
ნედლი თუ მშრალი ტრიმინგი? რომელია უკეთესი?
შენი მცენარე წარმატებით გაიზარდა და დამწიფდა. ახლა კი მოვიდა დრო ტრიმინგი ჩავატაროთ.
დარწმუნებული ვარ, უკვე იცი თუ რატომ უნდა მოვაშოროთ სავენტილაციო ფოთლები (დიდი ფოთლები, რომლებიც პირდაპირ ღეროდან ან ტოტებიდან იზრდება) და ზედმეტი “შუგარ ლიფები” (პატარა ფოთლები რომლებიც ყვავილედებთან გვხვდება), რადგან გარანტირებულად მივიღოთ სასიამოვნო გემო.
თუმცა არის ერთი ძველი, პასუხგაუცემელი კითხვა, როდის უნდა ვქნათ ეს? ასუფთავებთ ნედლ, ახალ მოჭრილ მცენარეს თუ ჩამოკიდებიდან 1-2 კვირის შემდეგ, როდესაც უკვე საკმარისად გამშრალია? არსებობს კი მესამე გზაც? (უპს, სპოილერი: კი არსებობს!)
ყოველ მიდგომას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; ასევე ყავს მიმდევარი ფანატიკოსები, მათ კი ზუსტად იციან თუ რომელია სწორი. გააგრძელე კითხვა და გაარკვიე რომელია შენთვის საუკეთესო ხერხი, ან კიდევ უკეთესი: ყველა მეთოდით ჩაატარე ექსპერიმენტი. დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი ფორმით დატოვებული ნარჩენები (ნაწილი რასაც მოაჭრით) შესაძლებელია გამოიყენოთ საკვების ან ჰაშის დასამზადებლად.
ნედლი ტრიმინგი
ამ შემთხვევაში მცენარეს მოჭრისთანავე ასუფთავებთ, სანამ გააშრობთ და “Curing”- ს ჩაუტარებთ. (Curing-ის შესახებ მომავალში ვისაუბრებთ)

დადებითი მხარეები
- ტენიანი ფოთლების გარეშე, ყვავილედების გაშრობა ნატურალურად დაჩქარდება. ეს დაგეხმარებათ მაღალტენიანი კლიმატის დროს, როდესაც გიწევთ ობთან ბრძოლა.
- მცირე სივრცე გაქვთ? ეს ხერხი მაშინ თქვენთვისაა. როდესაც ზედმეტ სიმწვანეს მოაშორებთ, თქვენი ყვავილედები გაცილებით ნაკლებ ადგილს დაიკავებენ.
- როდესაც მცენარე ჯერ კიდევ ახალი მოჭრილია, ტრიქომები, ასევე ცნობილი როგორვ THC- ით სავსე ჯირკვლები, ძალიან წებოვანია. ასეთ პირობებში გასუფთავებისას, წებოვნების დახმარებით ისინი უკეთესად ეკრობიან მცენარეს, რაც გვაძლევს საშუალებას მომავალშიც ვისიამოვნოთ მათი საშუალებით.
- დამწყებთათვის ნედლ მცენარესთან მუშაობა სასურველია. გაცილებით მარტივია ყვავილედების გასუფთავება სანამ ფოთლები გაშრება და შიგნით დაეხვევა.
უარყოფითი მხარეები:
უკვე აღვნიშნეთ თუ რამდენად წებოვანია მცენარე ამ დროს? ტრიქომები აგეკრობათ თითებზე, მაკრატელზე და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან. ამიტომ წინასწარ უნდა დაგეგმოთ ყველაფერი.
- მზად გქონდეთ სპირტი და ტილო, რათა გაიწმინდოთ ხელები და სამუშაო იარაღები. ბევრი იყენებს ლატექსის ხელთათმანებს, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ სუფთად დარჩენაში.
- დამღლელი საქმეა თან მოსავლის აღება და თან გასუფთავება, რაც ერთ დღეში ნამდვილად საკმაო დროს წაიღებს, თუმცა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი მცენარე გაქვთ.
მშრალი ტრიმინგი
შეგიძლიათ პირდაპირ ჩამოკიდოთ გასაშრობად თქვენი ახლახანს მოჭრილი მცენარე. დაელოდოთ სანამ ღეროები მარტივად არ გატყდება, რასაც დაახლოებით 10-დან 14-მდე დღე მიაქვს და მხოლოდ მას შემდეგ მოაცალოთ თქვენს კანაფს ის ზედმეტი ნაწილები, რაც იმ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, რასაც ელით.
დადებითი მხარეები:
- ზედმეტი ფოთლების დატოვება ზრდის ტენიანობას თქვენი ყვავილედების გარშემო, რაც ანელებს გაშრობის პროცესს. განსაკუთრებით მშრალ კლიმატში ეს მეთოდი ნამდვილი შვებაა, რადგან ზედმეტად სწრაფი გაშრობა იწვევს ტერპენების უხვად დაკარგვას.
- ტრიქომები მაგრდება გაშრობის დროს, ნაკლები წებოვნება კი გასუფთავების პროცესს გაცილებით სუფთას ხდის.
უარყოფითი მხარეები:
- ნაკლებად წებოვანი ტრიქომები ასევე საკმაოდ მარტივად ტყდება. ამიტომ მოსავალი დიდი ყურადღებით უნდა გავასუფთავოთ, რათა ბევრი THC არ დავკარგოთ.
- გაშრობამდე სანამ თქვენი მოსავალი შემცირდება მოცულობაში, ყველა ეს ზედმეტი ფოთოლი გაცილებით ბევრ ადგილს დაიკავებს. ამიტომ ჯერ დარწმუნდით, რომ ადეკვატური სივრცე გაქვთ.
სველი და მშრალი ტრიმინგი – ორივე მეთოდის საუკეთესო მხარეები
როდესაც კანაფის გასუფთავებას ეხება საქმე, არ არის სავალდებულო, რომელიმე უკიდურესობაში გადავარდეთ. არსებობს შუალედური გზა, რაც შესანიშნავი ვარიანტია. და აი ისიც, მოაშორებთ დიდ სავენტილაციო ფოთლებს და დაუტოვებთ პატარა “შუგარ ლიფებს”.
როდესაც ყვავილედები გაშრება, ღეროდან მოჭერით პატარ-პატარა ყვავილედებად (ე.წ. “ნაგეთსებად” (Nuggets)) და შეინახეთ მინის ქილაში, ამ პროცესს ბაკინგი (Bucking) ეწოდება. როდესაც გადაწყვეტთ თავი მოხსნათ თქვენს მშვენიერ საცავს, მხოლოდ მაშინ მოაშორეთ ზედმეტი “შუგარ ლიფები”.

დადებითი მხარეები:
- ეს მეთოდი თქვენს შრომას ნაწილებად დაყოფს. არ გექნებათ ერთიანი საქმე ჰარვესტის დროს ან გაშრობის შემდეგ, როდესაც გასასუფთავებელი ყვავილედების მთა გიდგათ (იმედი გვაქვს ყველას გაქვთ ეს პრობლემა).
- შუგარ ლიფები ერთგვარი ტრიქომების დამცავია, მოაშორეთ ისინი და გამოჩნდება მთლიანი, ულამაზესი, THC-ით სავსე ყვავილები.
უარყოფითი მხარეები:
- გვესმის, რომ მტკივნეულია რამოდენიმე წუთის დაკარგვა თქვენი ყვავილედების ახალ ვარცხნილობაზე მაშინ, როდესაც მხოლოდ მათი დაგემოვნება გინდათ 🙂
შეაფასეთ სტატია ქვემოთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში