
რა არის THCV (Tetrahydrocannabivarin) და რას აკეთებს ის?
Tetrahydrocannabivarin (ტეტრაჰიდროკანაბივარინი, THCV) არის ფსიქოაქტიური კანაბინოიდი, რომელიც განსხვავდება კანაფის მთავარი შემადგენელი THC-სგან. ამ ეტაპზე მომხმარებლები THCV-ს დაბალი რაოდენობით მოიხმარენ. მისი დიდი შემცველობის მქონე ერთ-ერთი ცნობილი ჯიშია აფრიკული Durban Poison. ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ THCV-ს აქვს უნიკალური თერეპავტული უპირატესობები, რაც მას განსაკუთრებულს ხდის სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ.
მეცნიერება THCV-ს მიღმა (Tetrahydrocannabivarin)

კანაფს ძალიან რთულად აღსაქმელი სტრუქტურული აგებულება აქვს. ძირითადი შემადგენელი კანბინოიდები, THC და CBD წარმოშობილი არიან CBGA ჯგუფიდან, მაგრამ THCV წარმოიშვება THCVA-სგან, რაც მიიღება CBGVA-ს გაცხელებით მაღალ ტემპერატურაზე.
Steep Hill Labs-ის გამოკვლევების მიხედვით Tetrahydrocannabivarin უფრო ძლიერი კანაბინოიდია ვიდრე THC, მაგრამ მისი ხანგრძლივობა THC-ს ხანგრძლივობის განახევრებულია. THCV-ს High არის უფრო წმინდა და ფსიქოდელური.
კვლევა აჩვენებს, რომ THCV აძლიერებს THC-ს რამოდენიმე ეფექტს, მაგრამ ამავდროულად, ამსუბუქებს სხვებს. ამ კვლევაში, მოხალისეებმა მიიღეს 10მგ სუფთა THCV. 10-დან 9 გამოკვლეულმა დაადასტურა, რომ THCV 2-ჯერ უფრო ძლიერი ეფექტების შემცველია, ვიდრე THC. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა პატარა ზომის იყო, და საჭიროა უფრო დიდი გამოკვლევების ჩატარება.
Steep Hill Labs აცხადებს, რომ THCV-ს გააჩნია უფრო მეტად ფსიქოდელური High, ვიდრე THC-ს, მაგრამ მისი ხანგძლივობა განახევრებულია. მეტად დეტალური კვლევების ჩატარება ახლაც მიმდინარეობს.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც THCV-ს მეტ სიძლიერეს მიაწერენ, არის ის, რომ მისი შემცველი ჯიშები, თავისთავად არიან სხვა სთრეინებთან შედარებით ძლიერად ფსიქოდელური და ეფექტურები.
რას აკეთებს Tetrahydrocannabivarin ?
Tetrahydrocannabivarin-ს გააჩნია უპირატესობები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას იმ პაციენტების მიერ, ვისაც აქვს შემდეგი დაავადებები:
- შფოთვა და პტსა (პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა)
- მე-2 ტიპის დიაბეტი
- პარკინსონი
- ჭარბწონიანობა
ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ THCV-ით გამდიდრებული THC-ს მიღების შემდეგ, გულის ცემის რიტმი მძაფრდება, რის გამოც ტეტრაჰიდროკანაბივარინი იდეალურია მათთვის, ვინც მუდმივ შფოთვას განიცდის.
ამავე ცდაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ THCV-ს მაღალი შემცველობის გამო, შიმშილის გრძნობა ქრება და ორგანიზმი ქონის წარმოებას ანელებს. მიუხედავად ამისა, ნაჩვენებია, რომ THCV-ს მიღების შემდეგ, ორგანიზმი მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას. ამის გამო ტეტრაჰიდროკანაბივარინი შესაძლოა ერთგვარი წამალი იყოს სიმსუქნის პრევენციისთვის.
THCV-ს მაღალი შემცველობის მქონე ჯიშები ძირითადად მეტად ეიფორიული. THCV-ს აქვს ასევე ანტიოქსიდანტის ეფექტიც. ამ კვლევის მიხედვით Tetrahydrocannabivarin-ს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს პარკინსონის დაავადება.
2012 წელს ჩატარდა კონტროლირებადი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც Tetrahydrocannabivarin-ს შეუძლია განკურნოს მე-2 ტიპის დიაბეტი. აღმოჩნდა, რომ ტეტრაჰიდროკანაბივარინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ინსულინის წინააღმდეგობას.
შეჯამება: რა არის ტეტრაჰიდროკანაბივარინი?

THCV არის ფსიქოაქტიური კანაბინოიდი, კანაფის შემადგენელი ასობით კანაბინოიდიდან ერთ-ერთი, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი ჯიში არ შეიცავს მას მაღალი ოდენობით. ძირითადად, გროუერები და შემჯვარებლები, ორიენტირებული არიან გაზარდონ სთრეინები, რომელთა THC-ს შემცველობის დონე, ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანაბინოიდის შემცველობა. დღეისათვის არსებობს არაერთი ჯიში, რომლებშიც THC-ს შემცველობა 20%-ს აღემატება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არსებობს უფრო ძლიერი კანაბინოიდებიც, რომელთა კვლევა დღემდე მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ მალე აღმოაჩენენ მათი ზრდის გზას. ამ ეტაპზე კი, THC-სა და CBD-ს შემცველობის მქონე მცენარეების პოვნა ბევრად მარტივია, ვიდრე THCV-ს შემცველობის.
დიდი ხანი არაა, რაც CBD-სა და სხვა ტერპენების ექსტრაქტის გამოხდა დაიწყეს და მათი მაღალი კონცენტრატები გამოუშვეს. მათი პოვნა უკვე მარტივია. დაახლოებით ორი წლის წინ, THCV-ს ყველაზე მაღალი პროცენტული შემცველობა 2%-ს უახლოვდებოდა. Durban Poison-ისგან დამზადებულ “კიფში” აღმოჩნდა 24% THCV-ს დონე. იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი აღმოჩენა და კვლევები ჩატარდება, რათა გაიზარდოს ამ იდეალური შემადგენლობის დონე.