რა არის ჰაში (ჰაშიში) და რა კავშირი აქვს მას კანაფთან?

რომ გავიგოთ რა არის ჰაშიში, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ იმ დუეტის შესახებ, რომელიც კანაფის მცენარეზე/ში არსებობს. პირველი არის თავად მცენარის შემადგენელი ფიზიკური ნაწილები, რომელიც დაფარულია მდიდარი ფოთლოვანი გარსით და ამინომჟავებით, რასაც არაერთი უპირატესობა და კარგი თვისება აქვს. მეორე, არის კანაფის მთავარი ესენცია, ცნობილი როგორც ტრიქომები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სურნელოვანი ტერპენებისა და სამედიცინო კანაბინოიდების წარმოებაზე. ტერპენები და კანაბინოიდები გვაძლევენ ეფექტს, რომელსაც კანაფის მოხმარების შემდეგ ვიღებთ.

ჰაშიში იქმნება მომენტში, როდესაც ტრიქომები განცალკევდება მცენარის აგებულებისგან. ეს ხდება მაშინ, როდესაც წებოვანი გარსით დაფარული მწიფე ყვავილედები ბუნებრივად გამოშრება და გახმება. ამ დროს ტრიქომები განცალკევდება და ცალკე გროვდება. რეზინის განცალკევების პროცესი საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და მსოფლიოს მასშტაბით ლეგალიზაციის გაზრდამ ხელი შეუწყო ჰაშიშის მასიურ წარმოებას და ის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ ხელმისაწვდომია.

საიდან წარმოიშვა ჰაშიში?

სიტყვა “ჰაშიში” არაბული ენიდან მოდის და მისი პირდაპირი თარგმანი, უხეშად “ბალახს” ნიშნავს. როგორც ცნობილია, ისტორიულად ჰაშიში პირველად ქრისტეშობიდან დაახლოებით 900 წელს გამოჩნდა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჰაშიშის შეგროვების სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა “ჩარა”, რაც მებაღეების მიერ წებოვნების ხელზე გადატანას და მის შემდგომ შეგროვებას ნიშნავს, მანამდეც არსებობდა.

აფრიკის კონტინენტზე განხორციელებული ადრეული ევროპული ექსპედიციების შემდეგ, ჰაშიში დასავლეთ სამყაროში 19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. წლების განმავლობაში ევროპელი ექიმები ეწეოდნენ ჰაშიშის იმპორტს, როგორც სამედიცინო საშუალების, ომში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ. ამავდროულად სხვადასხვა მეთოდებით ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რათა მიეღოთ განსხვავებული შედეგები.

20 საუკუნის დადგომისას, კანაფის ექსტრაქტებს იყენებდა თითქმის მთელი ევროპული სამყაროს ფარმაცია. ეს იყო მანამ, სანამ აშშ-მ არ აკრძალა კანაფისა და მისგან დამზადებული პროდუქციის გამოყენება, 20-ე საუკუნის დასაწყისში. ამის შემდეგ ჰაშიშმა შავ ბაზარზე გადაინაცვლა.

ჰაშიშის განსხვავებული ტიპები

1960-იან წლებში კანაფის ენთუზიასტების მიერ პროდუქციაზე მოთხოვნის კულმინაცია მოხდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჰაშიშმა დღის სინათლე ისევ დაინახა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ნეპალი, ავღანეთი და მაროკო, ჰაშიშის ევროპაში ექსპორტით ძალიან დიდი მოგება ნახეს, რადგან დასავლელ ტურისტებს ამ ქვეყნებში ჩასვლა მხოლოდ კანაფის ნაწარმის მიღების გამოც უწევდათ. ამ დროს იმპორტირებული ჰაშიში ძირითადად მაგრად დაპრესილი, აგურის ფორმის მყარი მასა იყო, რომელიც მაღალი ტემპერატურის პრესით მზადდებოდა.

გვიანი 1980-იანი წლებისთვის, ჯონ გალარდიმ მსოფლიოს გააცნო მანქანა/დანადგარი სახელად “master sifter”, რომელიც ტრიქომებს და მცენარის ნაწილებს ერთმანეთისგან ვიბრაციით ანცალკევებდა.

როგორ მოვწიოთ ჰაშიში?

ჰაშიშის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ტრადიციულად, მას ეწევიან, მაგრამ ასევე ამზადებენ სხვადასხვა საკვებსა და დასალევს, მაგალითად როგორიცაა ინდური სასმელი “Bhang”. შესაძლებელია მხოლოდ ჰაშიშის მოწევაც, ან უბრალოდ კანაფთან ერთად მისი გადარევა.

ჰაშის ის სახეობა, რომელიც გაცხელებისას დნება, შეგიძლიათ მოწიოთ აორთქლებით, იგივე dabbing-ით.

როდესაც პირველად ეწევით ჰაშიშს, რეკომენდაცია მიიღეთ უფრო გამოცდილი მწეველისგან 🙂 იცოდეთ, რომ მისი ეფექტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე უბრალოდ კანაფის მოწევაა, რადგან კანაბინოიდების კონცენტრატი უფრო ძლიერია და მისი სიძლიერე ძირითადად 40%-დან 80%-მდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია ჰაშის დამზადების წესსა და გამოშრობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ჰაშიშის ფლობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!

ბედნიერ სეზონს გისურვებთ!

დატოვე კომენტარი

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირვლემა