული იმითაა, რომ სხვა ხილებისგან განსხვავებით შეიცავს ნაკლებ შაქარს და აქვს მაღალი მჟავიანობა რაც შეიძლება ბონგის სისუფთავის დაცვაშიც დაგეხმაროთ. იგი ასევე მიანიჭებს ბოლს სასიამოვნო, განსხვავებულ გემოს.

ეთერზეთები

ეთერზეთებს არომათერაპიის დროს იყენებენ და საკმაოდ ძლიერი სურნელი აქვთ, იმისათვის რომ იგი ბონგში გამოვიყენოთ, საკმარისია წყალს მხოლოდ 2-3 წვეთი დავამატოთ. დაამატეთ იმ რაოდენობით, რომ წყალში მხოლოდ ოდნავ იგრძნობოდეს ეთერზეთის გემო. მაგალითისათვის, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნის, ევკალიპტის ან ლავანდის ეთერზეთები.

ჩაი

ბონგში ჩაის ჩასხმა კიდევ ერთი პოპულარული ალტერნატივა არის. როგორც გაზიანი წყლისა და ხილის წვენის შემთხვევაში, ახლად დასხმულ შავ, მწვანე ან ნებისმიერ სხვა ჩაისაც შეუძლია ბოლს მიანიჭოს სასიამოვნო, მსუბუქი გემო. არსებობს უამრავი ტიპის ჩაი ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარება უსასრულოდ შეგიძლიათ.

შეგიძლიათ ბონგში ცხელი ჩაიც ჩაასხათ, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება ცივი ზამთრის დღეებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უხარისხო იაფიანი ბონგები შესაძლოა გატყდნენ ან გაიბზარონ. ასევე არ არის რეკომენდირებული ცხელი სითხეების ჩასხმა აკრილის ბონგებში, რადგაც სითბოს შესაძლოა უარყოფითი შედეგი ქონდეს პლასტმასზე, და რასაკვირველია არაა სასურველი მისი ჩასუნთქვა.

წყარო

შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.