რა არის ph და ppm? მჟავიანობა და სასუქის შემცველობა

მჟავიანობა (PH)

სწორი მჟავიანობის დონე, იგივე ph ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მცენარისთვის, რადგან არასწორი მჟავიანობა აისახება, როგორც ზრდის ტემპზე, ასევე მოსავლის რაოდენობასა და სიძლიერეზე. არასწორმა მჟავიანობამ შეიძლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს თქვენი მცენარე.

  • როდესაც მჟავიანობა ძალიან დაბალია (ph 5.0 ქვემოთ) – მძიმე მეტალები, როგორებიცაა რკინა და ალუმინი იცვლებიან და ხდებიან ტოქსიკური თქვენი მცენარისთვის.
  • როდესაც მჟავიანობა მაღალია (ph 6.5 და ზემოთ) – ელემენტები, როგორებიცაა კალციუმი და ფოსფორი ვერ იშლებიან სრულად, რაც ხელს უშლის ფესვებს მათ ათვისებაში, საბოლოოდ კი მოქმედებს როგორც ზრდა განვითარებაზე, ასევე ყვავილედების ჩამოყალიბებაზე.

მჟავიანობის დონეები:

  • 3.5 და ქვემოთ: ფესვების დაზიანება.
  • 4.0-4.5: სუსტი ნივთიერებების შეწოვის უნარი.
  • 5.0-5.4: კარგი მჯავიანობის დონე.
  • 5.4-5.8: საუკეთესო მჟავიანობის დონე.
  • 6.0-7.0: მისაღები მჟავიანობის დონე
  • 7.5-8.0: სუსტი ნივთიერებების შეწოვის უნარი.
  • 8.5 და ზემოთ: ფესვების დაზიანება.

მჟავიანობის დასარეგულირებლად გამოიყენეთ მჟავიანობის საზომი ელექტრო ხელსაწყო. გაზომეთ მჟავიანობა მოსაწრყავად გამზადებულ წყალში და საჭიროებისამებრ აწიეთ ან დაწიეთ მჟავიანობა სპეციალური მჟავიანობის ამწევით და დამწევით. გირჩევთ გამოიყენოთ ლიცენზირებული მწარმოებლის პორდუქტი, რადგან ისინი გათვლილია მჟავიანობის დიდი ხნით, ერთ დონეზე შესანარჩუნებლად და ეცადეთ არ გამოიყენოთ ლიმონის წვენი მჟავიანობის დასაწევად, რადგან ის კლავს საჭირო ბაქტერიებს მიწაში.

ინფორმაციისთვის ონკანის წყლის საშუალო მჟავიანობა თბილისში არის 8.0

PPM დონე

PPM (parts per million) – ზომავს მოლეკულების კონცენტრაციას მოსარწყავ წყალში, მარტივად რომ ვთქვათ, სასუქის დონეს წყალში.

PPM კონტროლი წყალში საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ სასუქის დანაკლისი ან გადამეტება. მისი გაზომვა განსაკუთრებით საჭიროა ჰიდროფონიკაში გაზრდის დროს

PPM სწორი ნიშნულები:

  • ჩითილობის პერიოდი: 100-250
  • ადრეული ვეგეტაცია: 300-400
  • გვიანი ვეგეტაცია: 450-700
  • ადრეული ყვავილობა: 750-950
  • გვიანი ყვავილობა: 1000-1600

PPM ის გასაზომად გამოიყენეთ PPM-TDS Meter. თუკი PPM არის მაღალი დააამატეთ ნაზავს გამოხდილი წყალი, თუ პირიქით დაბალია დააამატეთ სასუქი.

PPM დონე ონკანის წყალში არის საშუალოდ 150 ppm.

ეცადეთ გააკონტროლოთ PPM-ის დონე მოსარწყავ წყალში და იქნებით დარწმუნებული, რომ თქვენი მცენარეები იქნებიან ბედნიერები და არ ექნებათ საკვების დანაკლისის ან გადამეტების პრობლემა.

წარმატებულ გროუინგს გისურვებთ!

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე კანაპედია და მიიღე სიახლეები პირველმა

ისარგებლე 10%-მდე ფასდაკლებით
ჩვენი სპონსორების მაღაზიებში!

გახდი "კანაპედიას კლუბის" წევრი
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები!

თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ბლოგი, გმადლობთ!

მოხდა შეცდომა. გთხოვთ გაიმეოროთ.

Cannapedia • კანაპედია გამოიყენებს თქვენს მოცემულ ინფორმაციას რათა კავშირი იქონიოს თქვენთან და გაცნობოთ უახლესი ინფორმაცია ყველაზე სწრაფად.