კულტივაცია ნებადართულია იტალიის ყველა მოქალაქისთვის

იტალიური საკანონმდებლო შეთავაზება მარიხუანას კულტივაციის დეკრიმინალიზაციის შესახებ

Italian Law Suggests Growing Weed Is Not A Crime?

იტალიაში სამი ძირი მცენარისა და 750 გრამი კანაფის მასწავლებლისთვის აღმოჩენა ამ კანონმდებლობაში გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს, რამეთუ სწორედ ამ შემთხვევის შემდგომ დაისახეს მიზნად ქვეყნის საკანონმდებლო სისტემაში ცვლილებების შეტანა.  მარკო რიბეჩი, ჩვენი ჟურნალისტი იტალიიდან შეხვდა დაცვის მხარის ადვოკატს , მარკო ბარონჩინის, მან განმარტა „ ქვეყანაში პირველად შესაძლოა გაჩნდეს ცნება კულტივაცია პირადი მოხმარებისთვის. საკითხი ლიბერალიზაციას არ ეხება, რადგან კანონი ამის უფლებას უკვე გვრთავს. ერთადერთი დანაშაული მისი მესამე პირისთვის გადაცემაა , რაც დღემდე ადმინისტრაციულ კანონდარღვევად რჩება.

კანაფის შენახვა და კულტივირება არ წარმოადგენს არანაირი სახის დანაშაულს, თუ პირი კანაფს მესამე პირს არ გადასცემს. ეს შედეგები გამოიკვეთა მილანში , ერთი ქალის სააპელაციო სასამართლოზე, რომელსაც 750 გრამი მარიხუანა და სამი დიდი ყვავილობის ფაზაში მყოფი მცენარე აღმოუჩინეს. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს დებატებს მთელი იტალიის მასშტაბით და დიდი ალბათობით ქვეყნის იურისპრუდენციაშიც შექმნის გარკვეულ პრეცენდენტებს.

იტალიაში ჩატარებულმა სასამართლომ, პირადი მოხმარებისთვის კულტივირების ცნება პირველად აღიარა . მიუხედავად იმისა , რომ ქალს კანაფის თერაპიული გამოყენებისთვის მინიჭებული რეცეპტი გააჩნდა , ეს სრულიად არ იყო საჭირო საქმეში გასამარჯვებლად. ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა , რომ ქალმა კანაფი მესამე პირს გადასცა. ამ მტკიცებულების გარეშე კი არ არსებობს არც დანაშაული. პოტენციურად იტალიის ყველა მოქალაქეს შეუძლია კანაფის ფლობა და მისი თავისუფლად კულტივაცია , სანამ დაცული იქნება მისი მესამე პირისთვის არ გადაცემის პირობა. მესამე პირზე გადაცემა არ ნიშნავს მხოლოდ გაყიდვას. ეს მოიაზრებს მცენარის მეგობრისთვის გაზიარებასაც. 

ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გაზარდოს საკუთარი კანაფი. განმარტავს ვიბო ვალენტიას კრიმინოლოგიის, სისხლის სამართლის პროცედურების პროფესორი და ადვოკატი მარკო ბარონჩინი . მისი თქმით „ თერაპიული და სამედიცინო გამოყენების გარდა, პირველი სარგებლობისთვის კანაფის მოყვანა ყველასთვის ნებადართულია. აკრძალულია მესამე პირისთვის მისი გადაცემა, თუმცა დანაშაულის აშკარა მტკიცებულების გარეშე (როგორიცაა ამოღებული ნივთმტკიცება, წინასწარ შეფუთული დოზები , დიდი თანხები ნაღდი ფულით და ა.შ.) დანაშაული არ არსებობს. ამას კანონი სიტყვასიტყვით ამბობს და ჩემი ბრალდებულის შემთხვევაში პირველად გაჟღერდა სასამართლო დარბაზშიც. დებატები ლიბერალიზაციაზე აქ სავსებით უადგილოა , რადგან იტალიაში ამის შესახებ კანონი უკვე არსებობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მის საერთო კომერციალიზაციაზე , რადგან მისით ვაჭრობა დღემდე დანაშაულად რჩება.

აქამდე კანაფის პირადი მოხმარება დაშვებული იყო , თუმცა არ გახმაურებულა მისი კულტივირების უფლებებიც , განსაკუთრებით კი მაშინ , როცა საქმე დიდი ოდენობით კანაფს ეხებოდა (საუბარია 750 გრამზე) . ადვოკატის თქმით, პირველ მოსმენაზე მოსამართლემ აღიარა, რომ მოპასუხე კანაფს პირადი მოხმარებისთვის მოიყვანდა , თუმცა მას მაინც გამოუტანა 16 თვით პატიმრობის სასჯელი და ჯარიმა 800 ევროს ოდენობით მარიხუანას კულტივირებისთვის, რადგან მიაჩნდა, რომ კულტივაცია ყოველთვის დასჯადი უნდა ყოფილიყო.  პირველი სასამართლოს დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში მოგვიხდა უზენაეს სასამართლოში საქმის გასაჩივრება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა , რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მარიხუანას კულტივირება დანაშაული არ არის. ამის გამო პირვანდელი გადაწყვეტილება მეორე სხდომაზე სრულიად გაბათილდა და მოპასუხეს სრულიად გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, რადგან არ არსებობდა არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება კანაფის მესამე პირისთვის გადაცემის თაობაზე.

მაშასადამე, სამართლებრივი თვალსაზრისით არ უნდა იყოს დასჯადი მარიხუანას კულტივაცია მაშინაც კი , როდესაც დიდი ოდენობით კულტივაციაზეა საუბარი , მთავარია არ ფიქსირდებოდეს მისი მესამე პირზე გასხვისება. „კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლემ იდეალური განაჩენი გამოიტანა“- ამბობს ადვოკატი. „გაიმართა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და შენარჩუნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აბსოლუტური ანონიმურობა. არანაირი სოციალური ან შრომითი რეპერკუსია არ მომხდარა.  მადლობა ყველას, ვინც ამ სასამართლოში მონაწილეობას იღებდა, იცავდა ჩვენ მხარეს და სწრაფ ვადებში განიხილავდა მას.

Defense attorney Marco Baroncini

გარკვეულწილად ეს სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების ტრიუმფი იყო. „მორალურად, მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების, თუნდაც კანაფის გამოყენების , მაგრამ ეს არ არის ეთიკური და პირადი გადაწყვეტილება, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, მე დიდი ფილოსოფოსის სონ სტიუარტ მილის ნაშრომში თავისუფლების შესახებ აღნიშნული კონტექსტის ერთგული გახლავართ.  საჭიროა მაქსიმალური თავისუფლება და აკრძალვებში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა.  სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს.  ჩვენი იურისპრუდენცია და სამართლებრივი სისტემა ჩეზარე ბეკარიას გადმონაშთია, რომელიც გახლავთ იტალიური განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ავტორი წიგნისა  Dei delitti e delle pene (დანაშაული და სასჯელები) . იგი დღემდე ყველაზე გავლენიანი ტექსტია სისხლის სამართლის ისტორიაში. ბეკარიამ თქვა: „მოდით ნუ მივცემთ მოსამართლეებს საკუთარი ინტერპრეტირების საშუალებას. კანონი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იქმნებოდეს. „  აქ კი მინდა დავამატო ერთი უდავო ჭეშმარიტება. მოქალაქეს კი არ უნდა უწევდეს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, არამედ ამტკიცებდეს მოქალაქის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ამგვარად, მილანის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი სარგებლობისთვის კულტივაცია დანაშაულს არ წარმოადგენს თუ არ ფიქსირდება მისი მესამე პირზე გადაცემის ფაქტი. შესაბამისად კულტივაცია ნებადართულია იტალიის ყველა მოქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში შეიძლება, შესაძლოა გასაჩივრდეს მრავალი დაზარალებულის უფლებები, რომლებიც კანაფს თერაპიული მიზნით იყენებდნენ, თუმცა ისინი მაინც დამნაშავეებად ცნეს. საჭიროა თავიდან იქნას აცილებული მესამე პირისთვის მცენარის გადაცემა ან გაზიარება, მათ შორის უსასყიდლოდაც კი. სხვა შემთხვევაში კი ყველას აქვს კანონიერი უფლება გაზარდოს საკუთარი მარიხუანა და მოიხმაროს იგი სამედიცინო მიზნებისთვის. უფრო მეტიც , მცენარის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებაც ნებადართულია და პირებს აღარ მოუწევთ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება ,თუ პოლიცია მათ მარიხუანას აღმოუჩენს.

„როგორც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები“ – ამბობს პროცესორი ბარონჩინი „ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს უდანაშაულობა, ან ხარ დამნაშავე ან არ ხარ, ბრალის მტკიცებულებების წარდგენა კი პროკურატურას ევალება. მოქალაქე არ არის ვალდებული დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ადამიანები ყოველთვის უდანაშაულოები არიან, სანამ მათ წინააღმდეგ სამხილები არ იქნება წარდგენილი და მათი დანაშაულებრივი ქმედება არ დადასტურდება.

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.